Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 19 - ნათელი წყვდიადში

    ყველა რელიგიური და რეფორმატორული მოძრაობა, რომელსაც უფალი დედამიწაზე ხელმძღვანელობს, საოცრად hგავს ერთმანეთს. ღმერთის ადამიანთან დამოკიდებულების პრინციპი მარად უცვლელია. აწმყო დროის მოძრაობა წარსულის გამოცდილებით მტკიცდება და ეკლესიის მიერ გასულ საუკუნეებში გადატანილი განსაცდელი ჩვენთვის მეტად ძვირფას გაკვეთილს წარმოადგენს.დბ 212.4

    ბიბლია გასაგებად გვეუბნება იმის შესახებ, თუ ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით როგორ ხელმძღვანელობს თავის მსახურებს დედამიწაზე სულთა გადარჩენის დიად საქმეში. უფალი ადამიანებს იარაღად იყენებს თავის კეთილ და მოწყალე ზრახვათა განსახორციელებლად. ყოველ ადამიანს განსაზღვრული მოვალეობა აკისრია. თითოეულს მიცემული აქვს ჭეშმარიტების შუქის განსაზღვრული ზომა, რომელიც შეესაბამება დროის საჭიროებას და საკმარისია დაკისრებული მოვალეობის აღსასრულებლად. მაგრამ ზეცის ასეთი დიდი ყურადღების მიუხედავად, ვერც ერთმა ადამიანმა სათანადოდ ვერ შეიმეცნა გამოსყიდვის უდიდესი გეგმა, ან თუნდაც უფლის განზრახვა თვით მის მიმართ. ადამიანებს სრულად არა აქვთ შემეცნებული, თუ რა მიზანი ამოძრავებს უფალს, როდესაც ამა თუ იმ საქმეს ანდობს მათ; არც იმ სახარების მთელი მნიშვნელობა ესმით, რომელსაც ღმერთის სახელით ქადაგებენ.დბ 212.5

    `ჩასწვდები კი შენ ღვთის სიბრძნეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?””ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, - ამბობს უფალი. - რადგან, როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე” - რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არვინაა ჩემი მსგავსი”.”დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა” (იობი, 11:7; ეს. 55:8,9, 46:9,10).დბ 213.1

    თვით წინასწარმეტყველნიც კი, რომელთაც სულიწმიდის განსაკუთრებული ნათელი hქონდათ მიღებული, სრულად ვერ აღიქვამდნენ მიღებული გამოცხადების მნიშვნელობას, რომლის რჩევებითა და მოძღვრებებით უნდა ეხელმძღვანელათ საუკუნეების მანძილზე, საჭიროების შესაბამისად.დბ 213.2

    პეტრე მოციქული, ამბობდა რა სახარების ნათლით ბოძებული ხსნის შესახებ, წერდა:“ამ ხსნისათვის იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ. იკვლევდნენ, რომელ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას” (1პეტ. 1:10,11).დბ 213.3

    წინასწარმეტყველთაც კი ბოლომდე არ ესმოდათ უფლისაგან გაცხადებული, მაგრამ გულწრფელად ცდილობდნენ იმ სინათლის შემეცნებას, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა. ისინი გულმოდგინედ იკვლევდნენ,“რომელ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული”. რა დიდებული გაკვეთილია ქრისტიანულ ეპოქაში მცხოვრები ღვთის ხალხისათვის, რომელთა საკეთილდღეოდ არის მოცემული ეს წინასწარმეტყველებანი,“რომელიც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგმსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ!” გაიხსენეთ ეს ღვთის წმიდა შვილები, რომელნიც”იძიებდნენ და იკვლევდნენ” გამოცხადებას, რომელიც მომავალი თაობებისათვის გადასაცემად მიეცათ. შეადარეთ მათი წმიდა გულმოდგინება გვიანი საუკუნეების ქრისტიანთა გულგრილ დამოკიდებულებას ზეციური ძღვენის მიმართ. რა საყვედურია უსაქმურ გულგრილთა და ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე მზრუნველთა მიმართ, რომელნიც აცხადებენ, რომ წინასწარმეტყველების გაგება შეუძლებელია.დბ 213.4

