Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 41 - დედამიწის გაპარტახება

    `ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი... სასმისში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ მას. რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან ამბობდა თავის გულში: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო. ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას. იტირებენ და იგლოვებენ მას დედამიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან... და იტყვიან: ვაი, ვაი, ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა” (გამოცხ. 18:5-10).დბ 414.1

    `დედამიწის ვაჭრები”,“რომლებიც გამდიდრნენ მისი ძვირფასეულობებით”,“შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ. იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკულო! რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე!” (გამოცხ. 18:11,3,15-17).დბ 414.2

    ასეთი სამსჯავრო ელის ბაბილონს უფლის რისხვის დღეს. მან აავსო ურჯულოების საზომი. მისი დრო მოვიდა, მან თავად მოიმზადა თავი განადგურებისათვის.დბ 414.3

    როდესაც უფლის ხმა თავის ხალხს ტყვეობიდან გამოიხსნის, საშინელი იქნება მათი გამოღვიძება, ვინც ყველაფერი დაკარგა დიად სასიცოცხლო ბრძოლაში. როცა მადლის კარი ჯერ კიდევ ღია იყო, სატანის ცდუნებით დაბრმავებული ეს ადამიანები ამართლებდნენ თავის ცოდვილ ცხოვრებას. ურჯულოების გზით გამდიდრებულნი ამაყობდნენ ღარიბებზე თავისი უპირატესობით. მათ არ სურდათ შეეგნოთ საკუთარი მოვალეობა: მშიერთა დაპურება, შიშველთა შემოსვა, სამართლიანი მოქმედება და მოწყალე საქმეების კეთება. ისინი ცდილობდნენ მხოლოდ თავის მსგავს მოკვდავ ადამიანებზე აემაღლებინათ თავი და მათგან მიეღოთ პატივისცემა. ახლა კი დაკარგეს ყველა დიდება, გაღარიბდნენ და დასუსტდნენ. შიშის ზარით უყურებენ ისინი იმ კერპთა განადგურებას, რომელნიც მათ შემოქმედს არჩიეს. თავიანთი სულები მიწიერ სიმდიდრეზე და სიამოვნებებზე გაყიდეს, არ უცდიათ უფალში გამდიდრება და შედეგად, სრული დამარცხება განიცადეს. ადრინდელი განცხრომა სიმწარით შეეცვალათ და სიმდიდრე ფერფლად ექცათ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნაგროვები ქონება ერთ წამში განადგურდა. მდიდრები მოთქვამენ თავიანთი დიდებული სასახლეების ნანგრევებთან, დასტირიან ქარისაგან მიმოფანტულ ოქროსა და ვერცხლს. ხვდებიან, რომ თავიანთ კერპებთან ერთად ისინიც დაიღუპებიან.დბ 414.4

    მათ სინანული იპყრობთ არა იმიტომ, რომ უარყვეს ღმერთი და მოყვასი, არამედ ღმერთის გამარჯვების გამო. ისინი მოთქვამენ თავიანთი ცოდვის შედეგებზე, მაგრამ არ ინანიებენ თავიანთ უწმიდურებას და შესაძლებლობის შემთხვევაში, ყოველგვარ საშუალებას გამოიყენებენ გამარჯვებისათვის.დბ 415.1

    ახლა ყველა ხედავს, რომ ისინი, ვისაც ასე დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ და ვისი მისპობაც უნდოდათ, უვნებელი არიან; ვერავითარმა წყლულმა, ქარიშხალმა და მიწისძვრამ ვერ ავნო მათ. ის, ვინც თავისი კანონის დამრღვევთათვის მჭამელი ცეცხლია, საკუთარი ხალხისათვის საიმედო თავშესაფარია.დბ 415.2

