Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მოკვდავნი მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით გაიმარჯვებენ, 8 აგვისტო

    „გამარჯვებულს გავხდი სვეტად ჩემი ღვთის ტაძარში და იგი აღარ გავა გარეთ. დავაწერ მასზე ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქისა, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს” (გამოცხ. 3:12).ქიმ 223.1

    უფლის მოვლენილი მხოლოდშობილი ძის მიერ გამოსყიდული ადამიანები, ვერასოდეს გაიგებენ და ვერ გააცნობიერებენ ბოლომდე ჩვენი მაცხოვრის საშინელ ბრძოლას სატანის მაცდუნებელ, ვერაგ ძალასთან, მის შენიღბულ, მომაკვდინებელ სიძულვილთან, რომელსაც უფალი აწარმოებდა მისი მიწიერი ცხოვრების დროს. მას შემდეგ, რაც დიად უფლის დღეს გაიმართება ბრძოლა, ამბოხების ძალა სამუდამოდ განადგურდება. ქრისტეს შუამდგომლური მუშაობა მთელი თავისი დიდებით გაცხადდება ისე ნათლად, რომ ყველა გამოსყიდულისათვის უფლის ოჯახში ნათელი გახდება უფლის ძის შუამდგომლური და განმკურნებელი მისია, რადგან უფლის ძე მოვიდა, რათა დაცემული ადამიანები გადააქციოს მორჩილ, მოკრძალებულ, აღდგენილ შვილებად ღმერთისა. მაშინ ნათლად გამოჩნდება განსხვავება ღმერთის მსახურთა და იმათ შორის, ვინც არ ემსახურა მას.ქიმ 223.2

    ამბოხება წუთისოფელში არ დასრულდება მანამ, სანამ ზეცაში არ წარმოითქმება: „აღსრულდა”. ამბოხება ეკლესიაში იმით აიხსნება, რომ მისი წევრები ეწინააღმდეგებიან ღმერთსა და ხსნის მისეულ პირობებს. ადამიანებს სურთ საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდათ საკუთარი თავის გამოსაჩენად, რათა სხვების ყურადღება მიიპყრონ. მათ არ იციან და არ ესმით, რომ ამით სატანის გეგმებს ახორციელებენ. თუკი ისინი უარს ამბობენ ნათელზე და დარიგებაზე, ამით უარყოფენ ქრისტეს შუამდგომლურ, განმკურნებელ მისიას, რომელმაც თავი გაწირა, რათა ცოდვილები დაეხსნა არა ცოდვაში, არამედ ცოდვისგან. ქრისტეს განმკურნებელი მისია ერთადერთი მიზნით დაიგეგმა: ცოდვილთა გადასარჩენად.ქიმ 223.3

    როდესაც ქრისტემ პირველად განუცხადა დედამიწაზე თავისი მისიის შესახებ ზეციურ მხედრობას, მან თქვა, რომ აპირებს თავისი უზენაესი მდგომარეობის დატოვებას და თავისი წმინდა მისიის დაფარვას ადამიანის სახის მიღებით, მაგრამ სინამდვილეში უსაზღვრო ღმერთის ძედ დარჩება. და როდესაც დადგა სისავსე ჟამისა, მან დატოვა სამყაროს მთავარსარდლის ტახტი, გაიხადა მეფური სამოსი, მოიხსნა გვირგვინი, თავისი ღვთიურობა ადამიანური ბუნებით შემოსა და მოვიდა ჩვენს დედამიწაზე, რათა საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა, რა უნდა აკეთონ ადამიანებმა და როგორი უნდა იყვნენ, თუკი მტრის დამარცხება და მამა ღმერთთან ერთად მის ტახტზე დაჯდომა სურთ... მან შეგნებულად მიიღო იმ ადამიანური ძალების შემოტევა, რომლებიც სატანის - ციდან ჩამოგდებული მეამბოხის მიერ იყო შთაგონებული.ქიმ 223.4

    როგორც ადამიანთა მოდგმის მეთაური, ქრისტე დედამიწაზე ცხოვრობდა სრულყოფილი, თანმიმდევრული ცხოვრებით, თავისი ზეციური მამის ნების თანხმობაში... მის გონებაში და გულში პირველ ადგილზე მუდამ იდგა აზრი: „დაე, იყოს არა ჩემი ადამიანური ნება, არამედ შენი ღვთიური ნება”.ქიმ 223.5