    თუმცა ადამიანის შეზღუდულ გონებას არც ძალუძს უსასრულო ღმერთის გეგმების შეცნობა, მაგრამ ხშირად ამ ზეციურ ჭეშმარიტებათა გაუგებრობის მიზეზი არის შეცდომები ან მის მიმართ ადამიანთა გულგრილი დამოკიდებულება. ძალზე ხშირად ადამიანთა და ღვთის შვილთა გონებაც კი დაბნელებულია ადამიანური ფილოსოფიით, ცრურწმენით და ისინი იმ გაბატონებული აზრის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების მხოლოდ განსაზღვრული ნაწილის გაგება შეუძლიათ. ასე დაემართათ ქრისტეს მოწაფეებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვარი მათ გვერდით იმყოფებოდა. მათი გონება დაბნელებული იყო საერთო წარმოდგენით მესიაზე, როგორც მიწიერ მეფეზე, რომლის მეშვეობითაც ისრაელი მსოფლიოზე გაბატონდებოდა და ამიტომ მათ ვერ შეიმეცნეს ქრისტეს სიტყვები მისი ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ.დბ 213.5

    თავად იესომ აცნობა მათ:“აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება” (მარკ. 1:15). ეს უწყება დაფუძნებული იყო დანიელის წინასწარმეტყველებაზე (9 თავი). 69 შვიდეული, ანგელოზის თქმით, ქრისტეს მოსვლამდე გრძელდებოდა და მოწაფეები დიდი სიხარულითა და იმედით ელოდნენ იმ დროს, როცა მესია თავის სამეფოს იერუსალიმში შექმნიდა, რათა მთელი მსოფლიო ემართა.დბ 214.1

    ისინი ქრისტეს დავალებით ქადაგებდნენ სახარებას, თუმცა თავად სრულად არ ესმოდათ იგი. თავიანთ ქადაგებებში ეყრდნობოდნენ დანიელის წიგნის მე-9 თავს (მუხ. 25) და ვერ ამჩნევდნენ, რომ იმავე თავის შემდგომ მუხლში მესიის უცილობელ სიკვდილზე იყო საუბარი. ბავშვობიდანვე მიწიერი სამეფოს დიდებაზე ოცნებობდნენდა ამან საშუალება არ მისცა მათ, სწორად გაეგოთ წინასწარმეტყველებანი და ქრისტეს სიტყვები.დბ 214.2

    მათ შეასრულეს თავისი მოვალეობა, იუდეველებს ამცნეს შემოთავაზებული მადლის შესახებ და იმ დროს, როდესაც თავიანთი უფლის დავითის ტახტზე გამეფებას ელოდნენ, იმ საშინელებათა მოწმენი გახდნენ, თუ როგორ შეიპყრეს ქრისტე, შეურაცხყვეს ვითარცა თაღლითი, მსჯავრი დასდეს და შემდეგ... გოლგოთაზე ჯვარს აცვეს. რა სასოწარკვეთილებაში და მწუხარებაში ჩაცვივდნენ მოციქულები იმ დღეებში, როდესაც მათი უფალი სამარხში განისვენებდა!დბ 214.3

    ქრისტე მოვიდა განსაზღვრულ დროს და ზუსტად ისე, როგორც წინასწარმეტყველებაში ეწერა. წმიდა წერილის მოწმობა მისი ცხოვრების ყველა მომენტში დეტალურად აღსრულდა. იგი ქადაგებდა ხსნის სახარებას და”მის სიტყვას hქონდა ძალა”. მსმენელთა აღიარებით, ეს სახარება ზეციდან იყო გამოგზავნილი. სიტყვამ და სულიწმიდამ დაადასტურეს იესო ქრისტეს მისიის ღვთიურობა.დბ 214.4

    მოწაფეები კვლავინდებურად ერთგული იყვნენ თავიანთი საყვარელი მოძღვრისა, თუმცა ეჭვი და გაუგებრობა მაინც აწუხებდათ. ამ მწუხარებაში სულ დაავიწყდათ ქრისტეს სიტყვები თავისი გვემისა და სიკვდილის შესახებ. თუკი ნაზარეველი იესო მართლაც მესია იყო, მაშ რატომღა ეუფლებათ მათ სასოწარკვეთა და რად იტანჯებიან? აი, რა უფორიაქებდა სულს, როდესაც მათი უფალი სამარხში იწვა შაბათს, მისი აღდგომის წინა დღეს.დბ 214.5

