Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენს მარადიულ ხვედრს ჩვენვე განვსაზღვრავთ, 22 ივნისი

    „ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზები - სამართლიანი, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი” (დან. 4:37).ქიმ 176.1

    ხალხების და ცალკეული ადამიანების ძალა არც იმ შესაძლებლობებითა და საშუალებებით განისაზღვრება, რომლებიც თითქოსდა მათ უძლეველს ხდიან, და არც ნაქები დიდებულებით. ადამიანები ან მთელი ხალხები მტკიცე და ძლიერი გახდებიან მხოლოდ ღმერთის ძლევამოსილებითა და ნებით. ისინი თავად განსაზღვრავენ თავის ხვედრს თავისი დამოკიდებულებით ღმერთის გეგმებისადმი. მიწიერი ისტორია ადამიანთა მიღწევების, საომარი გამარჯვებების, წუთისოფლის დიდების კიბეზე წარმატებული ასვლის შესახებ მოგვითხრობს. ღვთიური ისტორია კი კაცებსა და ქალებს აღწერს ისე, როგორც ამას ზეცა ხედავს...ქიმ 176.2

    დანიელ წინასწარმეტყველმა აღწერა სამეფოები, რომლებიც აღმოცენდება და დაეცემა. დიდი კერპის შესახებ ნაბუქოდონოსორის სიზმრის ახსნისას მან განუცხადა მეფეს, რომ მის სამეფოს სხვა სამეფო შეცვლის. მისი დიდება და ძალა დედამიწაზე დროებითი მოვლენა იქნება. მისი სამეფოც ასევე გაივლის შემოწმებისა და გამოცდის პერიოდს. მისი წარმატებულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, აღამაღლებენ თუ არა ამ სამეფოს მკვიდრნი ერთადერთ ჭეშმარიტ მბრძანებელს. ვინაიდან ისინი ამას არ გააკეთებენ, მათი სამეფოს დიდებაც ასევე გაქრება და მეორე სამეფოს მესამე შეცვლის. შემოწმებას მორჩილებასთან დაკავშირებით ისიც გაივლის და ასევე დაეცემა, და მეოთხე სამეფო, მტკიცე, როგორც რკინა, დაიპყრობს მსოფლიო ხალხებს. ეს სიტყვა, რომელიც მარადიულმა ღმერთმა გამოუცხადა მოკვდავ ადამიანებს, წინასწარმეტყველური წიგნის ფურცლებზე დაიწერა. იგი განიხილავს კაცობრიობის ისტორიას და ღმერთს უზენაეს ხელისუფლად აცხადებს...ქიმ 176.3

    გარდასულ საუკუნეთა სიღრმიდან უფლის ხმამ ჩვენამდე მოაღწია ასწლეულებისა და იმ თაობების შემდეგ, რომლებიც ისტორიის სცენაზე იკავებდნენ ადგილს და მალევე ტოვებდნენ მას... ისტორია და წინასწარმეტყველება მოწმობენ იმის შესახებ, რომ სამყაროს ღმერთი საიდუმლოს თავისი რჩეულების მეშვეობით გვიცხადებს... საღი აზრის დაკარგვით საშინლად დამცირებულმა ნაბუქოდონოსორმა ბოლოს და ბოლოს დაინახა თავისი სისუსტე და აღიარა ცოცხალი ღმერთის ძალაუფლება...ქიმ 176.4

    ყოველ ადამიანს ღმერთმა თავის დიად გეგმაში რაღაც ადგილი განუსაზღვრა. სიმათლით თუ სიცრუით, უმეცრებითა თუ სიბრძნით თითოეული ჩვენგანი რაღაც ჩანაფიქრს ასრულებს და გარკვეულ ნაყოფს იძლევა. და ყოველი, იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს აკეთებს იგი - მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა - წყვეტს თავის საუკუნო ბედს. ყველას აქვს თავისუფალი მოქმედების უფლება და ყოველი პასუხს აგებს საკუთარი საქციელის გამო...ქიმ 176.5

    ღმერთზე წარსულ დროში კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ აწმყოში... თუმცა მეფეებს ტახტიდან ჩამოაგდებენ და გაქრება მთელი სახელმწიფოებიც კი, მარადიულობას შეინარჩუნებენ ისინი, ვინც რწმენით დაუკავშირდება ღვთიურ გეგმებს.ქიმ 176.6