Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    შრომა ედემშიც კი აუცილებელია, 14 იანვარი

    „მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო” (დაბ. 2:17).ქიმ 16.1

    ღმერთის ჩანაფიქრის მიხედვით, მის მიერ შექმნილი ადამი და ევა უნდა ყოფილიყვნენ ქმედითუნარიანი პიროვნებები, დაკავებული სასარგებლო შრომით. მან ინახულა წმინდა წყვილი სამოთხეში და შეუქმნა მას ყველაფერი, რაც თვალს ახარებდა და საკვებად ვარგისი იყო. მათთვის ედემში მშვენიერი ბაღი გაშენდა. აქ მრავალი ჯიშის უზარმაზარი ხეები იზრდებოდა, აქვე იყო ყველაფერი ის, რაც საკვებად ან მორთულობად გამოიყენებოდა. ჰაერი იშვიათი სილამაზის ყვავილების სურნელით გაჟღენთილიყო. ნაირფერი ბუმბულით დაფარული მგალობელი ფრინველები თავისი მხიარული გალობითა და ჭიკჭიკით ადიდებდნენ შემოქმედს.ქიმ 16.2

    სამოთხე აღაფრთოვანებდა წმინდა წყვილს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო; მათ უნდა ჰქონოდათ საქმე, რათა თავიანთი მშვენიერი ორგანოები ევარჯიშებინათ. შემოქმედმა იცოდა, რომ ეს მათ სასიკეთოდ მოხდებოდა; და მათი ბედნიერება მარადიულ დასვენებაში რომ ყოფილიყო, იგი მათ საქმის გარეშე, წმინდა უცოდველობაში დატოვებდა. მაგრამ ჩვენი პირველი წინაპრების შექმნისთანავე, ღმერთმა მათ საქმე მიუჩინა. ისინი სასარგებლო საქმით უნდა დაკავებულიყვნენ, ბედნიერება ეპოვათ უფლის ქმნილებების მოვლით და ბაღის ნაყოფსაც უხვად უნდა დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნილებები.ქიმ 16.3

    გონებრივი და ფიზიკური შრომა ადამიანზე კეთილ გავლენას ახდენს. ყველა გონებრივ უნარს და სხეულის ყოველ კუნთს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. ჯანსაღი ტონუსის შესანარჩუნებლად და მათი ჰარმონიული განვითარებისათვის ისინი უნდა ავარჯიშოთ. ცოცხალ ორგანიზმში ყოველივე უნდა მუშაობდეს, მთელს ორგანიზმს სჭირდება მუდმივი ვარჯიში, რათა მისი შრომისუნარიანობა შენარჩუნდეს და დასახული მიზნები აღსრულდეს.ქიმ 16.4

    ქრისტეს მეორე ადამს უწოდებენ. სიწმინდეში, ღმერთთან კავშირით, მან, ვინც ღმერთს უყვარდა, დაიწყო ისევე, როგორც პირველმა ადამმა. თუმცა პირველი ადამი ყველა მიმართებით ბევრად უფრო კეთილმყოფელ პირობებში იმყოფებოდა, ვიდრე ქრისტე. თვით ღმერთმა, რომელსაც უყვარდა წმინდა ცოლქმარი, შექმნა საოცარი პირობები მისი ედემში ცხოვრებისათვის. ბუნებაში წმინდა და შეუბღალავი იყო ყოველივე. ბაღში იზრდებოდა ყვავილები, ლამაზ ხეებზე ნაყოფი მწიფდა. ადამსა და ევას უხვად ჰქონდათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ. ქიმ 16.5

    მაგრამ მოვიდა სატანა და დათესა ეჭვი ღმერთის სიბრძნესთან დაკავშირებით... ევა ცდუნების მსხვერპლი გახდა, ხოლო ადამმა ცოლის ხელიდან აკრძალული ხილი მიიღო. მან ვერ გაუძლო სულ უბრალო გამოცდას, როგორიც ღმერთს შეეძლო მოეგონა, რათა მის მორჩილებაში დარწმუნებულიყო და ჩვენს ქვეყანაში ტანჯვისა და მწუხარების სარკმელი გაიღო... ერთი ადამიანის ურჩობამ მრავალი ადამიანი ცოდვილად აქცია.ქიმ 16.6