    თუმცა მწუხრის ღამემ გონება დაუბნელა ქრისტეს მოციქულებს, ისინი მაინც არ იყვნენ მიტოვებულნი: წინასწარმეტყველი ამბობს:“თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!... ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს”.”სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს: რა სიბნელე და რა სინათლე”.”ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს”.”წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი გზებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღროჩოღროებს - ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ” (მიქ. 7:8,9; ფს. 138:12, 11:4; ეს. 42:16).დბ 214.6

    სახარება, რომელსაც მოციქულები უფლის სახელით ქადაგებდნენ, სრული და ყველა წვრილმანში ჭეშმარიტი იყო და სწორედ იმ დროს ხდებოდა ის მოვლენები, რომელზედაც იგი მიუთითებდა:“აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ცათა სასუფეველი” - ქადაგებდნენ ისინი სწორედ იმ ჟამის”აღსრულებისას”, როცა 69 შვიდეული გასრულდა დანიელის წინასწარმეტყველების მე-9 თავის მიხედვით და რომელიც მესიის მოსვლამდე გრძელდებოდა. უფლის”ცხებული” - ქრისტე სულიწმიდამ სცხო იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ ნათლობის მიღების შემდეგ, ხოლო”ცათა სასუფეველი”, რომლის მოახლოებასაც ისინი ქადაგებდნენ, დადგენილ იქნა დედამიწაზე ქრისტეს სიკვდილის შემდეგ. ეს არ იყო მიწიერი სამეფო, როგორც მათ ბავშვობიდანვე არწმუნებდნენ. ეს არ იყო ის მარადიული სასუფეველი, სადაც არ იქნება სიკვდილი და როდესაც”მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა” (დან.7:27). ბიბლიურ ენაზე”ღვთის სასუფეველი” მადლისა და დიდების სამეფოსაც ნიშნავს. მადლის ტახტის შესახებ პავლე მოციქული ლაპარაკობს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც ქრისტეს აცხადებს მოწყალე შუამდგომელად, რომელსაც შეუძლია”თანაგვიგრძნოს ჩვენ უძლურებებში”. მოციქული მოგვიწოდებს:“მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის” (ებრ. 4:16). ამგვარად, მადლის ტახტი მადლის სასუფეველს განასახიერებს, რადგან თვით ტახტის არსებობა სამეფოს არსებობასაც გულისხმობს. ბევრ თავის იგავში ქრისტე სარგებლობს გამოთქმით:“ცათა სასუფეველი”, რათა ყურადღება გაამახვილოს უფლის მადლის მოქმედებაზე ჩვენს გულებში.დბ 214.7

    ამგვარად, მადლის ტახტი დიდების სასუფეველს ანსახიერებს და მაცხოვრის სიტყვებშიც ამ დიდების ტახტზეა საუბარი:“როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე და შეიყრება მის წინ ყოველი ერი” (მათ. 25:31,32). მაგრამ ეს სამეფო მომავლისაა. იგი მეორედ მოსვლამდე არ დამყარდება.დბ 215.1