    სულიერი მოძღვარი, რომელმაც ადამიანთა პატივისცემის მოპოვებისათვის ჭეშმარიტება უარყო, ახლა ნათლად ხედავს, რომ მცდარია მისი სწავლება. ყოვლისმხილველი თვალყურს ადევნებდა მას, როდესაც იგი იდგა კათედრასთან და მაშინაც, როცა ქუჩაში დადიოდა და ადამიანებს ესაუბრებოდა. ახლა ყოველივეს ფარდა ეხდება. ყოველი მისი გრძნობა, დაწერილი სტრიქონი, წარმოთქმული სიტყვა, ქცევა, რომელსაც ადამიანები შეცდომაში შეhყავდა, მის მიერ დათესილი თესლი იყო, რომელმაც ახლა მის ირგვლივ მყოფ საცოდავ, დაღუპულ სულებში დამღუპველი ნაყოფი გამოიღო.დბ 415.3

    უფალი ამბობს:“ზერელედ მკურნალობენ ჩემი ასულის, ჩემი ერის ჭრილობებს და გაhყვირიან:“მშვიდობა, მშვიდობაო”, მაგრამ არ არის მშვიდობა””სულს უმწარებდით ტყუილით მართალს, მე კი არ შემიწუხებია. ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო” (იერ. 8:11; ეზ. 13:22).დბ 415.4

    `ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს!.. მე ვუგდებ ყურს თქვენს ბოროტ საქციელს””...ივალალეთ, მწყემსებო, hკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო! რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით... გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი - ჯოგის პატრონებს” (იერ. 23:1,2; 25:34,35).დბ 415.5

    ღვთისმსახურთ და სხვა ადამიანებსაც კარგად ესმით, რომ მათი უფალთან ურთიერთობა არ იყო სწორი, ახლა ხედავენ, რომ აღდგნენ სამართლიან და მართალ კანონთა ავტორის წინააღმდეგ. უფლის მცნებათა უგულვებელყოფამ გზა გაუხსნა ყოველგვარ ბოროტებას, განხეთქილებას, სიძულვილსა და ურჯულოებას, სანამ დედამიწა ბრძოლის უდიდეს ველად და გარყვნილების უფსკრულად არ გადაიქცა. და ამას დაინახავს ყველა, ვინც უარყო ჭეშმარიტება და მცდარი გზა აირჩია. ენა ვერ აღწერს უწმიდურთა და ცრუთა მწუხარებას, როდესაც მიხვდებიან, რომ საუკუნო სიცოცხლე სამუდამოდ დაკარგეს. ადამიანები, რომელთა ნიჭისა და მჭევრმეტყველების წინაშე ქედს იხრიდა მსოფლიო, ახლა ყველაფერს ჭეშმარიტ ნათელში ხედავენ; ესმით, თუ რა დაკარგეს თავიანთი დანაშაულის გამო და მათ ფერხთით, ვის ერთგულებასაც დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, დაემხობიან და აღიარებენ, რომ ისინი უფლის საყვარელი ხალხია.დბ 415.6

    ადამიანები მიხვდებიან, რომ მოატყუეს. ისინი ერთმანეთს დაადანაშაულებენ თავის დაღუპვაში, მაგრამ ყველაზე მწარე ბრალდება წილად ხვდება მათ სულიერ მოძღვრებს. ეს ცრუ მწყემსები ადამიანებს სიხარულს პირდებოდნენ, როცა ასწავლიდნენ, რომ უფლის კანონის დაცვა აუცელებელი არ არის და რომ იგი გაუქმებულია, ვინაიდან ავიწროებდნენ რჯულის წმიდად დამცველთ. ახლა ეს სასოწარკვეთილი მასწავლებლები ყველას წინაშე აღიარებენ, რომ ატყუებდნენ ხალხს, რაც ბრბოს გააფთრებას იწვევს.”ჩვენ დავიღუპეთ, - ყვირიან ისინი, - და თქვენა ხართ ჩვენი დაღუპვის მიზეზი”. და გამეტებით ეძგერებიან თავიანთ ცრუ მასწავლებლებს. ადრე თავისი მასწავლებლებით აღტაცებულნი, ახლა წყევლაკრულვას უგზავნიან მათ. იმ ხელებს, რომლებითაც ადრე გვირგვინებით ამკობდნენ მათ, ახლა მათი ჩაქოლვა სურთ. მახვილი, რომელიც ღვთის ხალხის გასანადგურებლად იყო მომზადებული, ახლა მათი მტრების თავზე ტრიალებს. ყველგან ბრძოლა და სისხლისღვრაა.დბ 416.1

