Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 35 - სინდისის თავისუფლება საფრთხეშია

    თანამედროვე პერიოდში პროტესტანტები უფრო კეთილგანწყობილნი არიან რომის კათოლიკური ეკლესიისადმი, ვიდრე წარსულში. იმ ქვეყნებში, სადაც არ შეინიშნება კათოლიკეთა აღმავლობა და პაპის თანამოაზრენი შედარებით შემრიგებლურ პოლიტიკას ეწევიან, რათა უფრო განამტკიცონ თავიანთი პოზიციები, ხშირად გვხვდება ღრმად ფესვგადგმული გულგრილობა იმ საკითხის მიმართ, თუ რით გამოიყოფა პროტესტანტული ეკლესია პაპის იერარქიისაგან. თანდათანობით სულ უფრო ვრცელდება აზრი იმის შესახებ, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენი უთანხმოება ძირითად საკითხებში არც თუ ისე დიდია, როგორც ადრე გვეჩვენებოდა და რომ ჩვენი მხრიდან უმნიშვნელო დათმობა ხელს შეუწყობს რომთან ურთიერთგაგებას. იყო დრო, როდესაც პროტესტანტები დიდად აფასებდნენ სინდისის თავისუფლებას, რომელიც ასე სისხლის ფასად მოიპოვეს. ისინი თავიანთ შვილებს უნერგავდნენ სიძულვილს პაპის მმართველობისადმი და რომთან თანხმობას ღმერთის ღალატად თვლიდნენ. მაგრამ დღეს სულ სხვა აზრები გამოითქმის.დბ 354.1

    პაპის ქომაგნი აცხადებენ, რომ ეკლესიას ცილი დასწამეს და პროტესტანტული სამყაროც მზად არის, დაეთანხმოს ამას. ბევრი თვლის, რომ უსამართლობაა თანამედროვე ეკლესიის შესახებ მსჯელობა იმ სისაძაგლისა და უაზრობის გამო, რომლითაც პაპის ეკლესიის მმართველობა სიბნელისა და უმეცრების პერიოდში აღინიშნებოდა. ისინი ეკლესიის საშინელ სისასტიკეს იმ ეპოქის ბარბაროსული ზნეობით ამართლებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ცივილიზაციის გავლენამ შეცვალა ეკლესიის დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ.დბ 354.2

    ნუთუ ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ეს ქედმაღლური ძალაუფლება რვა საუკუნის განმავლობაში პრეტენზიებს აცხადებდა თავის შეუცდომლობაზე და უცოდველობაზე? პაპის მიმდევართ არასოდეს უფიქრიათ თავიანთი უფლებების დათმობაზე და ეს უფრო მეტად მეცხრამეტე საუკუნეში დადასტურდა. თუკი რომი ამტკიცებს, რომ”ეკლესია არასოდეს შემცდარა და წმიდა წერილის თანახმად, არასოდეს შეცდება”, მაშინ როგორ შეუძლია განუდგეს იმ პრინციპებს, რომლითაც გასულ საუკუნეებში ხელმძღვანელობდა?დბ 354.3

    პაპის ეკლესია არასოდეს დათმობს თავის უფლებას შეუცდომლობაზე. იგი დღესაც ამართლებს გასულ საუკუნეებში იმ ადამიანთა დევნას, რომლებიც მის დოგმებს არ ეთანხმებოდნენ და განა იგივეს არ გაიმეორებს, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა? აბა, უარი თქვან მთავრობებმა მის მიმართ შემოღებულ შეზღუდვებზე და დაუბრუნონ რომს ძველი უფლებები - მაშინვე განახლდება დევნა და ტირანია.დბ 354.4

    ერთერთი გამოჩენილი მწერალი ასე ამბობს სინდისის თავისუფლების მიმართ პაპის იერარქიის დამოკიდებულებაზე და იმ საშიშროებაზე, რომელიც პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება პაპის პოლიტიკის წარმატების შემთხვევაში.დბ 354.5

    `ძალიან ბევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში კათოლიკური ეკლესიის წინაშე შიშს ფანატიზმს ან ბავშვურ მიამიტობას მიაწერს. ისინი კათოლიკეთა ხასიათსა და მათ წესდებებში ჩვენი თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ ვერ ხედავენ რაიმე საგანგაშოს და მტრულს და ვერაფერს ხედავენ ცუდს ამ ეკლესიის აღმავლობაში. მოდით, შევადაროთ ჩვენი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები კათოლიკური ეკლესიის პრინციპებს.დბ 354.6

    ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია სინდისის თავისუფლების გარანტიაა, ამაზე მნიშვნელოვანი და ძირეული არაფერია. პაპი პიი IX თავის ენციკლიკეში, რომელიც დათარიღებულია 1854 წ. 15 აგვისტოთი, აცხადებს:“ერეტიკული და აბსურდული დოქტრინები ან ბოდვა სინდისის თავისუფლების დაცემის შესახებ ყველაზე საშიში ერესია. ეს არის შავი ჭირი, ყველაზე დიდი საშიშროება სახელმწიფოსათვის”. იგივე პაპმა 1864 წ. 8 დეკემბრის ენციკლიკეში ანათემას გადასცა”ყველა, ვინც იბრძვის სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისათვის”, აგრეთვე”ყველა, ვინც თვლის, რომ ეკლესიამ არ უნდა გამოიყენოს ძალა”.დბ 355.1

    რომის შემრიგებლური ტონი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მოწმობს პაპის მმართველობის წესთა შეცვლას. კათოლიკური ეკლესია მოთმინებას იჩენს იქ, სადაც თავად უძლურია. აი, რას ამბობს ეპისკოპოსი ო,კონორი:“ჩვენ უდრტვინველად ვითმენთ რელიგიის თავისუფლებას მანამ, სანამ საწინააღმდეგო პრინციპებით არ შევცვლით მას ისე, რომ კათოლიკური სამყარო არ დაზარალდეს”. სენტლუისის არქიეპისკოპოსმა ერთხელ თქვა:“ერესი და ურწმუნოება - ეს დანაშაულია. და ქრისტიანულ ქვეყნებში, ისეთებში, როგორიცაა იტალია და ესპანეთი, სადაც ყოველი მოქალაქე კათოლიკეა და კათოლიკური რელიგია მათი კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ისევე ისჯება, როგორც სხვა დანაშაულობანი”.დბ 355.2

    `კათოლიკური ეკლესიის ყოველი კარდინალი, არქიეპისკოპოსი და ეპისკოპოსი დებს ფიცს პაპის ერთგულებაზე, რომელშიც ასეთი სიტყვებია:“მე ვიღებ ვალდებულებას, მთელი ძალები მოვახმარო ერეტიკოსთა, გამთიშველთა და ურჩთა დევნას, რომლებიც არ ემორჩილებიან ჩვენს მბრძანებელს /პაპს/ ან მის მემკვიდრეთ”.დბ 355.3

    რასაკვირველია, რომის კათოლიკურ ეკლესიაში ნამდვილი ქრისტიანებიც არიან. ათასობით ადამიანი, რომელიც ამ ეკლესიას მიეკუთვნება, ემსახურება ღმერთს იმ ნათლით, რაც გააჩნია. მათ არა აქვთ ღვთის სიტყვის თავისუფლად შესწავლის უფლება და ამის გამო არ იცნობენ ჭეშმარიტებას. მათ არასოდეს უნახავთ განსხვავება უფლისადმი გულწრფელ მსახურებასა და უბრალო ფორმალური წესების აღსრულებას შორის. უფალი თანაუგრძნობს ამ ადამიანებს აღზრდილთ ცრურწმენაში, რომელიც სულს ვერ ასაზრდოებს. იგი აუცილებლად ეცდება თავისი ნათელი სხივებით გაფანტოს მათ გარს შემოხვეული წყვდიადი, შემცდართ დაანახოს ჭეშმარიტება, როგორია იგი იესოში და მრავალი მათგანი შეუერთდება უფლის ხალხთა რიგებს.დბ 355.4