    მადლის სასუფეველი დადგენილ იქნა მაშინვე, როგორც კი ადამიანი დაეცა და როცა ცოდვილი კაცობრიობის გამოსყიდვის გეგმა შედგა. იგი არსებობდა ამ გეგმის თანახმად, ღვთის აღთქმის შედეგად და ადამიანებს რწმენის მეშვეობით შეეძლოთ მისი ქვეშევრდომნი გამხდარიყვნენ. მაგრამ ქრისტეს ჯვარცმამ იგი მთელი სისრულით გაამყარა. ადამიანთა უმადურობითა და სიჯიუტით გატანჯულსა და დამწუხრებულ მაცხოვარს თავისი მიწიერი მსახურების დაწყების შემდეგაც კი შეეძლო გოლგოთის მსხვერპლზე უარი ეთქვა. ტანჯვის სასმისი თრთოდა მის ხელში. გეთსიმანიის ბაღში ადვილად შეეძლო სისხლიანი ოფლის წვეთები მოეწმინდა და ურჯულო საქმეებით დაცემული კაცობრიობა მიეტოვებინა, დასაღუპად გაეწირა. და მას რომ ეს გაეკეთებინა, ცოდვილ ადამიანს აღარასოდეს მიეცემოდა გადარჩენის შესაძლებლობა. მაგრამ მაშინ, როდესაც მაცხოვარმა მსხვერპლად გაიღო თავისი სიცოცხლე და ჯვარზე გაკრულს აღმოხდა:“აღსრულდა!”, დაიწყო გამოსყიდვის გეგმის შესრულება. აღთქმა გადარჩენის შესახებ, რომელიც ედემის პირველ წყვილს მიეცა, აღსრულდა. მადლის სასუფეველი, რომელიც აქამდე მხოლოდ აღთქმის სახით არსებობდა, ახლა უკვე ჭეშმარიტად დამყარდა.დბ 215.2

    ამგვარად, ქრისტეს სიკვდილი, რაც გულგატეხილმა მოწაფეებმა საკუთარი სასოების საბოლოო დაღუპვად მიიჩნიეს, პირიქით, მათი იმედებისა და რწმენის უდიდეს მტკიცებად იქცა. მოვლენამ, რომელმაც ამდენი მწუხარება და სასოწარკვეთა მოუტანა მათ, სინამდვილეში, იმედის კარი გაუხსნა ადამის მოდგმას მთელი დედამიწის ზურგზე. და სწორედ იგია საყრდენი წერტილი ყველა საუკუნის ერთგულთა მომავალი ცხოვრებისა და ყველა საუკუნის უფლის ერთგულთა მარადიული ნეტარებისა.დბ 215.3

    მიუხედავად მოწაფეთა იმედების გაცრუებისა, უფლის უსასრულო წყალობა და მადლი გამოვლინდა. მათი გული სწორედ ამ პიროვნების ღვთიურმა მადლმა და სახარების ძალამ დაატყვევა, ვის შესახებაც ამბობდნენ:“არავის არასოდეს ულაპარაკია ამ ადამიანის მსგავსად”, მაგრამ ქრისტეს მიმართ მათი სიყვარულის გაწმენდილ ოქროს მაინც შეერია ამქვეყნიური სიამაყისა და პატივმოყვარეობის ჭუჭყი. პასექის დღესასწაულის დროს ზემოთვალში ყოფნისას, იმ საზეიმო წუთებში, როდესაც მათ მოძღვარს გეთსიმანიის ჩრდილი უკვე მისდგომოდა, ისინი კამათობდნენ:“რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად” (ლუკ. 22:24). ოცნებობდნენ ტახტზე და დიდების გვირგვინზე იმ დროს, როდესაც ასე მოახლოვდა გეთსიმანიის სულიერი ტანჯვისა და წამების სამარცხვინო წუთები, სასამართლოს დარბაზი და გოლგოთას ჯვარი. სიამაყისა და ამქვეყნიური დიდებისკენ სწრაფვის გამო ისინი იმდრონდელ ცრუ მოძღვრებას ჩაებღაუჭნენ და ყურად არ იღეს ქრისტეს სიტყვები მისი სასუფევლის ჭეშმარიტი არსის, მისი ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ; სწორედ ამ მცდარმა გაგებამ გამოიწვია საკმაოდ მძიმე და მტანჯველი, მაგრამ ამასთანავე, მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი გამოცდა. თუმცა მოციქულებს არასწორად ესმოდათ ამ სახარების ჭეშმარიტი არსი და თავს ამაო იმედებით იტყუებდნენ, მაგრამ მაინც ქადაგებდნენ უფლის სიტყვას და უფალმაც დააჯილდოვა ისინი რწმენისა და მორჩილებისათვის. მათ უნდა ეუწყებინათ მთელი მსოფლიოსათვის მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს კეთილი სახარება. სწორედ ამ მსახურებისათვის მოსამზადებლად მიეცათ მათ ტანჯვის მწარე გაკვეთილები.დბ 215.4

    მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ემაუსის გზაზე ეჩვენა მოწაფეებს,“დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს” (ლუკ. 24:27). მოწაფეებს თვალი აეხილათ. მათმა რწმენამ გამოიღვიძა. და სანამ იესო გაეხსნებოდა,“მათი გულები უკვე ღვიოდა”. ქრისტეს სურდა, გაენათებინა მათი გონება და განემტკიცებინა მათი რწმენა”უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვით”, სურდა, რომ ჭეშმარიტებას ღრმად გაედგა ფესვი მის მოწაფეთა გულებში არა თავისი მოწმობის, არამედ იმის გამო, რომ არსებობს სარწმუნო მოწმობანი სიმბოლოების, რჯულის ჩრდილისა, ანარეკლისა და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა სახით. ქრისტეს მოწაფეებს არა მხოლოდ თავად უნდა hქონოდათ ჭეშმარიტი რწმენა, არამედ მთელი ქვეყნიერებისათვის უნდა ემცნოთ სახარება ქრისტეს შესახებ. და ამ შემეცნების შეძენის გზაზე პირველ ნაბიჯად იესომ თავისი მოწაფეები”მოსესთან და წინასწარმეტყველებთან” წარგზავნა. ამგვარად მიუთითა მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა ძველი აღთქმის წიგნთა უდიდეს მნიშვნელობაზე.დბ 216.1

    რა დაემართათ მოწაფეებს, როდესაც მათ კვლავ ცოცხლად იხილეს თავიანთი მოძღვრის საყვარელი სახე! (იხ. ლუკ. 24:32). მათ სრული გაგებით სწორედ ახლა”იპოვეს ის, ვის შესახებაც მოსეს რჯულში და წინასწარმეტყველებაში წერია”. ეჭვი, ტანჯვა და სასოწარკვეთილება მტკიცე და ნათელმა რწმენამ შეცვალა. და რა გასაკვირია, რომ უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ”ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვავედრებაში იყვნენ”, აქებდნენ და ადიდებდნენ უფალს. ხალხს, რომელსაც მხოლოდ მაცხოვრის სამარცხვინო სიკვდილის ამბავი hქონდა გაგონილი, ეგონა, რომ დამარცხებულ და დამწუხრებულ მოწაფეებს იხილავდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, გამარჯვების ზეიმი იხილეს. ქრისტეს მოწაფენი რა მშვენივრად იყვნენ მომზადებული მომავალი მსახურებისათვის! მათ უდიდესი მწუხარება და მტანჯველი გამოცდა გადაიტანეს და როცა ყველაფერი დაკარგულად მიიჩნიეს, სწორედ მაშინ დიდებულად აღსრულდა ღვთის სიტყვა! რაღა დააკარგვინებდა რწმენას და რა ჩაუქრობდა სიყვარულის ცეცხლს მათ ყოველივე ამის შემდეგ? ყველაზე დიდი გაჭირვებისა და ტკივილის დროს მათ hქონდათ”დიდი სიმშვიდე” და იმედი, რომელიც”სანდო და მტკიცე ღუზასავით” იყო მათი სულებისათვის (ებრ. 6:18,19). ისინი მოწმენი იყვნენ უფლის სიბრძნისა და ძალისა, სწამდათ, რომ”ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება” ვერ შეძლებს მათ ჩამოშორებას”ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში”.”ყოველივე ამას ჩვენ ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით” - ამბობდნენ ისინი.”ღვთის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს”.”ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მით უმეტეს, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის” (რომ. 8:37-39; 1პეტ. 1:25; რომ. 8:34).დბ 216.2

