Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ირწმუნეთ ჭეშმარიტება და იცხოვრეთ მისით, 28 აგვისტო

    „ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით” (გალ. 3:26).ქიმ 243.1

    იესო ქრისტე აღმდგენელია. განდგომილი სატანა კი - დამღუპველი. დედამიწაზე მიმდინარეობს ორთაბრძოლა სიცოცხლის მთავარსა და წუთისოფლის, ბნელეთის იმპერიის მთავარს შორის... წუთისოფლის გამომსყიდველის გეგმა არ ითვალისწინებდა იმას, რომ მისი გამოსყიდული მემკვიდრეობა იცხოვრებდა და მოკვდებოდა თავის ცოდვებში. მაშ რაღაშია საქმე? რატომ არის ასე ცოტა ადამიანი მოქცეული ღმერთისკენ და გადარჩენილი? იმიტომ რომ ბევრი, ეგრეთ წოდებული ქრისტიანი სწორედ ისევე მოქმედებს, როგორც დიდი მაცდური. ისინი ნებას რთავენ სატანას, მათ ნაცვლად იაზროვნოს და დაგეგმოს მათი ღმერთისაგან განდგომა და ღალატი, მისი მცნებებისა და დებულებების წინააღმდეგ ამბოხება. ამგვარი მდგომარეობის წყალობით ჭეშმარიტი ქრისტიანები განწირულნი არიან დამქანცველი შრომისათვის, ისინი იძულებული არიან დაარწმუნონ ურჯულო იმაში, რომ ის ცოდვილია, რადგან „ცოდვა ურჯულოებაა”.ქიმ 243.2

    რამდენად მეტის გაკეთება შეიძლებოდა ქრისტესათვის, თუკი ყველა, ვინც ხედავს ნათელსა და ჭეშმარიტებას და სიტყვით სწამს ღმერთი, განახორციელებდა მათ თავის პრაქტიკულ ცხოვრებაში. ისინი ჩვენი ქრისტე მხსნელის მოძღვრების სამკაული გახდებოდნენ... ამ ქვეყნად არიან გულწრფელი, კეთილგონიერი, გულმოწყალე კაცები და ქალები, რომლებიც ბევრის გაკეთებას შეძლებდნენ ქრისტესათვის, თუკი უპირველესად საკუთარ თავს მიუძღვნიდნენ ღმერთს, მთელი გულით მოძებნიდნენ და მიუახლოვდებოდნენ მას...ქიმ 243.3

    როგორც ხალხს, ჩვენც მოგვიწევს იგივე ბრძოლასთან შეჯახება, რომელსაც ქრისტე შეეჯახა. ნელთბილი და გულგრილი, შურიანი და თვითდაჯერებული ადამიანები ბილწი ზრახვებით დაბრკოლების ქვად იქცეოდნენ მის გზაზე და მასთან ერთად მშრომელებს ცხოვრებაში იგივე იმედგაცრუება ელით... ყველამ, ვინც ამ შრომაში ჩაბმულია, როგორც ქრისტეს თანამშრომელი, არა მარტო უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, არამედ განახორციელოს იგი პრაქტიკულ ცხოვრებაში. ყველამ უნდა მიიღოს ოქროს ზეთის ღვთიური ძღვენი უხვი კურთხევის სახით. ეს დაეხმარება მათ აღდგენაში და აენთებიან ისინი, რადგან მოვიდა მათი ნათელი და უფლის დიდება იყო მათზე.ქიმ 243.4

    ხოლო ვისაც სიტყვებით სწამს უფლის სიტყვა და იმავდროულად ელოლიავება თავისი ხასიათის მემკვიდრეობით და შეძენილ თვისებებს, წარმოადგენს დაბრკოლების უდიდეს ქვას, რომელსაც ჩვენ გადავეყრებით, როცა ჩვენი ჟამისათვის უდიდეს წმინდა ჭეშმარიტებებს ვიქადაგებთ. ახლანდელი ჟამისათვის ჭეშმარიტების მორწმუნეთ უნდა განახორციელონ იგი პრაქტიკულ ცხოვრებაში და იცხოვრონ მის მიხედვით. მათ უნდა გამოიკვლიონ სიტყვა და იგემონ. აი რას ნიშნავს შეჭამო უფლის ძის ხორცი და დალიო მისი სისხლი. მორწმუნეებმა მისი სიტყვა, რომელიც არის სული და სიცოცხლე, უნდა შეიტანონ თავის ყოველდღიურ პრაქტიკულ ცხოვრებაში. ესაა ზეციური პური, რომელიც სიცოცხლეს ჩუქნის წუთისოფელს.ქიმ 243.5