Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მაცხოვარი წუხს, როცა მის სიყვარულს უარვყოფთ, 4 სექტემბერი

    „თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი” (იოან. 1:11).ქიმ 250.1

    იესოს ზეიმით შესვლის დროს მის თანმხლებთ წინ გადაეშალათ ქალაქი იერუსალიმი ჩამავალი მზის ულამაზესი სხივებით მოოქროვილი მარმარილოს ტაძრით. ეს იყო უბადლო დიდებულების სურათი და ადამიანებს შეეძლოთ თავიანთი სახელოვანი ქალაქისათვის მიესადაგებინათ წინასწარმეტყველის სიტყვები: „და იქნები შენ მშვენიერების გვირგვინად უფლის ხელში და სამეფო დიადემად შენი ღმერთის ხელში”. ბრწყინვალე სანახაობით მოხიბლული ბრბო მეტი მონდომებით აახლებს საქებარ შეძახილებს... ადამიანებს ჰგონიათ, რომ ახლა ქრისტე უნდა ავიდეს დავითის ტახტზე და იმეფოს, როგორც მიწიერმა მთავარმა. მათი მზერა მიპყრობილია იესოზე, რამეთუ მათ სურთ იხილონ, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ასეთმა სახელოვანმა ქალაქმა. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, კაცის ძეს ცრემლი სდის ღაწვებზე!ქიმ 250.2

    როდესაც ქრისტეს მზერა ჩერდება ტაძარზე, რომელსაც მალე განადგურება ელის, ხოლო კრეტსაბმელი გაიხევა რაწამს იუდეველები მას მოკლავენ, იგი მისტირის ურჩ ქალაქს... რამდენიმე ხანმოკლე საათის შემდეგ ბიწიერი ხელები შეიპყრობენ წუთისოფლის გამომსყიდველს და ჯვარს აცვამენ. მას რომი ან წარმართობა კი არ მოჰკლავს, არამედ ხალხი, ვისთვისაც ბევრი გააკეთა და რომლისგანაც ბევრს მოელოდა...ქიმ 250.3

    ხსნის მომნიჭებელი მადლი აღარ გადმოვა ქალაქზე. აი რით აიხსნება მაცხოვრის მწუხარება... იერუსალიმზე დაღვრილი ნაზი ცრემლები უარყოფილი სიყვარულის უკანასკნელი ცრემლები იყო... გახარებულ ბრბოს არ ესმის მაცხოვრის მწუხარების მიზეზი. ამ ადამიანებს არ ესმით, რომ ისრაელში გამეფებული უკანონობა გამოიწვევს საბოლოო, საშინელ უბედურებებს. თუმცა პროცესიას იდუმალი მოწიწება ეუფლება და ადამიანთა აღფრთოვანება რამდენადმე იკლებს... მრავალი იქ მყოფი სხეულით ატარებს ღვთიური ძალის სუფევის ნიშანს, ყოველ მათგანს პირადი გამოცდილებით შეუძლია გადმოსცეს ქრისტეს მოწყალე საქმენი. ამ სასწაულებრივ საქმეთა თხრობა ამწვავებს გრძნობათა მგზნებარებას აუწერელ სიძლიერემდე. ადამიანები და მოწაფეები ერთად გალობენ ხოტბას.ქიმ 250.4

    მასთან მიდიან მღვდელმთავრები და მთავრები და სთხოვენ შეწყვიტონ მისალმების შეძახილები. „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს”, - უთხრეს მათ. ქრისტემ მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ”.ქიმ 250.5

    ქრისტე მოვიდა დედამიწაზე ცათა სასუფევლის არსის გასამხელად. ახლახან ლაზარეს კუბოსთან მან გამოავლინა მაცხოვრისა და ცხოვრების მიმნიჭებლის თვისებები, მაგრამ იუდეველთ ამპარტავნებით უარყვეს ძალმოსილი და მხსნელი. რა განსხვავებული იქნებოდა ქრისტეს დამოკიდებულება მღვდელმთავრებისა და მთავრების მიმართ, ნდობა რომ გაემართლებინათ!..ქიმ 250.6