    `ქვეყნის კიდემდე მიაღწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს” (იერ. 25:31). ექვსი ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა დიადი ბრძოლა, რომელშიც უფლის ძე და ზეციური ანგელოზები სატანის ძალებს ებრძოდნენ, წუთისოფლის შვილებს აფრთხილებდნენ, ასწავლიდნენ და ხსნას აძლევდნენ. ახლა ყველამ გააკეთა თავისი არჩევანი. უწმიდურნი საბოლოოდ გადავიდნენ სატანის მხარეზე ღმერთის წინააღმდეგ საბრძოლველად. დადგა დრო, როცა ღმერთმა უნდა აღადგინოს თავისი კანონების შელახული ავტორიტეტი. ახლა ბრძოლა მიდის არა მარტო სატანის, არამედ ადამიანთა წინააღმდეგაც.”დავა ექნება უფალს ხალხებთან”,“ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს”.დბ 416.2

    `იმ ხალხთა შუბლზე, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო”, დადებულ იქნება ხსნის ნიშანი. შემდეგ გამოდის სიკვდილის ანგელოზი, რომელიც ეზეკიელის ხილვაში იმ ადამიანების სახითაა ნაჩვენები, რომელთაც შემმუსვრელი იარაღი უჭირავთ და რომელთაც მიეცემათ ბრძანება:“მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ. ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ”. წინასწარმეტყველი ამბობს:“დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან” (ეზ. 9:1-6). განადგურება იწყება მათგან, ვინც თავს ხალხის სულიერ მოძღვრად თვლიდა. ცრუ გუშაგნი პირველნი დაეცემიან. მათი მიტევება არ იქნება. მამაკაცები, ქალები, ქალწულნი და პატარა ბავშვები ერთად დაიხოცებიან.დბ 416.3

    `რადგან, აhა, უფალი გამოდის თავის ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის. მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს” (ეს. 26:21).”ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დასტანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე; ზეზეურად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში. იმ დღეს იქნება, რომ დიდი არეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან: ხელს ჩასჭიდებენ ერთიმეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება” (ზაქ. 14:12,13). ადამიანურ ვნებათა ტვირთისაგან დამძიმებულთ ღვთის რისხვა წყალობასთან შეუზავებლად ეწევა; დაიღუპებიან დედამიწის უწმიდური ბინადარნი: - მღვდლები, მთავრები, უბრალო ადამიანები, მდიდრები, ღარიბები, მაღლები და დაბლები.”ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს” (იერ. 25:33).დბ 416.4

    ქრისტეს მეორედ მოსვლისას უწმიდურნი აღიგვებიან პირისაგან მიწისა. ისინი განადგურდებიან მისი სულის ბაგეებით და მოისპობიან მისი დიდების ელვარებით. ქრისტე თავის ხალხს უფლის ქალაქში წაიყვანს და დედამიწა სრულად გაუდაბურდება.”აhა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ. მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა... რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა. ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი” (ეს. 24:1,3,5,6).დბ 417.1

    მთელი დედამიწა უკაცურ უდაბნოს წააგავს. მხოლოდ მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქალაქებისა და სოფლების ნანგრევები ჩანს ყველგან; ძირფესვიანად ამოთხრილი ხეები; ზღვით გამორიყული ან კლდეთაგან მოგლეჯილი ქვის ლოდები. ზოგან კი მთების გაუჩინარების შედეგად წარმოქმნილი პირდაღებული უფსკრულებია.დბ 417.2