    კათოლიკური მსოფლმხედველობა დღესაც ისევე შეუთავსებელია ქრისტეს სახარებასთან, როგორც წარსულში. პროტესტანტული ეკლესიები ისევ ღრმად ცდებიან (და ეს მათ არ ეპატიებათ); წინააღმდეგ შემთხვევაში, დროის ნიშნებს გამოიცნობდნენ. კათოლიკურ ეკლესიას დიდი სამომავლო გეგმები და მოქმედების განსაკუთრებული მეთოდები აქვს. იგი თავისი გავლენის სფეროთა გაფართოებისათვის და თავის ძალაუფლების განმტკიცებისათვის ყოველგვარ საშუალებას იყენებს. ის ემზადება სასტიკი და გადამწყვეტი ბრძოლისათვის, რათა აღადგინოს მსოფლიოზე ბატონობის უფლება, რომელიც პროტესტანტიზმის მიღწევების დევნისა და განადგურების განახლებას ითვალისწინებს. კათოლიციზმს ყველა ფრონტზე მიაქვს იერიში. შეხედეთ, როგორ იდგამს ფეხს ეს ეკლესია პროტესტანტულ ქვეყნებში. შეხედეთ, რა პოპულარობით სარგებლობს მისი კოლეჯები და სემინარიები ამერიკაში, სადაც ძირითადად პროტესტანტული ხელისუფლებაა. ნახეთ, თანდათანობით როგორ მიილტვიან ცერემონიებისაკენ ინგლისში, სადაც ძალზე გახშირდა კათოლიკურ ეკლესიებში გადასვლის ფაქტები. სინდისის თავისუფლება საფრთხეშია! ეს საგანგაშო უნდა იყოს ყველასათვის, ვისთვისაც ძვირფასია სახარების წმიდა პრინციპები.დბ 355.5

    პროტესტანტები უახლოვდებიან პაპისტებს და იცავენ მათ; ისინი ისეთ დათმობებზე და შეთანხმებებზე მიდიან, რომელიც თვით კათოლიკეთა გაკვირვებას იწვევს, მიზეზი კი ვერ გაუგიათ. ადამიანები თვალს ხუჭავენ კათოლიციზმის ჭეშმარიტ ხასიათზე და იმ საშიროებაზე, რომელიც მისი ბატონობის შემთხვევაში ემუქრებათ. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს სამოქალაქო და რელიგიური თავისუფლების ამ მეტად საშიში მტრის შემოტევას.დბ 356.1

    ბევრი პროტესტანტი თვლის, რომ კათოლიკურ რელიგიას არ გააჩნია მიმზიდველობა, რომ მისი მსახურება - მოსაწყენი და უშინაარსო ცერემონიაა. მაგრამ ისინი ღრმად ცდებიან. თუმცა კათოლიციზმი სიცრუეს ეყრდნობა, მაგრამ ამ სიცრუეს ვერ უწოდებ ვერც უხეშსა და ვერც არასასიამოვნოს. რომის ეკლესიის რელიგიური მსახურება მეტად შთამბეჭდავი ცერემონიებია. მათი დიდებულება და ბრწყინვალება უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანთა გრძნობებზე, მათი სინდისისა და გონების ხმას კი ახშობს და ადუნებს. დიდებული ტაძრები, სადღესასწაულო პროცესიები, ოქროთი მოელვარე საკურთხევლები, ძვირფასი ქვებით მორთული აკლდამები, გენიალურ მხატვართა ხელით შექმნილი სურათები, მარმარილოს სკულპტურები, უბადლო მუსიკა - ეს ყველაფერი მშვენიერებისადმი სიყვარულზე მეტყველებს. ორღანის გულში ჩამწვდომი ტკბილი მუსიკა მგალობელთა ხმებთან ერთად სცილდება ტაძრების დიდებულ გუმბათებს და ადამიანთა გულებს სიწმიდისა და მოწიწების გრძნობით აღავსებს და ამ დიდების შემხედვარე არავინ რჩება გულგრილი.დბ 356.2

    ეს გარეგნული დიდებულება, ბრწყინვალება და ცერემონიები მხოლოდ ცოდვით დამძიმებულ სულთა აბუჩად აგდებაა და თვალნათლივ მოწმობენ შინაგან გახრწნილებაზე. ქრისტეს რელიგია არ საჭიროებს ასეთ მდიდრულ სამოსელში გახვევას. მისი ჯვრის ნათელში მდგარი ჭეშმარიტი ქრისტიანობა ისეთი წმიდა და სიყვარულით აღსავსეა, რომ ვერავითარი გარეგნული მორთულობა ვერ შეედრება მის ჭეშმარიტ ღირსებას. მორჩილი და მშვიდი სულის წმიდა სილამაზე - აი, რა არის ღმერთისთვის ყველაზე ძვირფასი.დბ 356.3

    გარეგნული ბრწყინვალება არ არის ნიშანი წმიდა, ამაღლებული აზრებისა. ხელოვნების უმაღლესი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება ხშირად თან ახლავს მგძნობიარე და თავაშვებულ ადამიანებს. სატანა მიმართავს ასეთ ხრიკებს, რათა ადამიანებს დაავიწყოს თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები, მომავალი, საუკუნო სიცოცხლე, რათა ზურგი აქციონ მხსნელს, მარად ცოცხალ შემწეს და მხოლოდ ამ წუთისოფლისთვის იცხოვრონ.დბ 356.4

    გული, რომელსაც განახლება არ განუცდია, შეიძლება გაიტაცოს რელიგიის გარეგნულმა ფორმებმა. კათოლიკური ეკლესიის მსახურების დიდებულება და ცერემონიები დიდად მაცდუნებელი, ჯადოსნური ძალაა, რომელმაც მრავალი უკვე აცდუნა კიდეც. ადამიანები მოდიან კათოლიკურ ეკლესიაში, როგორც სასუფევლის ჭეშმარიტ კარიბჭესთან. მხოლოდ მათ, ვინც იცის ჭეშმარიტების საფუძველი და ვისი გულიც სულიწმიდითაა განახლებული, ვერ სწვდება მისი ზეგავლენა. ათასობით ადამიანი, რომელსაც არა აქვს პრაქტიკული, პირადი ცოდნა ქრისტეს შესახებ, გაებმება გარეგნული ღვთისმოსაობის ხლართებში. ბევრი სწორედ ასეთი რელიგიითაა გატაცებული.დბ 356.5

    რადგანაც კათოლიკური ეკლესია აცხადებს, რომ იგი უფლებამოსილია, მიუტევოს ცოდვები, მისი მიმდევრები ფიქრობენ, რომ თავისუფლად შეიძლება დანაშაულის ჩადენა, ხოლო აღსარების ცერემონია, რომლის გარეშეც ეკლესია არ მიუტევებს, თითქოს ადამიანებს ბოროტების ჩადენის ნებას აძლევს. ის, ვინც მუხლს იყრის დაცემული ადამიანის წინაშე, ანდობს მას თავის საიდუმლოებას და გულისნადებს, ამით თავის ადამიანურ ღირსებას კარგავს და სულის კეთილშობილურ სურვილებს ამდაბლებს. აღიარებს რა თავის ცოდვას მღვდლის, თავად ცოდვილის, ცდომილი მოკვდავის, ხშირად ლოთობით და გარყვნილებით დამახინჯებული სულის წინაშე, ადამიანი ამცირებს მოთხოვნას საკუთარი თავისადმი და მისი სინდისი იბღალება. მისი ღმერთზე წარმოდგენა დაცემულ ადამიანზე წარმოდგენას უტოლდება იმიტომ, რომ მათ წინაშე მღვდელი ღმერთის წარმომადგენელია. ეს მეტად დამამცირებელი აღსარება ერთი ადამიანისა მეორის წინაშე სწორედ ის საიდუმლო წყაროა, საიდანაც მოედინება ბოროტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც რყვნის კაცობრიობას და მას საბოლოო დაღუპვისაკენ უბიძგებს. რასაკვირველია, მათთვის, ვისაც მანკიერება უყვარს, უფრო ადვილი და მოსახერხებელია აღსარების თქმა მოკვდავი ადამიანის წინაშე, ვიდრე გულის გახსნა ღმერთის წინაშე. ადამიანური ბუნებისათვის ეპიტიმიის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ცოდვაზე უარის თქმა. ადამიანისათვის უფრო ადვილია ჯვალოში გახვევა, თვითგვემა და სხვა წვალება, ვიდრე ხორციელი ვნებების ჯვარცმა. ხორციელი გული მზად არის, ატაროს მძიმე ტვირთი ნაცვლად იმისა, რომ მუხლი მოიყაროს ქრისტეს ტვირთის წინაშე.დბ 357.1