    უფალი ამბობს:“არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე” (იოვ. 2:26).”ღამით გლოვა დაისადგურებს, და ცისკრის ჟამს - მხიარულება” (ფს. 29:6). ახლა, როცა უფლის აღდგომის დღეს მოციქულები შეხვდნენ მაცხოვარს და მათი გული მისმა სიტყვებმა აანთო; როცა უცქერდნენ მის ნაიარევ შუბლს და მათთვის განგმირულ ხელებსა და ფეხებს, როცა თავისი ზეცად ამაღლების წინ იესომ ისინი ბეთანიაში წაიყვანა, ხელები მაღლა აღაპყრო მათი კურთხევისათვის და უთხრა:“წადით და მთელ წუთისოფელს უქადაგეთ ეს სახარება” და დაუმატა:“აhა, მე თქვენთანა ვარ წუთისოფლის აღსასრულამდე”; როცა ორმოცდამეათე დღეს მათთან ჩამოვიდა აღთქმული ნუგეშისმცემელი და ძალა ზემოდან და მორწმუნეებმაც იგრძნეს ზეცად ამაღლებული მაცხოვრის სიახლოვე, - მიუხედავად იმ მრავალი ტანჯვაწამებისა, რომელიც თავიანთი უფლის მსგავსად ელოდათ მომავალში, განა შეეძლოთ მადლის სახარებისადმი მსახურება და ის”დიდების გვირგვინი”, რომელსაც ისინი მის მეორედ მოსვლისას მიიღებენ, გაეცვალათ მიწიერ ტახტზე, რომელზედაც ადრე ოცნებობდნენ? მან,“ვისაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ჩვენთვის, ვიდრე ვთხოვთ ან ვფიქრობთ”, თავის ტანჯვასთან ერთად მათ შესაძლებლობა მისცა შეერთებოდნენ მის სიხარულს, იმ სიხარულს, რომელსაც”მრავალი შვილი მოhყავს დიდებაში” და რომელთანაც შედარებით, პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ,“ჩვენი ხანმოკლე, წამიერი ტანჯვა” არაფრად ღირს.დბ 217.1

    ის ტანჯვა და გამოცდილება, რომელიც ქრისტეს მოწაფეებმა უფლის დედამიწაზე პირველად მოსვლის დროს,“სასუფევლის სახარების” ქადაგებისას იგემეს, მათ ტანჯვასა და გამოცდილებაში აირეკლება, ვინც მის მეორედ მოსვლას ამცნობს წუთისოფელს. როგორც პირველი მოწაფეები დადიოდნენ და ქადაგებდნენ:“აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა უფლის სასუფეველი”, ასევე მილერიც თავის თანამოაზრეებთან ერთად ქადაგებდა იმის შესახებ, რომ ბიბლიაში მოცემული ყველაზე ხანგრძლივი, უკანასკნელი წინასწარმეტყველური პერიოდი მალე დამთავრდება, რომ მოახლოვდა სამსჯავროს დღე და რომ მალე მოვა საუკუნო სასუფეველი. მათი ქადაგება დროის შესახებ დაფუძნებული იყო დანიელის წიგნის მე-9 თავში მოცემულ 70 შვიდეულზე. მილერი და მისი თანამოაზრენი აუწყებდნენ ხალხს ბიბლიური 2300 დღის გასრულების შესახებ (დან. 8:14), რომლის ნაწილს 70 შვიდეული წარმოადგენდა. უწყება ცალკეული პერიოდების შესახებ დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ეს ცალკეული პერიოდები ამ უდიდესი (2300 დღე) წინასწარმეტყველური პერიოდის ნაწილებს წარმოადგენდა.დბ 217.2

    პირველ მოწაფეთა მსგავსად, უილიამ მილერი და მისი მეგობრები ღრმად ვერ ჩაწვდნენ მათ მიერ ნაქადაგები უწყების უაღრესად დიდ მნიშვნელობას. ეკლესიაში გამეფებული შეცდომები მათ ხელს უშლიდა წინასწარმეტყველების ამ მნიშვნელოვანი მომენტის გაგებაში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ გაფრთხილებას უფლის დავალებით ქადაგებდნენ, მისი არასწორი შემეცნების გამო იმედების დიდი გაცრუება ხვდათ წილად.დბ 217.3

    სიტყვების -“ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი” (დან. 8:14) ახსნისას, მილერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეყრდნობოდა საერთოდ მიღებულ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ საწმიდარი - ეს არის დედამიწა და დარწმუნებული იყო იმაში, რომ საწმიდარის გაწმედაში ნაგულისხმევია დედამიწის ცეცხლით გაწმედა და, რომ ეს მოხდება უფლის მეორედ მოსვლისას. ამიტომაც, როდესაც 2300 დღის გასრულების მომენტი გამოიკვლია, დაასკვნა, რომ ეს თარიღი - ქრისტეს მოსვლის დღეა. იგი ღრმად შეცდა იმაში, რომ გაიზიარა საერთოდ მიღებული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ სიტყვა”საწმიდარში” დედამიწა იგულისხმება.დბ 218.1