    ახლა ხდება ის, რასაც შემორიგების დღის უკანასკნელი საზეიმო მსახურება აღწერს. მას შემდეგ, რაც წმიდათაწმიდაში მთავრდებოდა მსახურება და ცოდვისათვის შეწირული მსხვერპლის სისხლით ისრაელის ცოდვათა მიტევება ხდებოდა, უფლის წინაშე მოhყავდათ ცოცხალი ვაცი და მღვდელმთავარი მთელი ხალხის წინაშე “აღიარებდა მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას და ატვირთებინებდა ვაცს” (ლევ. 16:21). სწორედ ასე იქნება ზეციურ საწმიდარში შემორიგების მსახურების დამთავრების შემდეგ. უფლის, მის ანგელოზთა და უამრავ გამოსყიდულთა წინაშე ღვთის ხალხის ცოდვები სატანას დაედება; მას ყოველგვარი ბოროტების წყაროდ და ადამიანთა დაღუპვაში დამნაშავედ გამოაცხადებენ და გააძევებენ უდაბურ მიწაზე იმ ვაცის მსგავსად, რომელსაც მასზე დადებული ცოდვის ტვირთით უშვებდნენ უდაბნოში, საიდანაც ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა.დბ 417.3

    გამოცხადების ავტორი წინასწარმეტყველებს სატანის გაძევებისა და იმ ქაოსისა და გატიალების შესახებ, რომელიც დედამიწაზე იქნება ათასი წლის განმავლობაში. ქრისტეს მეორედ მოსვლისა და უწმიდურთა განადგურების სურათის აღწერის შემდეგ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია:“ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში hქონდა უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი უნდა გათავისუფლდეს მცირე ხნით” (გამოცხ. 20:1-3).დბ 417.4

    წმიდა წერილში ძალიან ბევრ ადგილას”უფსკრული” გაჩანაგებულ, ქაოსში მყოფ დედამიწას ნიშნავს. ბიბლია გვეუბნება, რომ”თავიდან დედამიწა იყო უსახო და უდაბური და ბნელი იდო უფსკრულზე” (დაბ. 1:2). წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ დედამიწა ნაწილობრივ დაუბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას. იერემია წინასწარმეტყველმა იხილა უფლის ეს დიადი დღე და თქვა:“შევხედე ქვეყანას და, აhა, უსახური და უდაბურია, ცას და - არა აქვს ნათელი. შევხედე მთებს და, აhა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად. შეხედე და, აhა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან. შევხედე და, აhა, წალკოტი უდაბნოდ ქცეულა, ერთიანად გაცამტვერებულა ქალაქები უფლის წინაშე, მისი რისხვის ალისაგან” (იერ. 4:23-26).დბ 417.5

    აქ ათასი წლის განმავლობაში დარჩებიან მიწას მიჯაჭვული სატანა და მისი დემონები. მათ არ ექნებათ შესაძლებლობა სამყაროს სხვა, უცდომელ ბინადართა ცდუნებისა. სწორედ ეს იგულისხმება სატანის მიჯაჭვაში; რადგან დედამიწაზე აღარ იქნება ვინმე, ვისკენაც იგი თავის ძალას მიმართავს. მაცდური სრულიად უძლური იქნება, ვეღარ აცდუნებს და დაღუპავს ადამიანებს მრავალი საუკუნის განმავლობაში, რაც მისი ერთადერთი სიხარული იყო.დბ 418.1

    როცა ესაია წინასწარმეტყველმა იხილა სატანის დაცემა, თქვა:“როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში. შენი დამნახველი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა? ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?” (ეს. 14:12-17).დბ 418.2

    ექვსი ათასი წლის განმავლობაში სატანის ამბოხება”აზანზარებდა” მთელ დედამიწას. იგი”ქვეყანას უდაბნოდ აქცევდა და ქალაქებს ანგრევდა”,“ტყვეებს არ ათავისუფლებდა”. ექვსი ათასი წლის მანძილზე მას საპყრობილეში hყავდა დატყვევებული ღვთის შვილნი და სამარადისოდ დაიტოვებდა, მაგრამ ქრისტემ დაამსხვრია ეს ბორკილები და ტყვეებს თავისუფლება დაუბრუნა.დბ 418.3