    კათოლიკური ეკლესია ძალიან hგავს ქრისტეს დედამიწაზე პირველი მოსვლის პერიოდის იუდეველთა ეკლესიას. იმ დროს, როდესაც იუდეველნი ფარულად ფეხქვეშ თელავდნენ ღმერთის მცნებათა ყოველ პრინციპს, გარეგნულად მკაცრად იცავდნენ ყოველ კანონს, რომელსაც მრავალი კონკრეტული წესითა და ტრადიციით ტვირთავდნენ, რაც კანონისადმი მორჩილებას მეტად ამძიმებდა და მტკივნეულს ხდიდა. იუდეველთა მსგავსად, რომელნიც უფლის კანონებზე მოწიწებით ლაპარაკობდნენ, კათოლიკეებიც ამტკიცებენ, რომ ისინი ქედს იხრიან ჯვრის წინაშე, ადიდებენ ქრისტეს ტანჯვათა სიმბოლოს და ამავე დროს, თავიანთ ცხოვრებაში უარყოფენ მას, ვინც ზედ იყო ჯვარცმული.დბ 357.2

    კათოლიკეთა ეკლესიებზე, საკურთხევლებზე და სამოსელზე ჯვარია გამოსახული. ყველგან შეიძლება დაინახო ჯვრის ნიშანი. გარეგნულად ჯვარი პატივცემული და განდიდებულია. მაგრამ ქრისტეს სწავლება ურიცხვი ტრადიციების, ცრუ სწავლებისა და მკაცრი ფორმალურობის სიმრავლის ქვეშაა დამარხული. ფანატიკოს იუდეველებისადმი მიმართული მაცხოვრის სიტყვები კიდევ უფრო მისაღებია რომის კათოლიკური ეკლესიისათვის:“კრავენ მძიმე ტვირთს და ზურგზე hკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მათი დაძვრა” (მათ. 23:4). პატიოსანი ადამიანები შეურაცხყოფილი ღმერთის რისხვის წინაშე მუდმივი შიშის ქვეშ hყავთ იმ დროს, როცა ეკლესიის მრავალი მსახური ფუფუნებაში ცხოვრობს და მიწიერ, ამქვეყნიურ განცხრომას ეძლევა.დბ 357.3

    წმიდა წერილებისა და გამოსახულების თაყვანისცემა, წმიდანთა ქომაგობა, პაპის განდიდება - ყოველივე ეს სატანის ფანდებია, მიმართული იმისაკენ, რომ მოწყვიტოს ხალხი უფალსა და მის ძეს. ცდილობს რა ადამიანთა საბედისწერო უფსკრულში გადაჩეხვას, სატანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება ააცილოს მას, ერთადერთს, რომელსაც მათი გადარჩენა შეუძლია. იგი ყველა გზას უჩვენებს მათ, გარდა უფლისა, რომელმაც თქვა:“მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათ. 11:28).დბ 357.4

    სატანა მუდამ ცდილობს, ცრუდ წარმოსახოს უფლის ხასიათი, ცოდვის არსი და დიადი ბრძოლის ჭეშმარიტი მიზეზები და შედეგები. თავისი მზაკვრული მოქმედებებით იგი ცდილობს ადამიანთა პასუხისმგებლობის შემცირებას უფლის წინაშე, რითაც მათ ცოდვისაკენ უხსნის გზას. ამავე დროს იგი ისეთ მცდარ წარმოდგენას ქმნის ღმერთზე, რომ სიყვარულის ნაცვლად ადამიანებს მის მიმართ შიშისა და სიძულვილის გრძნობა ებადებათ. მზაკვარი თავის სისასტიკეს უფალს მიაწერს, ამიტომ გამოსჭვივის იგი ეკლესიების მრავალ სწავლებაში და მსახურების ფორმებში. ამგვარად ადამიანები უკვე ვეღარ არჩევენ, სად არის ჭეშმარიტება და სად - სიცრუე, სატანა კი მათ თავის მეკავშირეებად ხდის უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში. უფლის ხასიათის დამახინჯებულმა გაგებამ მიიყვანა წარმართები იმ რწმენამდე, რომ უფლის გულის მოსაგებად ადამიანის მსხვერპლია საჭირო და ამის გამო კერპთაყვანისმცემლობის საფარველქვეშ სასტიკი, საშინელი საქმეები ხდებოდა.დბ 358.1

    რომის კათოლიკური ეკლესია, რომელიც წარმართობისა და ქრისტიანობის ნაერთია, წარმართთა მსგავსად ამახინჯებს უფლის ხასიათს და ისეთივე შეურიგებლობასა და სისასტიკეს იჩენს. პაპის ბატონობის დროს მისი ეკლესია თავის სწავლებას წამების იარაღებით თავს ახვევდა ხალხს. კოცონზე დაწვა ელოდა მას, ვინც უარს იტყოდა მის მორჩილებაზე. მხოლოდ სამსჯავროს დღეს გახდება ნათელი, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ჭეშმარიტებისათვის. ეკლესიის მსახურნი სატანის დახმარებით წამების ისეთ იარაღს იგონებდნენ, რომელიც საშინელ ტანჯვას აყენებდა მსხვერპლს, მაგრამ სიცოცხლეს არ ხელყოფდა. ჯოჯოხეთური წამება გრძელდებოდა მანამ, სანამ ადამიანს გაძლება შეეძლო, შემდეგ კი ორგანიზმი ნებდებოდა, ხოლო მოწამე ეგებებოდა სიკვდილს, როგორც ნანატრ ხსნას.დბ 358.2

    ასეთი ბედი ელოდა რომის ყველა მოწინააღმდეგეს. ამ ეკლესიის ერთგულთა თავზე სასტიკი დისციპლინის მათრახი ტრიალებდა სულისამომხდელი მარხვებითა და ყოველგვარი თვითგვემის სახით. ზეცის წყალობის მოპოვებისათვის მონანიე ცოდვილნი უფლის კანონს ბუნების კანონის უგულვებელყოფით არღვევდნენ. ადამიანებს ასწავლიდნენ ყოველივე იმის უარყოფას, რაც უფალმა სიხარულისა და ბედნიერებისათვის შექმნა. ეკლესიის სასაფლაოებზე დაკრძალული იყო მილიონობით ადამიანი, რომელიც ამაოდ ებრძოდა თავის ბუნებრივ მიდრეკილებას, რათა რომელიმე მიწიერი გრძნობებით არ გამოეწვია ღვთის რისხვა.დბ 358.3