    ძველი აღთქმის ღვთისმსახურების სისტემაში, რომელიც ქრისტეს მსხვერპლისა და მისი სიწმიდის ანარეკლია, საწმიდარის განწმედა იყო ის უკანასკნელი აქტი, რომელსაც მღვდელმთავარი მთელი წლის მსახურების ბოლოს ასრულებდა. ეს იყო გამოსყიდვის დამამთავრებელი მომენტი - ისრაელიანთა განწმედა ცოდვებისაგან. იგი იყო სიმბოლო ჩვენი ზეციერი მღვდელმთავრის მსახურების დამამთავრებელი ეტაპისა, როდესაც იგი თავის ხალხს გაათავისუფლებს ზეციურ წიგნებში შეტანილი ცოდვებისაგან. ეს მსახურება მოიცავს ძიებას და სამსჯავროს, რომლის შედეგადაც გამოჩნდება ღრუბლებზე მომავალი ქრისტე ძალითა და ძლიერებით, რადგან მის მოსვლამდე ყოველი ადამიანის ბედი უკვე გადაწყვეტილი იქნება. იესო ამბობს:“აhა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა” (გამოცხ. 22:12). სწორედ ამ სამსჯავროს შესახებ ამცნობს ხალხს პირველი ანგელოზი”გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი” (გამოცხ. 14:7).დბ 218.2

    ამ გაფრთხილებების მაცნენი ჭეშმარიტებას ზუსტად დადგენილ დროს უქადაგებდნენ ხალხს. მაგრამ ქრისტეს მოწაფეთა მსგავსად, რომელნიც დანიელის წიგნის მე-9 თავზე დაყრდნობით ქადაგებდნენ:“აღსრულდა დრო და მოახლოვდა ცათა სასუფეველი” და ამავე დროს, არ ესმოდათ, რომ ამავე თავში დაწერილია მესიის სიკვდილის შესახებ, მილერიც და მისი თანამოზრენიც ქადაგებდნენ წინასწარმეტყველებას დან. 8:14 და გამოცხ. 14:7 დაყრდნობით და ვერ ამჩნევდნენ გამოცხ. 14 თავის სხვა, ორ ჭეშმარიტებას, რომელიც ხალხს აუცილებლად უნდა ექადაგოს უფლის მოსვლამდე. როგორც მოციქულები ცდებოდნენ, როცა ეგონათ, რომ ღვთის სასუფეველი 70 შვიდეულის დამთავრებისას დადგებოდა, ასევე ადვენტისტები შეცდნენ იმ მოვლენათა მიმართ, რომელიც უნდა მომხდარიყო 2300 დღის გასრულებისას. პირველ და მეორე შემთხვევაშიც შეცდომა მხოლოდ იმიტომ იქნა დაშვებული, რომ ისინიც და ესენიც იზიარებდნენ საერთო შეცდომას, რომელმაც სულიერი თვალები დაუბრმავა მათ. მოციქულების მსგავსად, მილერიც უფლის ნებას ასრულებდა იმ სახარების ქადაგებით, რომელიც უფლის სურვილით, ხალხს უნდა გაეგო. და ამ ცნების არასწორი გაგების გამო, პირველმაც და მეორემაც დიდი იმედების გაცრუება იგემეს.დბ 218.3

