Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
დიადი ბრძოლა - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 31 - ვინ არიან ანგელოზები?

    წმიდა წერილში ნათლად არის აღწერილი კაცობრიობის ისტორიისაგან განუყოფელი მოვლენები - ხილული სამყაროს კავშირი უხილავთან, ღვთის ანგელოზთა მსახურება და ბოროტ ძალთა საქმიანობა. თანამედროვე ადამიანებს არანაკლებად სჯერათ ბოროტ სულთა არსებობისა და წმიდა ანგელოზთა მსახურებისა, რომელნიც არიან”მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს” (ებრ. 1:14) და მათ მიცვალებულთა სულებად მიიჩნევენ. მაგრამ წმიდა წერილი არა მხოლოდ მოწმობს როგორც კეთილ, ასევე ბოროტ ანგელოზთა შესახებ, არამედ უდავოდ ამტკიცებს, რომ ისინი არ არიან მიცვალებულთა უსხეულო სულები.დბ 321.1

    ანგელოზები არსებობდნენ ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე, როდესაც დაიდო დედამიწის ქვაკუთხედი და”როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები” (იობ. 38:7). ადამიანთა დაცემის შემდეგ ანგელოზები გაგზავნილ იქნენ”სიცოცხლის ხის” დასაცავად მაშინ, როდესაც დედამიწაზე არც ერთი ადამიანი ჯერ არ მომკვდარიყო. ანგელოზნი თავიანთი არსით ადამიანზე ძლიერნი არიან, რადგან მეფსალმუნე ამბობს:“ბევრად არ დამიმცირებია იგი ანგელოზებზე” (ფს. 8:6).დბ 321.2

    წმიდა წერილი გვესაუბრება ციურ არსებათა ძალისა და დიდების შესახებ, იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ღვთიურ მმართველობასთან და გამოსყიდვის მსახურებასთან.”უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს”, წინასწარმეტყველიც ამბობს:“ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის ირგვლივ”. და ადიდებენ უფალს”ანგელოზნი მისნი, ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი... მსახურნი მისნი, მისი ნების შემსრულებელნი, რომელნიც ემორჩილებიან მის ნათქვამს” (ფს. 102:19,21). დანიელმა ათასობით და ათიათასობით ზეციური მაცნე იხილა. პავლე მოციქული გვიამბობს:“აურაცხელ ანგელოზთა” შესახებ (იხ. დან. 7:10; ებრ. 12:22). უფლის ნების აღსასრულებლად ანგელოზები ელვის მსგავსად დაფრინავენ (ეზეკ. 1:14). რა დიდებულნი არიან ისინი, რა სწრაფად მოძრაობენ! ქრისტეს სამარხთან ზეცით მოსული ანგელოზის”შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი - თოვლივით სპეტაკი” (მათ. 28:3).”მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემსგავსნენ” (მათ. 28:4). როდესაც სანhერიბი, ამპარტავანი ასირიელი, ლანძღავდა და დასცინოდა ღმერთს და დაღუპვით ემუქრებოდა ისრაელს,“იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის მეფის ბანაკში ასოთხმოცდახუთ ათას კაცს”.”მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი” სანhერიბის მეომრებიდან.”შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში” (4მეფ. 19:35; 2ნეშტ. 32:21).დბ 321.3

