Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მოსეს აღდგომა სატანის დამარცხების გარანტიაა, 3 მაისი

    „მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან პაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულისათვის, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!” (იუდ. 9).ქიმ 126.1

    სატანა თავგამოდებით იბრძოდა მოსეს ცხედრისათვის. კვლავაც შეეკამათა ქრისტეს და მიუთითებდა უფლის კანონის უსამართლობაზე. ცბიერი მტერი იმეორებდა თავის ცრუ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. მისი ბრალდებები ისეთ ხასიათს ატარებდა, რომ ქრისტემ საჭიროდ არ ჩათვალა შეეხსენებინა მისთვის იმ ბოროტი საქმეების შესახებ, რომელსაც იგი ზეცაში სჩადიოდა, როცა იქაურ მკვიდრთა წინაშე ცილს სწამებდა ღმერთს; იმ სიცრუის შესახებ, რომელიც ადამსა და ევას უთხრა და რომელსაც ადამიანთა ცოდვით დაცემა მოჰყვა; იმის შესახებ, თუ როგორ აღაგზნებდა იგი ისრაელიანთა ყველაზე მდაბალ ვნებებს, უბიძგებდა რა მათ დრტვინვისა და ამბოხისაკენ მანამ, სანამ მოსეს მოთმინება არ დააკარგვინა... მან არ მიუზღა სატანას მისივე მეთოდით, არ დასდო ბრალი და არც კამათი დაუწყია მასთან. მან უბრალოდ მკვდრეთით აღადგინა მოსე და ზეცაში წაიყვანა.ქიმ 126.2

    პირველად გამოავლინა ქრისტემ თავისი ძალა, რათა სატანის ძალაუფლება დაემხო და განსვენებულისათვის სიცოცხლე დაებრუნებინა. ამგვარად, ქრისტემ დაამოწმა, რომ ის ნამდვილად აღდგომა და სიცოცხლეა და აქვს ხელმწიფება იმისა, რომ გამოისყიდოს სატანის ყველა ტყვე, რომ მკვდარნი კვლავ აღდგებიან. ვიღაცამ დასვა კითხვა: „როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება?” (იობ. 14:14). ახლა ამ კითხვას პასუხი გაეცა.ქიმ 126.3

    ეს მოქმედება ბნელეთის ძალებზე დიადი გამარჯვების ნიშანს წარმოადგენდა. ხოლო ძალის დემონსტრირება უფლის ძის უპირატესობის უტყუარ მოწმობად იქცა. სატანა არ ელოდა, რომ გარდაცვლილი კაცის სხეული შეიძლებოდა სიცოცხლეს დაბრუნებოდა. როდესაც მან გაიგონა სიტყვები: „მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”, დაასკვნა, რომ მას, უეჭველად ეკუთვნის ყველა გარდაცვლილი სხეული. ახლა კი დაინახა, რომ ნადავლი დაკარგა, რომ მოკვდავნი აღდგებიან სიკვდილის შემდეგ.ქიმ 126.4

    მოსეს აღდგომის შემდეგ ზეციური სამოთხის კარიბჭე გაიხსნა და იესო შევიდა შიგ მასთან ერთად, ვინც სამარხის ტყვეობიდან დაიხსნა. მოსე უკვე აღარ იყო სატანის ტყვე. თავისი ცოდვის გამო მოსემ სასჯელი დაიმსახურა და მოკვდა. როდესაც სიცოცხლეს დაუბრუნდა მისი უფლებები აღდგენილი იქნა იესოს, მისი მეთაურის სახელის სადიდებლად.ქიმ 126.5

    დევნის ჟამი თითქმის გასრულდა. დგება დრო, როცა სამარხებში მძინარენი გაიგებენ უფლის ხმას და გამოვლენ: ერთნი - მარადიული სიცოცხლისათვის, მეორენი - მარადიული სიკვდილისათვის. ქრისტე აღადგენს ყველა თავის წმინდანს, განადიდებს მათ, უძღვნის რა მათ უკვდავ სხეულს და გახსნის მათ წინაშე უფლის ქალაქის კარიბჭეს.ქიმ 126.6