    უფალმა მაინც მიაღწია თავის კეთილ მიზანს, როდესაც დაუშვა ამ გაფრთხილების სახარების ქადაგება ასეთი გზით. მართლაც, მოახლოებული იყო უდიდესი დღე და უფალმა ღმერთმა დაუშვა თავისი ხალხის გამოცდა განსაზღვრული დროით, რათა გაეცხადებინა მათთვის ის, რაც მათ გულში იყო დაფარული. ამ სახარების ქადაგება საჭირო იყო ეკლესიის გამოცდისა და განწმედისათვის. ადამიანები თვითონვე უნდა გარკვეულიყვნენ, თუ საით ისწრაფოდა მათი გული - ამქვეყნიური ცხოვრებისაკენ თუ ქრისტესა და სასუფევლისკენ? ისინი აცხადებდნენ, რომ უყვართ მაცხოვარი და ახლა ეძლეოდათ შესაძლებლობა ამ სიყვარულის დამტკიცებისა. იყვნენ თუ არა მზად ამქვეყნიური ცხოვრებისაკენ ლტოლვის უარსაყოფად და უფალთან შესახვედრად? ამ მომენტს მათთვის უნდა დაენახვებინა საკუთარი სულიერი მდგომარეობა; მათი ეს გამოცდა უფლის ნება იყო, რათა მათ მორჩილებითა და მონანიებით ეძებნათ უფალი.დბ 218.4

    თუმცა მათი იმედების გაცრუება მათი მხრიდან ამ ჭეშმარიტების გაუგებრობის შედეგი იყო, მაგრამ იგი მათდა სასიკეთოდ უნდა შემობრუნებულიყო. ეს იყო გამოცდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ სახარების ერთგულად თვლიდა თავს. შეინარჩუნებენ თუ არა მაცხოვრისადმი ერთგულებას ამ მწარე იმედგაცრუების შემდეგ? შეინარჩუნებენ თუ არა ღვთის სიტყვისადმი რწმენას? თუ ლოცვებითა და მორჩილებით შეეცდებიან მათ მიერ დაშვებული შეცდომების ძებნას, რომლის გამოც არასწორად გაიგეს წინასწარმეტყველების არსი? ვინ მიიღო ეს ცნება შიშისა და წუთიერი გრძნობების ზეგავლენის გამო? ვის hქონდა ეჭვი და უნდობლობა? ბევრი ლაპარაკობდა, რომ უყვარს უფალი და ელის მის მოსვლას. უარყოფენ თუ არა ისინი თავიანთ რწმენას მაშინ, როდესაც წუთისოფელი დაუწყებს დაცინვას, წაუყენებს მრავალ ბრალდებას და როდესაც მათი მოლოდინი არ გამართლდება? მათ გამო ღვთის განზრახვის შეუცნობლად ხომ არ აქცევენ ზურგს ღვთის სიტყვით დამტკიცებულ ჭეშმარიტებას?დბ 219.1

    ამ გამოცდას უნდა გამოევლინა მათი იმედების სიმტკიცე, ვინც უფლის სიტყვა და მისი სულიწმიდის მოძღვრება ჭეშმარიტი რწმენით მიიღო. განცდილ მწუხარებას ყველაზე მეტად უნდა ესწავლებინა მათთვის, თუ რა საშიშია ადამიანური თეორიებისა და განმარტებების მიღება იმის ნაცვლად, რომ ბიბლიის განმარტებისათვის თვით ბიბლია გამოეყენებინათ. საკუთარი შეცდომების შედეგით გამოწვეული მწუხარება და დაბნეულობა დიდი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მათთვის. ეს უნდა ყოფილიყო ბიძგი წინასწარმეტყველური სიტყვის უფრო ღრმად შესწავლისაკენ, რათა გულმოდგინედ და ძირფესვიანად შეემოწმებინათ თავიანთი რწმენის საფუძველი და უარი ეთქვათ ყველაფერზე, რაც ასე ფართოდ არის მიღებული ქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ ჭეშმარიტების სიტყვას არ ეყრდნობა.დბ 219.2

    ქრისტეს პირველ მოწაფეთა მსგავსად, ეს ქრისტიანები მხოლოდ შემდგომში ჩასწვდებიან იმას, რაც გამოცდის პერიოდში ვერ შეიმეცნეს. როდესაც ისინი იხილავენ”უფლის დასასრულს”, მათთვის ნათელი გახდება, რომ მათივე შეცდომებით გამოწვეული გამოცდა ნაწილი იყო უფლის მოწყალებითა და სიყვარულით აღსავსე გეგმისა. საკუთარი გამოცდილებით მიხვდებიან, რომ იგი არის”თანამგრძნობი და მოწყალე ღმერთი” და გზები მისი -“წყალობა და ჭეშმარიტებაა მისი აღთქმისა და გამოცხადების შემნახველთათვის”.დბ 219.3