    ანგელოზებს ღვთის შვილთათვის წყალობა და თანაგრძნობა მოაქვთ. სწორედ მათ ამცნეს აბრაამს აღთქმული წყალობის შესახებ; დასაღუპად განწირული სოდომის კარიბჭესთან მართალი ლოტის გადასარჩენად მტკიცე გადაწყვეტილებით მოვიდნენ ისინი; მათ მოინახულეს ელია იმ დროს, როდესაც იგი გატანჯული, შიმშილისაგან სულს ღაფავდა უდაბნოში; ელისესთან გაიგზავნა ცეცხლის ეტლი და მეომარნი იმ ქალაქში, სადაც იგი მტრებმა ალყაში მოაქციეს; ანგელოზები დაეხმარნენ დანიელს მაშინ, როდესაც იგი ღვთიურ სიბრძნეს ითხოვდა წარმართი მეფის კარზე და მაშინაც, როდესაც ხაროში ლომებს ჩაუგდეს შესაჭმელად; ანგელოზები გამოეცხადნენ პეტრეს, რომელიც სიკვდილს ელოდა hეროდეს საპყრობილეში, ხოლო დატყვევებულთ - ფილიპეში; ისინი დაეხმარნენ პავლეს და მის თანამგზავრთ ქარიშხლის დროს და მათვე აუხილეს თვალი კორნელიუსს სახარების ჭეშმარიტებაზე; სწორედ მათ გააგზავნეს პეტრე ხსნის სახარების საქადაგებლად წარმართთა ოჯახში. ამგვარად, წმიდა ანგელოზები ყოველთვის ემსახურებოდნენ ღვთის ხალხს.დბ 322.1

    ყოველ ქრისტიანს hყავს თავისი დამცველი ანგელოზი. ზეციური მცველები იცავენ მართლებს მაცდურის ხრიკებისაგან. თვით სატანაც აღიარებს ამას, როდესაც ამბობს:“მერედა ტყუილად არის იობი ღვთიმოშიში? განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლკარითა და საბადებლითურთ? (იობ. 1:9,10). მეფსალმუნის სიტყვებით, უფალი ასე იცავს თავის ხალხს:“დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ” (ფს. 33:8). მაცხოვარი ზრუნავს ყოველ მასზე მინდობილის ბედზე:“აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით მე თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს” (მათ. 18:10). ღვთისშვილთა სამსახურისათვის გამოგზავნილ ანგელოზებს ყოველთვის ხსნილი აქვთ გზა ზეციერი მამის სავანეში.დბ 322.2

    ბნელეთის მეფის ყველა მზაკვრული ცდუნება და უთვალავი ხრიკი, ყველა ბოროტი ძალა ღვთის ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ისინი ზეციური ანგელოზების მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფებიან. მორწმუნეებს ნამდვილად სჭირდებათ ეს. ღმერთი თავის შვილებს აძლევს მადლისა და მფარველობის აღთქმას, რადგან იცის, თუ რა ძლიერ, ბოროტ ძალებთან ექნებათ საქმე - მრავალრიცხოვან, მტკიცე გადაწყვეტილებების მქონე და დაუღალავად მოქმედ ძალებთან, რომელთა ძლიერების უარყოფა არ შეიძლება.დბ 322.3

    თავდაპირველად ეს ბოროტი ძალები უცოდველნი იყვნენ და თავიანთი ბუნებით, ძალითა და დიდებით იმ წმიდა არსებებს უტოლდებოდნენ, რომელთაც დღეს უფლის მაცნეები hქვიათ. მაგრამ შესცოდეს და უფლის ცილისწამებისა და ადამიანის განადგურების მიზნით გაერთიანდნენ; მხარი დაუჭირეს სატანას ამბოხებაში, რის შემდეგაც თავიანთ წინამძღოლთან ერთად გააძევეს ზეციდან. შემდგომ საუკუნეთა განმავლობაში ისინი ღვთიური ძალაუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ. წმიდა წერილი მოგვითხრობს შეთქმულებების, ამბოხების, ასევე სხვადასხვა რანგის ბოროტ სულთა ძლიერებისა და მათი მზაკვრული ხრიკების შესახებ, რომელნიც ცდილობენ, ადამიანს ტანჯვა და მწუხარება მოუტანონ.დბ 322.4