    საკმარისია მხოლოდ ერთი თვალის გადავლება კათოლიციზმის ისტორიაზე, რათა ჩავწვდეთ სატანის ბოროტებისა და გულგრილობის საშინელ სისასტიკეს, რომელიც მთელი საუკუნეების მანძილზე ვლინდებოდა არა იქ, სადაც არასოდეს არაფერი გაეგონათ ღმერთზე, არამედ შუაგულ საქრისტიანოში და მის საზღვრებში. სიცრუეთა სასწაულებრივი სისტემის საშუალებით ბნელეთის მეფე აღწევს თავის მიზანს: შეურაცხყოფს უფალს და კაცობრიობას უბედურებისა და ტანჯვისაკენ უბიძგებს. და თუკი შევამჩნევთ, თუ რამდენად წარმატებით მოქმედებს იგი ნიღაბაფარებულ ეკლესიის ხელმძღვანელთა მეშვეობით, მაშინ უკეთესად გავიგებთ მისი ბიბლიისადმი ასეთი დიდი სიძულვილის მიზეზს. ამ წიგნის შესწავლისას თვალი გვეხილება უფლის სიყვარულსა და მის წყალობაზე; ნათელი ხდება, რომ უფალი არავის აკისრებს ისეთ ტვირთს, რომლის ტარებაც მას არ შეუძლია. იგი ადამიანს მხოლოდ ერთ რამეს სთხოვს: მორჩილ, სინანულით აღსავსე გულსა და თავმდაბალ, მშვიდ სულს.დბ 358.4

    ქრისტეს ცხოვრებაში არ მოიძებნება არც ერთი შემთხვევა, რომ მას ქალის ან მამაკაცისათვის ერჩიოს მონასტერში აღკვეცა მარადიული სიცოცხლისათვის მოსამზადებლად. იგი არასოდეს ასწავლიდა, რომ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ჩაიხშოს მოწყალებისა და სიყვარულის გრძნობა. მაცხოვრის გული მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე. რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ზნეობრივ სრულყოფას, მით უფრო ფაქიზია მისი გრძნობები, მძაფრია მის მიერ ცოდვის აღქმა და მით უფრო სრულად ვლინდება მისი თანაგრძნობა ცოდვით დამძიმებულთა მიმართ. პაპი აცხადებს, რომ იგი არის ქრისტეს ნაცვალი დედამიწაზე, მაგრამ გაუძლებს კი იგი ამ შედარებას ჩვენს მაცხოვართან? განა ქრისტე ხალხს საპყრობილეებში ყრიდა ან საწამებლად იმეტებდა ვინმეს იმისთვის, რომ პატივი არ მიაგეს მას, როგორც ზეციურ ხელმწიფეს? განა სიკვდილი მიუსაჯა მათ, ვინც არ მიიღეს იგი? ერთხელ, როდესაც სამარიის ერთერთი სოფლის მცხოვრებლებმა უარი თქვეს მის მოსმენაზე, აღშფოთებულმა იოანემ წამოიძახა:“უფალო! თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა” (ლუკ. 9:54). მაგრამ იესომ თანაგრძნობითა და საყვედურით ამხილა მათი სისასტიკე და წყრომით უთხრა:“ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!” (ლუკ. 9:56). როგორ არა hგავს ქრისტე ე.წ. თავის”შემცვლელს” დედამიწაზე!დბ 359.1

    დღეს რომის ეკლესია ფართო კეთილგანწყობის ღიმილით ცდილობს აიძულოს მსოფლიო, დაივიწყოს კათოლიკეთა მიერ წარსულში ჩადენილი საშინელებები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იგი ქრისტიანულ სამოსელში გაეხვია, მისი არსი იგივე რჩება. პაპის მმართველობის ადრე არსებული ყოველი პრინციპი დღესაც ძალაშია. შუა საუკუნეების ბნელ პერიოდში ჩამოყალიბებული ყოველი სწავლება დღესაც არსებობს. ნურავინ ცდუნდება. პაპის მმართველობა, რომლისკენაც ხელს იწვდიან დღევანდელი პროტესტანტები, იგივე დარჩა, როგორიც იყო რეფორმაციამდე, როცა უფლის რჩეულებმა საკუთარი სიცოცხლის ხიფათში ჩაგდების გზით ამხილეს მისი ურჯულოება. მან შეინარჩუნა ადრინდელი სიამაყე და თავისი ქედმაღლური პრეტენზიები, რომლის გამოც აიმაღლა თავი ყველა სამეფო და სახელმწიფო ძალაუფლებაზე და მიითვისა უფლის ძალაუფლება. სული, რომელიც პაპის მმართველობაში დღესაა გაბატონებული, არაფრით განსხვავდება იმ სისასტიკისა და დესპოტიზმისაგან, რომლითაც თრგუნავდა ადამიანის თავისუფლებას და ანადგურებდა ღვთის მართალ შვილებს.დბ 359.2

    პაპის მმართველობა არის სწორედ ის, რასაც წინასწარმეტყველებაში ბოლო ჟამის განდგომილება ეწოდება. მისი პოლიტიკა მეტად მოქნილია, იგი ისეთ სახეს ღებულობს, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს თავისი მიზნების განხორციელებისათვის. მაგრამ ქამელეონის ნებისმიერი ნიღბის ქვეშ უცვლელადაა დამალული გველის სასიკვდილო შხამი. პაპისტები აცხადებენ:“რწმენის პრინციპები არ უნდა იყოს დაცული ერეტიკოსთა და იმ პირთა მიმართ, რომელნიც ერესში არიან ეჭვმიტანილნი”. ის ძალაუფლება, რომლის ისტორია საუკუნეების მანძილზე წმიდანთა სისხლით იწერებოდა, უნდა ჩაითვალოს თუ არა ქრისტეს ეკლესიის ნაწილად?დბ 359.3

    საფუძველსმოკლებული არაა პროტესტანტული ქვეყნების მტკიცება იმის შესახებ, რომ ჩვენს დღეებში კათოლიციზმი ისე მკვეთრად აღარ განსხვავდება პროტესტანტიზმისაგან, როგორც წარსულში. დიახ, ცვლილება მართლაც მოხდა, მაგრამ არა პაპის მმართველობაში. კათოლიციზმს და თანამედროვე პროტესტანტიზმს შეხების ბევრი წერტილი აქვთ, მაგრამ ეს იმის გამო ხდება, რომ პროტესტანტიზმი ძლიერ დაეცა რეფორმაციის პერიოდთან შედარებით.დბ 359.4

    რადგან პროტესტანტული ეკლესიები ცდილობდნენ კაცობრიობის კეთილგანწყობის მოპოვებას, ამიტომ საკუთარმა სათნოებამ დააბრმავა ისინი. პროტესტანტები ვერ გარკვეულან, თუ რატომ არ შეიძლება იყო დამთმობი ბოროტების მიმართ და დაუფიქრებლად ღებულობენ ბოროტებას სიკეთედ. იმის ნაცვლად, რომ დღეს დაიცვან და დაიბრუნონ”რწმენა, რომელიც თავიდან მიიღეს წმიდებმა”, ისინი პატიებას სთხოვენ რომს თავიანთი პროტესტის გამო და მიტევებას - თავისი ფანატიზმისათვის.დბ 360.1

    მათაც კი, ვინც მტრულად უყურებს კათოლიციზმს, ძალზე მცირე წარმოდგენა აქვთ იმ დიდ საშიშროებაზე, რომელიც მის ძალასა და გავლენაშია ჩამალული. ბევრი დღესაც ამტკიცებს, რომ შუა საუკუნეებში გამეფებული ინტელექტუალური და სულიერი სიბნელე ხელს უწყობდა კათოლიციზმის დოგმების, ცრურწმენის გავრცელებას და მისი სისასტიკის გამოვლენას. მაგრამ დღეს, ამბობენ ისინი, რელიგიურ საკითხებში განათლების, კულტურისა და ლიბერალიზმის ზრდა ბარიერია ტირანიისა და გაუტანლობის წინაშე. და თვით ის აზრი, რომ ჩვენს განათლებულ საუკუნეში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, სასაცილოდ ეჩვენებათ. ვერ უარყოფენ იმას, რომ ჩვენი თაობისათვის მეცნიერება, რელიგია და მორალი კაშკაშა სინათლით არის მოსილი. წმიდა წერილის ფურცლებიდან კაცობრიობას ღვთის ზეციური ნათელი მოეფინა, მაგრამ ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ რაც უფრო დიდია ნათელი, მით უფრო დიდია წყვდიადი მათთვის, ვინც მისგან შორს დგას და თავს არიდებს მის სხივებს.დბ 360.2