    ამ პერიოდში სატანას არც უწმიდურებზე ექნება ძალაუფლება; იგი დარჩება მარტო, დემონებთან ერთად, რათა მათ საკუთარ თავზე გამოსცადონ ცოდვით გამოწვეული წყევლის შედეგი.”ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში. შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი”.”ვერ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან დაღუპე შენი ქვეყანა და ამოწყვიტე შენი ხალხი; აღარ მოიხსენება ბოროტეულთა თესლი სამარადისოდ”(ეს. 14:18-20).დბ 418.4

    ათასი წლის განმავლობაში იხეტიალებს სატანა გაუდაბურებულ დედამიწაზე და იგემებს უფლის კანონის წინააღმდეგ თავისი ამბოხების შედეგს. ეს მეტად დიდი სატანჯველი იქნება მისთვის. დაცემის დღიდან მას არასოდეს hქონია დრო, დაფიქრებულიყო თავის საქმეებზე, მაგრამ ახლა, როცა ყოველი ძალაუფლება ჩამოერთვა, მიეცა შესაძლებლობა, იფიქროს იმაზე, რაც ზეციური მმართველობის წინააღმდეგ ამბოხების დღიდან ჩაიდინა და შიშითა და ძრწოლვით ელოდოს საშინელ განაჩენს, ვინაიდან იგი პასუხს აგებს ყოველი ბოროტებისათვის და დაისჯება ყოველი ცოდვისათვის, რომლისკენაც ადამიანებს უბიძგა.დბ 418.5

    სატანის დატყვევება სიხარული იქნება ღვთის მორჩილთათვის. წინასწარმეტყველი ამბობს:“იმ დღეს, როცა ამოგასუნთქებს უფალი ჭირვარამისგან და შფოთისაგან და მძიმე სატანჯველისგან, რომლითაც იტანჯები, წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს!.. როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი, რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ” (ეს. 14:3-6).დბ 419.1

    ათასი წლის განმავლობაში, პირველ და მეორე აღდგომას შორის, მოეწყობა სამსჯავრო უწმიდურებზე. პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს სასამართლო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ იქნება:“ამიტომ ნუ განსჯით უჟამოდ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან” (1კორ. 4:5). დანიელი ამბობს, რომ როდესაც მოვიდა ძველი დღეთა,“სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს გადაეცა”. ამ დროს ქრისტეში გამართლებულნი იმეფებენ, როგორც უფლის მღვდლები და მეფენი. იოანე მოციქული თავის გამოცხადებაში ამბობს:“ვიხილე ტახტები და მათზე მჯდომარენი, და მათ მიეცათ სამსჯავრო”.”ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს” (გამოცხ. 20:4-6). სწორედ ეს იქნება ის დრო, რომელზედაც იწინასწარმეტყველა პავლე მოციქულმა:“წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს” (1კორ. 6:2). ქრისტესთან ერთად ისინი განიკითხავენ უწმიდურთ, მათ საქმეებს შეადარებენ კანონთა წიგნს, ბიბლიას, განსჯიან ყოველს და გადაწყვეტენ თითოეული ადამიანის ბედს მათი მიწიერი საქმეების მიხედვით და გამოტანილ განაჩენს თითოეულის სახელის გასწვრივ ჩაწერენ სიკვდილის წიგნში.დბ 419.2

    ქრისტე და მისი გამოსყიდულნი განაჩენს გამოუტანენ სატანას და მის ბოროტ ანგელოზებს. პავლე მოციქული ამბობს:“ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ?” (1კორ. 6:3). იუდა მოციქულიც აცხადებს:“ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი” (იუდ. 6).დბ 419.3

    ათასი წლის გასრულების შემდეგ იქნება მეორე აღდგომა. მაშინ აღდგებიან მკვდრეთით უწმიდურნი და წარდგებიან სასამართლოს წინაშე”დაწერილ სამსჯავროთა” მიხედვით. გამოცხადების ავტორი იოანე მართალთა მკვდრეთით აღდგომის აღწერისას ამბობს:“სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდებიან, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი” (გამოცხ. 20:5). ესაია წინასწარმეტყველიც ამბობს უწმიდურთა შესახებ:“შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან” (ეს. 24:22).დბ 419.4