    ძველ აღთქმაში ბევრი რამ არ არის დაწერილი მათი არსებობის შესახებ. ბოროტი სულების ძალისა და ძლიერების გამოვლენა უფრო თვალსაჩინო გახდა ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს. ქრისტე მოვიდა წუთისოფელში ადამიანის გადარჩენის გეგმის განსახორციელებლად, მაგრამ სატანამ ბრძოლა გააჩაღა დედამიწაზე თავისი უფლების დაცვისათვის. მან შეძლო კერპთაყვანისმცემლობის თესლის დანერგვა დედამიწის ყველა კუთხეში, პალესტინის გარდა. და ქრისტეც მოვიდა აქ, ერთადერთ ადგილას, სადაც მაცდურის ზეგავლენა ჯერ კიდევ არ გაძლიერებულიყო, რათა ამ ხალხისათვის ზეციური ნათელი მიეცა. სწორედ აქ შეეჯახა ერთმანეთს ორი დაპირისპირებული ძალა. იესომ სიყვარულით გაუწოდა ხელი და თავისთან მიიწვია ყოველი ადამიანი ქრისტეში მიტევებისა და მშვიდობის მისაღებად. ბნელეთის ძალები მიხვდნენ, რომ მათ ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრა, რომ ქრისტეს მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მათ მმართველობას მალე მოეღებოდა ბოლო. სატანა ჯაჭვით დაბმული ლომის მსგავსად მძვინვარებდა, ახალ ძალებს იკრებდა და თავს ესხმოდა ადამიანებს.დბ 323.1

    ახალი აღთქმა გასაგებად ამბობს, რომ არსებობდნენ ეშმაკეულით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ფიზიკურად იტანჯებოდნენ. ქრისტემ სრული შეგნებით იცოდა, ვისთან hქონდა საქმე, რადგან ხედავდა ბოროტ სულთა უშუალო არსებობას და მათ მოქმედებას. წმიდა წერილში ჩვენ ვხვდებით ბოროტ ანგელოზთა მრავალრიცხოვნობას, ძალასა და მზაკვრობას. ვხვდებით ქრისტეს ძლიერებასა და მოწყალებას, რომელიც გენესარეთის ქვეყანაში ეშმაკეულთა განკურნებაში გამოიხატა. ეს უბედური ეშმაკეულები ნებისმიერ ბორკილებს წყვეტდნენ, პირზე ქაფმორეულები ისე მრისხანებდნენ, რომ მათი ყვირილი hაერს აზანზარებდა. თავისი ველური ქცევებით ვნებას აყენებდნენ საკუთარ თავს და საფრთხეს უქმნიდნენ ყველას, ვინც მათ მიუახლოვდებოდა. მათი გასისხლიანებული და დაწყლულებული სხეული, მათი დაბნელებული გონება დიდ სიხარულს გვრიდა ბნელეთის მეფეს. ერთერთმა ეშმაკეულმა განაცხადა:“ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ” (მარკ. 5:9). რომის არმიაში ლეგიონი სამი ან ხუთი ათასი კაცისაგან შედგებოდა. სატანის მხედრობაც დაყოფილია ჯგუფებად და ჯგუფი, რომელსაც ეს ეშმაკეული მიეკუთვნებოდა, ლეგიონს ითვლიდა.დბ 323.2

    დაემორჩილნენ რა იესოს ბრძანებას, ბოროტმა სულებმა დატოვეს თავიანთი მსხვერპლი, ის კი დამშვიდებული და გონსმოსული, წყნარად იჯდა მაცხოვრის ფერხთით. ხოლო ეშმაკებმა, რომელთაც ნება მიეცათ, ღორების კოლტში შესულიყვნენ, ეს ცხოველები ზღვაში გადაჩეხეს. გენესარეთის მკვიდრთ იმდენად დიდი ეჩვენათ ეს დანაკარგი, რომ უარყვეს ქრისტეს კურთხევა და ღვთიური მკურნალიც იძულებული იყო გასცლოდა მათ. სატანაც სწორედ ამისთვის იბრძოდა: იესოს ღორების კოლტის დაღუპვაში დასდეს ბრალი, რითაც სატანამ ეგოისტური შიშის გრძნობა გაუღვივა ხალხს და მათ უარი თქვეს უფლის სიტყვის მოსმენაზე. სატანა ყოველგვარ დანაკარგში, უბედურებასა თუ ტანჯვაში მუდამ ქრისტიანებს ადანაშაულებს და არა ნამდვილ დამნაშავეთ - საკუთარ თავსა და თავის დამქაშებს. დბ 323.3