    პროტესტანტები ლოცვით რომ ჩაღრმავებოდნენ ბიბლიის შესწავლას, მიხვდებოდნენ პაპის მმართველობის ჭეშმარიტ ხასიათს და ეცოდინებოდათ, როგორ მოიქცნენ. მაგრამ ძალიან ბევრი ისეა დარწმუნებული თავის სიბრძნეში, რომ უფლისა და მისი ჭეშმარიტების მორჩილებით ძებნის არავითარი სურვილი არა აქვს. თუმცა ისინი ამაყობენ თავიანთი განათლებით, მაგრამ არ იციან წმიდა წერილი და არც უფლის ძალას ცნობენ. ისინი მხოლოდ იმისკენ ისწრაფვიან, რაც სინდისს დაუმშვიდებს; მოსწონთ ყველაფერი ის, რაც ნაკლებ მორჩილებასა და სულიერებას მოითხოვს; თავად ღმერთის დავიწყება სურთ, მაგრამ ხალხს აჩვენებენ, თითქოს ახსოვთ იგი. პაპის სარწმუნოება სწორედ ზედგამოჭრილია მათთვის. იგი პასუხობს ორი კატეგორიის ადამიანთა გულისთქმას: მათ, ვისაც საკუთარი საქმეებით გადარჩენის იმედი აქვთ და მათ, ვისაც სწამს, რომ ცოდვაში მყოფნიც გადარჩებიან. სწორედ ამაშია პაპის რელიგიის პოპულარობის მთელი საიდუმლო.დბ 360.3

    როგორც ვთქვით, ღრმა უმეცრების პერიოდმა ხელი შეუწყო პაპის მმართველობის წარმატებით განვითარებას. მაგრამ სულ მალე დავინახავთ, რომ უდიდესი სინათლის პერიოდიც ზუსტად ასევე შეუწყობს ხელს მას. გასულ საუკუნეებში ადამიანები ღვთის სიტყვისა და მისი ჭეშმარიტების ცოდნის გარეშე ცხოვრობდნენ და სულიერად გაყინული იყვნენ. ისინი ბრმად იყვნენ გახვეული ცდუნების ბადეში. დღესაც ბევრია ადამიანური თეორიების, ე.წ.”ცრუ მეცნიერების” ბრწყინვალებით დაბრმავებული. ისინი ვერ ხედავენ მათ წინ დაგებულ მახეს და ადვილად ებმებიან მასში. უფლის ჩანაფიქრით, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მისი გონიერების ძალა ღვთის ბოძებული ნიჭია და იგი სიმართლისა და ჭეშმარიტების სამსახურს უნდა მიეძღვნას, მაგრამ როდესაც ადამიანი თავისი სიამაყისა და ამპარტავნობის გამო საკუთარ თეორიებს ღვთის სიტყვაზე მაღლა აყენებს, მაშინ განათლებამ, შეიძლება, უფრო მეტი ვნება მიაყენოს, ვიდრე უვიცობამ. ამგვარად, თანამედროვე”ცრუ მეცნიერება”, რომელიც ბიბლიურ რწმენას უკარგავს ადამიანებს, დიდი წარმატებით უკვალავს გზას პაპის რელიგიას მთელი თავისი ბრწყინვალე ცერემონიებით, ისევე, როგორც შუა საუკუნეებში უცოდინრობა და სიბნელე ხელს უწყობდა მის ზრდასა და განვითარებას.დბ 360.4

    ცდილობენ რა სახელმწიფო ხელისუფლების მხარდაჭერით უზრუნველყონ საეკლესიო დაწესებულებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროტესტანტები კათოლიკეთა ნაკვალევს მიhყვებიან. უფრო მეტიც; ისინი გზას უხსნიან პაპის მმართველობას პროტესტანტულ ამერიკაში გაბატონებისათვის, რომელიც ადრე მას დაკარგული hქონდა. ამ მოძრაობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისი მთავარი დაფარული მიზანი, სახელდობრ: კვირა დღის აუცილებელი დაცვა, რომლის სათავეც რომიდან მოდის და რომელსაც კათოლიკური ეკლესია თავისი ძალაუფლების სიმბოლოდ თვლის. პაპიზმის სული, - ეს ამქვეყნიურ ადათწესებთან თანხმობის სულია, რომელიც ადამიანურ გადმოცემებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე უფლის კანონს. ამ სულმა პროტესტანტულ ეკლესიებშიც შეაღწია, სადაც იგი ისევე ნერგავს კვირა დღის განდიდებასა და პატივისცემას, როგორც ამას თავის დროზე პაპის რელიგია აკეთებდა.დბ 361.1

    თუკი მკითხველს სურს იცოდეს, რა ძალები იქნება ჩართული მომავალ ბრძოლაში, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, თუ რა მეთოდებით სარგებლობდა რომი ამგვარი მიზნების მისაღწევად გასულ საუკუნეებში. და თუკი შენ, ძვირფასო მკითხველო, გექნება სურვილი გაიგო, თუ როგორ გამოვლენ კათოლოკეებთან გაერთიანებული პროტესტანტები მათი დოგმების უარმყოფელთა წინააღმდეგ, შეხედე, რა დამოკიდებულებაშია რომი შაბათისა და მისი დამცველების მიმართ.დბ 361.2

    სამეფო ბრძანებულებები, მსოფლიო საეკლესიო კრებები და საეკლესიო დადგენილებები, რომელთაც მხარს უჭერდა საერო ხელისუფლება, - აი, ეს საფეხურები, რომელთა გავლითაც ამ წარმართულმა დღესასწაულმა დიდების მწვერვალს მიაღწია ქრისტიანულ სამყაროში. პირველი სახალხო აქტი, რომლითაც კვირა დღე აუცილებელ საზეიმო დღედ გამოცხადდა, იყო კონსტანტინეს მიერ 321 წელს მიღებული კანონი. ეს ბრძანებულება მოითხოვდა, რომ ქალაქის მცხოვრებთ დაესვენათ”მზის ღირსეულ დღეს”, თუმცა მიწათმოქმედთ ამ დღეს მიწის სამუშაოების შესრულების უფლება ეძლეოდათ. თუმცა ეს წარმართული დღესასწაულია, მაგრამ იგი დაამტკიცა იმპერატორმა, რომელმაც ფორმალურად მიიღო ქრისტიანობა.დბ 361.3

    მაგრამ იმპერატორის ბრძანება არ აღმოჩნდა საკმარისი ღმერთის მცნების გაუქმებისათვის და სულ მალე რომის ეპისკოპოსმა ევსეიმ, კონსტანტინეს უახლოესმა მეგობარმა და ფავორიტმა, მთავართა უფრო მეტი მხარდაჭერისთვის დაიწყო იმის მტკიცება, რომ თავად ქრისტემ შეცვალა შაბათი კვირა დღით, თუმცა წმიდა წერილში ამის დამამტკიცებელი არც ერთი ტექსტი არ არსებობდა. თვით ევსეიმ შემდგომ თავისდაუნებურად აღიარა თავისი მტკიცების სიცრუე და მიუთითა მის ჭეშმარიტ ავტორებზე:“ყველაფერი, - თქვა მან, - რისი გაკეთებაც შაბათს არის საჭირო, ჩვენ უფლის დღეზე გადაგვაქვს “. მაგრამ, რამდენადაც უსაფუძვლოა კვირა დღის ზეიმი, იმდენად აბუჩად იქნა აგდებული უფლის შაბათი. ყველამ, ვისაც სურდა წუთისოფლის პატივისცემის დამსახურება, მიიღო ეს დადგენილება.დბ 361.4

    რაც უფრო ფესვს იდგამდა და მტკიცდებოდა პაპის ხელისუფლება, მით უფრო იზრდებოდა კვირა დღის მნიშვნელობა. თავიდან მინდვრის სამუშაოებით დაკავებული ადამიანები არ დადიოდნენ ეკლესიაში და მათთვის მეშვიდე დღედ კვლავინდებურად შაბათი რჩებოდა. მაგრამ თანდათანობით, ძირეული გარდაქმნების საფუძველზე წმიდა კანცელარიის მსახურთ აეკრძალათ რაიმე განაჩენის გამოტანა სამოქალაქო საქმეებში კვირა დღეს; მალე გამოვიდა კანონი, რომელიც ამ დღეს ყოველგვარ საქმიანობას კრძალავდა. დარღვევის შემთხვევაში თავისუფალ მოქალაქეს ფულადი ჯარიმა უნდა გადაეხადა, მონებს კი გაროზგვა ელოდათ. მოგვიანებით გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც კვირა დღეს მუშაობისათვის მდიდრები დაკარგავდნენ თავიანთი ქონების ნახევარს და თუკი მაინც განაგრძობდნენ ჯიუტობას, მონობა ელოდათ. დაბალი ფენებისათვის კი სამუდამო პატიმრობა იყო დაკანონებული.დბ 361.5

    თავისი დადგენილებების გასაძლიერებლად ხელისუფლება სასწაულებსაც კი იყენებდა. სხვა სასწაულთა შორის ყვებოდნენ ერთ მხვნელზე, რომელიც კვირა დილას ემზადებოდა ყანის მოსახნავად და გუთანს მიწისაგან რკინის ფირფიტით წმენდდა. ეს ფირფიტა მას ხელში შეერჭო და ორი წლის განმავლობაში ვერაფრით ვერ შეძლეს მისი ხელიდან ამოღება, რაც საშინელი ტკივილებისა და მისი შერცხვენის მიზეზი გახდა.დბ 362.1

    მოგვიანებით პაპმა გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც მღვდლებს კვირა დღის სიმშვიდის დამრღვევნი უნდა დაერიგებინათ და დაევალდებულებინათ მოსულიყვნენ ეკლესიაში და ელოცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თითქოს დიდ უბედურებას მოუტანდნენ საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც. საეკლესიო საბჭომ წამოაყენა არგუმენტი კვირა დღის სასარგებლოდ, რომელიც შემდგომში პროტესტანტთა შორისაც კი დიდად პოპულარული გახდა. იგი მდგომარეობდა შემდეგში: რადგანაც ადამიანებს, რომელნიც კვირა დღეს მუშაობდნენ, აქვთ მეხის დაცემის შემთხვევები, ეს დღე შაბათ დღედ უნდა ჩაითვალოს.”სრულიად ნათელია, - ამბობდნენ პრელატები, - რომ უფლის რისხვაა მათზე, ვინც უგულვებელყოფს მის დღეს”. შემდეგ ყველა მღვდელს, მსახურთ, მონარქებს, მთავართ და მორწმუნეთ მოუწოდეს -“ყველა ღონე ეხმარათ იმისათვის, რომ სათანადო პატივი ეცათ ამ დღისათვის და ქრისტიანული რწმენის გულისთვის უფრო მეტი ერთგულებით დაეცვათ იგი, რათა დიდი კურთხევა hქონოდათ მომავალში”.დბ 362.2

    მაგრამ, ვინაიდან საბჭოების დადგენილება საკმარისი არ აღმოჩნდა, ეკლესიამ დახმარებისათვის სამოქალაქო ხელისუფლებას მიმართა, რის შედეგადაც გამოიცა დადგენილება, რომელიც, სასჯელის მუქარით აიძულებდა ხალხს, შეეწყვიტათ ყოველგვარი მუშაობა კვირა დღეს. რომის სინოდის გადაწყვეტილებით საზეიმოდ დამტკიცდა ყველა გამოტანილი დადგენილება, რაც საეკლესიო კანონთა ნაწილი გახდა, განმტკიცდა სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერით და მთელ ქრისტიანულ სამყაროს მოახვიეს თავს.დბ 362.3

    მაგრამ ის ფაქტი, რომ კვირა დღის სასარგებლოდ არ არსებობს არავითარი ბიბლიური მტკიცება, ძალიან ბევრ სიძნელეებს იწვევდა. ხალხს ეჭვი ეპარებოდა თავიანთ მასწავლებელთა უფლებამოსილებაში, რომელთაც უგულვებელყვეს ღმერთის ნათლად ჩამოყალიბებული მოთხოვნები:“მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია” და მზის დღის საზეიმო აღნიშვნა მოისურვეს. საჭიროება მოითხოვდა, როგორმე შეევსოთ ბიბლიური მტკიცებების არარსებობა. და ამ მიზნით, მეთორმეტე საუკუნის დასასრულს ანგლიკანური ეკლესიები მოინახულა კვირა დღის ერთმა მეტად ერთგულმა დამცველმა. მაგრამ, როდესაც მას ჭეშმარიტების უდავო მტკიცებებით შეხვდნენ და აქ წარმატებას ვერ მიაღწია, დროებით დატოვა ეს ქვეყანა. მალე იგი კვლავ დაბრუნდა ინგლისში წარმატების იმედით და თან ჩამოიტანა თითქოსდა თვით უფლის ხელით ნაწერი პერგამენტის გრაგნილი, რომელიც შეიცავდა ბრძანებას კვირა დღის წმიდად შენახვაზე, აგრეთვე საშინელ მუქარას მათი მისამართით, ვინც უარს იტყოდა ამის შესრულებაზე. ამ”ძვირფასი დოკუმენტის” შესახებ, რომელიც საზიზღარი სიყალბე იყო და სხვა არაფერი, ნათქვამი იყო, რომ იგი ჩამოვარდა ციდან და ნაპოვნი იქნა იერუსალიმში, წმიდა სიმეონის საკურთხეველზე, გოლგოთაზე, მაგრამ სინამდვილეში, ეს სიცრუე პაპის სასახლეში, რომში დაიბადა. პაპის იერარქია საუკუნეთა განმავლობაში ხშირად მიმართავდა ყოველგვარ მზაკვრობასა და სიყალბეს, რითაც თავის ეკლესიის აყვავებასა და განმტკიცებას ცდილობდა და ეს სირცხვილად არ მიაჩნდა. გრაგნილში მოცემული იყო სამუშაოს დამთავრების მოთხოვნა ცხრა საათიდან, ე.ი. შაბათი დღის დასასრულიდან ორშაბათს მზის ამოსვლამდე. ასეთი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას თან სდევდა მრავალი სასწაულებრივი მოვლენა. მაგალითად, ამბობდნენ, რომ ადამიანებს, რომელნიც აკრძალულ დროს მუშაობდნენ, დამბლა დაეცათ. ვიღაც მეწისქვილემ წისქვილში მუშაობის დროს შენიშნა, რომ ფქვილის მაგივრად სისხლი წამოვიდა, შემდეგ, მიუხედავად წყლის დიდი ნაკადისა, წისქვილის დოლაბები გაჩერდა. ქალმა, რომელიც კვირა დღეს პურს აცხობდა, გახურებული ღუმელიდან იგი ისევ ცომად ამოიღო. მეორემ კი პირიქით, მოამზადა ცომი, მაგრამ როცა დაინახა, რომ კვირა დღე დგებოდა, პურის გამოცხობა ორშაბათამდე გადადო. მეორე დღეს კი პური გამომცხვარი დახვდა, რაც, რასაკვირველია, უფლის ძალას მიაწერეს. ვიღაცამ შაბათს ცხრა საათის შემდეგ პური გამოაცხო და როდესაც გატეხა, მისგან სისხლი წამოვიდა. კვირა დღის დამცველები ასეთი აბსურდული და არაპატიოსანი გზით ცდილობდნენ მისი სიწმიდის დაფუძნებას.დბ 362.4