    მაგრამ ქრისტეს გეგმა არ ჩაშლილა. მან ამ ღორების ჯოგის მოსპობის ნება დართო ბოროტ სულებს და ამასთან ერთად ამხილა იუდეველნი, რომელთაც ეს უწმიდური ცხოველები გამდიდრების მიზნით hყავდათ მოშენებული. ქრისტეს რომ არ შეეკავებინა ეშმაკები, ისინი არა მხოლოდ ღორებს, არამედ მათ პატრონებსაც გადაჩეხავდნენ ზღვაში. მაცხოვარმა თავისი მოწყალებით ისინიც გადაარჩინა. უფრო მეტიც, ეს მოვლენა ასე უნდა განვითარებულიყო, რათა იესოს მოწაფეებს დაენახათ სატანის ძალაუფლების სისასტიკე ადამიანთა და ცხოველთა მიმართ. მაცხოვარს სურდა, რომ მის მიმდევრებს კარგად გაეცნოთ მტერი, რომელსაც ისინი მომავალში ხშირად დაუპირისპირდებოდნენ, რათა არ მოტყუებულიყვნენ და მისი მზაკვრობითა და ეშმაკური ხრიკებით არ დამარცხებულიყვნენ. მას აგრეთვე სურდა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებთ დაენახათ უფლის ძალა, რომელსაც შეუძლია სატანის ბორკილების დამსხვრევა და მის ტყვეთა განთავისუფლება. და თუმცა იესო იძულებული იყო, დაეტოვებინა ეს მხარე, მაგრამ მის მიერ გათავისუფლებული ადამიანები დარჩნენ იქ, რათა დაემოწმებინათ თავიანთ კეთილისმყოფელზე.დბ 323.4

    წმიდა წერილში ამის მსგავსი სხვა მაგალითებიც მრავლად გვხვდება. იესომ განდევნა ეშმაკი სიროფინიკიელი დედაკაცის ასულისაგან (იხ. მარკ. 7:26-30). ერთი”ეშმაკეული, ბრმა და მუნჯი” ყმაწვილი, (მათ. 12:22) უტყვი სულით შეპყრობილი,“რომელსაც ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა” (იხ. მარკ. 9:17-27);”არაწმიდა ეშმაკის სულით შეპყრობილი” შეშლილი, რომელმაც კაპერნაუმში შაბათის ღვთისმსახურება დაარღვია (ლუკ. 4:33-36) - ყველა ეს გატანჯული სნეული განკურნა მოწყალე მაცხოვარმა. თითქმის ყველა შემთხვევაში ქრისტე მიმართავდა ეშმაკებს, როგორც გონიერ არსებებს, უბრძანებდა, დაეტოვებინათ თავიანთი მსხვერპლი და აღარ ეტანჯათ ისინი. როდესაც კაპერნაუმის მლოცველებმა ქრისტეს ძლიერება იხილეს, გაოცებით იკითხეს:“ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით არაწმიდა სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან” (ლუკ. 4:36).დბ 324.1

    უწმიდური სულით შეპყრობილნი ძლიერ იყვნენ გატანჯული, მაგრამ იყვნენ გამონაკლისებიც. ზებუნებრივი ძალის მიღების მიზნით ზოგიერთი ნებაყოფლობით შედიოდა სატანის მფლობელობაში. რა თქმა უნდა, მათ არავითარი უთანხმოება არ გააჩნდათ ეშმაკებთან. ასეთები იყვნენ გრძნეული სიმონი, ჯადოქარი ელამი და ერთი ასული, რომელიც ფილიპეში მიმავალ პავლეს და სილას კვალდაკვალ დაhყვებოდა.დბ 324.2