    შოტლანდიაში, ისევე როგორც ინგლისში, კვირა დღისადმი პატივისცემა უფრო მეტად დამკვიდრდა, ვინაიდან მას ძველი შაბათი დღის ნაწილიც შეუერთეს. მაგრამ დრო, რომელიც წმიდად ითვლებოდა, იცვლებოდა. შოტლანდიის მეფემ გამოსცა დეკრეტი:“წმიდა დღე იწყება შაბათს, შუადღის 12 საათიდან და ამ დროიდან ორშაბათ დილამდე არავის აქვს ამქვეყნიური საქმეების კეთების უფლება”.დბ 363.1

    მაგრამ, მიუხედავად კვირა დღის სიწმიდის დამტკიცებისათვის დიდი ძალისხმევისა, თვით პაპის მიმდევრები სახალხოდ აღიარებდნენ შაბათის ღვთიურ ავტორიტეტს და კვირა დღის, როგორც”წმიდა დღის”, ადამიანურ წარმოშობას. მე-16 საუკუნეში პაპის საბჭომ განაცხადა:“ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ მეშვიდე დღე წმიდაhყო უფალმა და ამ დღეს პატივს სცემდნენ და ინახავდნენ არა მარტო იუდეველები, არამედ ყველა, ვინც მას ემსახურება. თუმცა ჩვენ, ქრისტიანებმა შევცვალეთ შაბათი უფლის დღით”... მათ, ვინც აბუჩად აიგდო უფლის კანონი, ეს არ მოსვლიათ თავიანთი ჩადენილი საქმეების მიმართ უვიცობის გამო. ისინი საკუთარ თავს სრულიად შეგნებულად აყენებდნენ ღმერთზე მაღლა.დბ 363.2

    სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანთა მიმართ რომის დამოკიდებულების საოცარ სურათს წარმოადგენს ვალდენსთა ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი დევნა, რომლებიც იცავდნენ ღვთის წმიდა შაბათს. იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომელთაც სიცოცხლე დაკარგეს მეოთხე მცნების ერთგულების გამო. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეთიოპიის ეკლესიების ისტორია. შუა საუკუნეების შავბნელ პერიოდში ცენტრალური აფრიკის ქრისტიანები დაიკარგნენ თვალთახედვის არედან და კაცობრიობამ დიდხანს არაფერი იცოდა მათ შესახებ. მრავალი საუკუნის განმავლობაში ისინი რელიგიის თავისუფლებას ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, რომისთვის ცნობილი გახდა მათი არსებობა და სულ მალე, აბისინიის იმპერატორი იძულებული გახდა, პაპი”ქრისტეს ნაცვალად” ეღიარებინა. ამ პირველ დათმობას სხვა მრავალიც მოhყვა. გამოიცა დადგენილება, რომელიც შაბათის დაცვას უსასტიკესი სასჯელის მუქარით კრძალავდა. მაგრამ სულ მალე პაპის დესპოტიზმის მძიმე უღელი ისეთი აუტანელი გახდა აფრიკელებისათვის, რომ მისი ჩამოგდება გადაწყვიტეს. საშინელი ბრძოლის შემდეგ მათ პაპისტები განდევნეს თავიანთი სამფლობელოებიდან და კვლავ განაახლეს ძველი სარწმუნოება. მორწმუნეებმა კვლავ დაიბრუნეს თავისუფლება და არასოდეს დავიწყებიათ ის მწარე გაკვეთილი, რომელიც დესპოტური რომის ძალაუფლების მიერ იგემეს. მათ hქონდათ სიხარულის საფუძველი იმის გამო, რომ დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან შორს ცხოვრობდნენ.დბ 363.3

    აფრიკის ეკლესიები ისევე იცავდნენ შაბათს, როგორც ამას პაპის ეკლესია თავის სრულ განდგომამდე აკეთებდა. იცავდნენ რა მეშვიდე დღეს უფლის მცნებების თანახმად, ისინი კვირასაც არ მუშაობდნენ და ამით ეკლესიის დადგენილებასაც ემორჩილებოდნენ. მაგრამ, როდესაც რომმა უდიდესი ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ, უფლის შაბათი გააუქმა და მის ნაცვლად თავს მოახვია თავისი დღე, აფრიკის ეკლესიები, რომელთაც შეძლეს ათი საუკუნის განმავლობაში შეუმჩნეველნი დარჩენილიყვნენ, არ დაადგნენ განდგომილების გზას. მოხვდნენ რა რომის გავლენის ქვეშ, ისინი იძულებული იყვნენ, ჭეშმარიტი შაბათი ყალბით შეეცვალათ, მაგრამ შემდგომში დაიბრუნეს დაკარგული დამოუკიდებლობა და კვლავ დაიწყეს მეოთხე მცნების შესრულება. ეს ისტორიული ფაქტები პირდაპირი დასტურია რომის სიძულვილისა ჭეშმარიტი შაბათის დამცველებისა და იმ საშუალებების მიმართ, რითაც ამ დღეს ადიდებენ. ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ წარსული განმეორდება მაშინ, როდესაც კათოლიკენი და პროტესტანტები გაერთიანდებიან იმისათვის, რომ სათანადო სიმაღლეზე აიყვანონ კვირა დღე.დბ 364.1

    წინასწარმეტყველება ამბობს (გამოცხ. 13), რომ ძალაუფლება, რომელიც წარმოდგენილია კრავისრქებიანი მხეცის სახით, აიძულებს”მთელ დედამიწას და მის მკვიდრთ” პაპისადმი თაყვანისცემას, რომელიც გამოხატულია”მხეცის სახით, რომელიც hგავდა ავაზას”. მხეცი კრავის რქებით აგრეთვე”ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება”, შემდეგ კი”აიძულა ყველა, დიდები და პატარები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები - მიეღოთ მხეცის ნიშანი” (გამოცხ. 13:11-16). როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს მხეცის ძალაუფლებას, რომელსაც კრავის რქები აქვს და ეს წინასწარმეტყველება აღსრულდება მაშინ, როცა ეს ქვეყანა გამოსცემს კანონს კვირა დღის აუცილებელი დაცვის შესახებ, რაც რომის ავტორიტეტის განსაკუთრებული აღიარების ნიშანი იქნება. მაგრამ პაპს არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატები მიაგებს პატივს. რომის გავლენა იმ ქვეყნებში, რომელნიც ოდესღაც აღიარებდნენ მის ძალაუფლებას, ძველებურად მტკიცეა. წინასწარმეტყველებაც გვეუბნება მისი ძალაუფლების აღდგენაზე:“ვიხილე, ერთი მის თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა, და განცვიფრდა მთელი დედამიწა და უკან გაედევნა მხეცს” (გამოცხ. 13:3). 1798 წელს პაპის მმართველობა”სასიკვდილოდ დაიჭრა”, მაგრამ, როგორც წინასწარმეტყველი გვეუბნება,“სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა” და მთელი დედამიწა განცვიფრებული იყო მხეცით. პავლე მოციქული გასაგებად ამბობს, რომ”ურჯულოების კაცი” იმოქმედებს უფლის მეორედ მოსვლამდე (2თეს. 2:3-8). დედამიწის ისტორიის ბოლო მომენტამდე არ შეწყვეტს იგი ადამიანთა ცდუნებას. ამასვე ამბობს იოანე წინასწარმეტყველი პაპის ძალაუფლების შესახებ:“თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, რომელიც აქვს წუთისოფლის დასაბამიდან დაკლულ კრავს” (გამოცხ. 13:8). როგორც ძველ, ისევე ახალ, ქრისტიანულ სამყაროში, რომის ეკლესიის ავტორიტეტით დაწესებული კვირა დღის დაცვა პაპის წინაშე მორჩილებისა და პატივისცემის ნიშანი გახდება.დბ 364.2

    მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ბიბლიის ამერიკელი მკვლევარნი ამ ამბავს მთელ მსოფლიოს ამცნობენ. ყველაფერი ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ წინასწარმეტყველების აღსრულება მოახლოვდა. პროტესტანტი მასწავლებლები ამტკიცებენ, რომ კვირა დღე ღვთიური ავტორიტეტითაა დამტკიცებული, თუმცა არ გააჩნიათ ამის ბიბლიური დასაბუთება ისევე, როგორც პაპისტებს, რომლებმაც უფლის მცნების შესაცვლელად სხვადასხვა სასწაულები გამოიგონეს. ჩვენ კვლავაც მოვისმენთ მუქარას იმის შესახებ, რომ ღვთის სამსჯავრო დაატყდება თავს კვირა დღის დამრღვევთ. უკვე გაისმის კიდეც მსგავსი სიტყვები. მოძრაობა კვირა დღის აუცილებელი დაცვისათვის სულ უფრო ფართო ხასიათს ღებულობს.დბ 364.3

    რომის ეკლესიის გამჭრიახობა და ეშმაკობა სწორედ რომ გასაკვირია. მან კარგად იცის, რა მოხდება და მოთმინებით ელის თავის დროს. იგი კარგად ხედავს, რომ პროტესტანტული ეკლესიები, იცავენ რა ცრუ შაბათს, უკვე შემობრუნდნენ მისკენ: რომ ისინი თანდათანობით სხვებსაც აიძულებენ მის მიღებას იმავე საშუალებებით, რომელთაც კათოლიკური ეკლესია შუა საუკუნეებში იყენებდა. ჭეშმარიტების უარმყოფელნი მომავალში კიდევ ერთხელ მიმართავენ დახმარებისათვის მას, ვინც თავის თავს უცოდველს უწოდებს, რათა განამტკიცონ მისივე პოზიციები. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ როგორი მზადყოფნით გაეშურება რომის ეკლესია პროტესტანტების დასახმარებლად. პაპის ძალაუფალთა უკეთ ვინ იცის, თუ როგორ უნდა მოეპყრონ იმათ, ვინც ეკლესიას არ ემორჩილება?დბ 365.1

    რომის კათოლიკური ეკლესია, თავისი უამრავი განშტოებებით, მთელ მსოფლიოში ქმნის უდიდეს ორგანიზაციას, რომელიც პაპის ტახტის კონტროლს ექვემდებარება და მის ინტერესებს ემსახურება. მილიონობით მის მიმდევარს მთელი დედამიწის ზურგზე ასწავლიან, რომ პაპი არის ეკლესიის თავი, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. ეროვნებისა და მოქალაქეობის მიუხედავად, ყველამ უმაღლესი პატივი უნდა მიაგოს ამ ეკლესიას. მართალია, მათ უფლება ეძლევათ, ერთგულების ფიცი დადონ იმ ქვეყნის წინაშე, სადაც ცხოვრობენ, მაგრამ რომისადმი მორჩილება მათთვის უპირველესია და ისიც ათავისუფლებს მათ ყოველგვარი მოვალეობისაგან, რომელიც მის ინტერესს არ შეესაბამება.დბ 365.2

    ისტორია მოწმობს, რომ რომის ეკლესიას ყოველთვის დიდი ხელოვნებითა და შეუპოვრად შეეძლო სახელმწიფოთა შინაურ საქმეებში ჩარევა, და თავისი პოზიციების განმტკიცების შემდგომ, იწყებდა თავისი გეგმების განხორციელებას უბრალო ხალხისა და ცნობილ დიდებულთა სიცოცხლის ფასადაც კი. 1204 წელს პაპმა ინოკენტი III ასეთი უჩვეულო ფიცი ჩამოართვა მეფეს, პეტრე II-ს:“მე პეტრე, არაგონიის მეფე, პირობას ვდებ, რომ ყოველთვის ვიყო ჩემი ბატონის - პაპი ინოკენტის, მის კათოლიკე მემკვიდრეთა და რომის ეკლესიის მორჩილი და ერთგული. და ვფიცავ, რომ ჩემს სამეფოს შევუნარჩუნებ პაპის ერთგულებას, დავიცავ კათოლიკურ რწმენას და განვდევნი ერეტიკოსებს”. ასეთი ფიცი კარგად ეხმარება რომის პაპის მოთხოვნებს, რომელიც თვლის, რომ”იგი უფლებამოსილია, ჩამოაგდოს იმპერატორები” და”გაათავისუფლოს თავისი ქვეშევრდომნი თავიანთ წარმართ ხელისუფალთა წინაშე დადებული ერთგულების ფიცისაგან”.დბ 365.3

    ისიც უნდა გვახსოვდეს: რომი ამაყობს იმით, რომ იგი არასოდეს იცვლება. პრინციპები, რომლებითაც გრიგორი VII და ინოკენტი II ხელმძღვანელობდნენ, კვლავინდებურად რომის კათოლიკური ეკლესიის პრინციპებად რჩება. და მას რომ უფლება მიეცეს, ადრინდელი ენთუზიაზმით გაატარებდა ცხოვრებაში მათ ისევე, როგორც ეს იყო წარსულში. პროტესტანტები, ალბათ, კარგად ვერ ხვდებიან, რას აკეთებენ, როდესაც იზიარებენ რომის აზრს კვირა დღის დაწესების შესახებ. იმ დროს, როცა პროტესტანტები ამ მიზნის განხორციელებას შეუდგებიან, რომი შეეცდება თავისი დაკარგული ძალაუფლებისა და ადრინდელი ბატონობის აღდგენას. როგორც კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკლესიები გამოიყენებენ ან კონტროლს გაუწევენ სახელმწიფო ძალაუფლებას იმაში, რომ კანონის ძალით დააწესონ რელიგიური წესები და ჩვეულებები, ერთი სიტყვით, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო ერთად გაბატონდებიან სინდისზე, მაშინ დადგება რომის ზეიმის მომენტი ამ ქვეყანაში.დბ 365.4

    ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს მომავალი საშიშროების შესახებ და თუ პროტესტანტული სამყარო ყურად არ იღებს ამ გაფრთხილებას, მალე გაიგებს რომის ეკლესიის ჭეშმარიტ ზრახვებს, მაგრამ უკვე გვიან იქნება. კათოლიციზმის ძალაუფლება ნელნელა, შეუმჩნევლად ფართოვდება და იზრდება. მისი ძალა იგრძნობა საკანონმდებლო კრებებზე, ეკლესიებში და ადამიანთა გულებში. შენდება დიდებული და გრანდიოზული ნაგებობანი, რომელთა საიდუმლო ლაბირინთებში კვლავ გამეორდება გასულ საუკუნეთა სისხლიანი ისტორია. თანდათანობით, შეუმჩნევლად, ეჭვმიუტანლად ამაგრებს თავის პოზიციებს კათოლიკური ეკლესია, რათა მოწინააღმდეგეთ საბოლოო დარტყმა მიაყენოს, როცა ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი დადგება. ყველაფერი, რაც მას სჭირდება, - ეს არის მომგებიანი პოზიცია და უნდა ითქვას, რომ მას იგი უკვე უკავია. ჩვენ მალე დავინახავთ და გავიგებთ, თუ რა არის რომის კათოლიკური იერარქიის მიზნები და ზრახვანი. ღვთის სიტყვის მორწმუნეთ და მის მორჩილთ კი მხოლოდ გმობა და დევნა ელით.დბ 366.1