    უწმიდურ სულთა გავლენა დიდ საშიშროებას წარმოადგენს მათთვისაც, ვინც წერილის განსაზღვრული და ამომწურავი მოწმობის მიუხედავად, უარყოფს სატანისა და მის დემონთა არსებობას. ეშმაკებს უდიდესი უპირატესობა სწორედ მაშინ გააჩნიათ, როდესაც არაფერი ვიცით მათი მზაკვრობისა და ვერაგობის შესახებ; ადამიანები ყურს უგდებენ მათ რჩევებს და წინადადებებს, hგონიათ, რომ საკუთარი გონებით მოქმედებენ. რაც უფრო ახლოვდება ბოლო ჟამი, მით უფრო ძალას იკრებს სატანა, რათა მრავალი აცდუნოს და დაღუპოს. და ამისათვის იგი ცდილობს ყველას შთააგონოს, რომ სატანის არსებობა - მითია და არა სინამდვილე. სატანის ვერაგობაც სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ცდილობს, შეუმჩნევლად იმოქმედოს.დბ 324.3

    უდიდეს მზაკვარს ყველაზე მეტად თავისი ხრიკების გამოაშკარავების ეშინია. თავისი ნამდვილი ხასიათისა და ზრახვების უფრო უკეთესად შენიღბვისათვის იგი ცდილობს, ადამიანებს ისეთი სახით წარუდგეს, რომ მათში მხოლოდ დამცინავი ღიმილი გამოიწვიოს. იგი მეტად კმაყოფილია, როცა თავისი მისამართით უხეშ და დამცინავ ხუმრობებს ისმენს ადამიანებისაგან, რომელნიც თავს ყოვლისმცოდნე და გონიერ პიროვნებად თვლიან.დბ 324.4

    და სწორედ იმის გამო, რომ მან ასეთი დიდი დახვეწილი ოსტატობით შესძლო დაეფარა თავისი ჭეშმარიტი არსი, ყველგან ერთი და იგივე კითხვა გაისმის:“ნუთუ იგი მართლა არსებობს?” რელიგიურმა სამყარომ მიიღო მოძღვრება, რომელიც ძირშივე ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვის ნათელ მოწმობას და ესეც სატანის წარმატებულ მოღვაწეობას მოწმობს. და სწორედ იმიტომ, რომ მაცდური ასე ადვილად იპყრობს ადამიანთა გულს, რომელთაც შესაძლოა, არაფერი იციან მისი ზეგავლენის შესახებ, წმიდა წერილში გაშუქებულია სატანის ბოროტმოქმედების მრავალი მაგალითი, რომელიც ფარდას ხდის მის ფარულ ძალას და გვეხმარება მისი იერიშების მოგერიებაში.დბ 324.5

    სატანისა და მისი მხედრობის სისასტიკე და ძალა კანონიერად გამოიწვევდა ჩვენში მღელვარებასა და შფოთს, რომ არა ჩვენი ყოვლისშემძლე მაცხოვრის ძალით ჩვენი გადარჩენის შესაძლებლობა. ჩვენ საგულდაგულოდ ვკეტავთ სახლებს ურდულებითა და კლიტეებით ჩვენი ქონებისა და სიცოცხლის ბოროტი ადამიანების მიერ ხელყოფისაგან, მაგრამ რა იშვიათად გვახსენდება ბოროტი სულები, რომლებიც გამუდმებიც ცდილობენ ჩვენში შემოჭრას და რომელთაგან თავის დაცვა საკუთარი ძალებით არ შეგვიძლია. მათ რომ უფლება მიეცეთ, ბეჯითად იმოქმედებდნენ ჩვენს გონებაზე, დაგლეჯდნენ ჩვენს სხეულებს, გაანადგურებდნენ ჩვენს ქონებასა და სიცოცხლეს. ტანჯვა და ნგრევა - უდიდესი სიხარულია ბოროტი სულებისათვის. რა საშინელი საფრთხე ელით მათ, ვინც ეწინააღმდეგება უფლის სიტყვას და სატანის ცდუნებებს უღებს გულის კარს, ვიდრე უფალი არ დატოვებს მათ უწმიდურ ძალთა მფლობელობაში. მაგრამ ქრისტეს ერთგულნი ყოველთვის დაცული არიან მისგან. თვით უზენაესი აგზავნის უძლიერეს ანგელოზთ მათ დასაცავად და მაშინ მზაკვარს ძალა აღარ შესწევს იმ კედლის გადასალახავად, რომლითაც უფალი თავის ხალხს იფარავს.დბ 325.1