Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სანამ ღმერთს ვჭვრეტთ, სატანა ვერ დაგვეუფლება, 26 სექტემბერი

    „ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს” (1 კორ. 10:12).ქიმ 272.1

    პეტრეს დაცემამდე ცოტა ხნით ადრე ქრისტემ უთხრა მას: „სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ”. რა ერთგული მეგობარი იყო პეტრესი მაცხოვარი! რა სიბრალულითაა გამსჭვალული მისი გაფრთხილება! მაგრამ პეტრემ იუკადრისა ეს გაფრთხილება. მან თავდაჯერებით განაცხადა, რომ არასოდეს ჩაიდენს იმას, რის შესახებაც გააფრთხილა ქრისტემ. პეტრემ უპასუხა: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც”. თავდაჯერებულობამ დაღუპა პეტრე. მან სატანას ცდუნებების ნება მისცა და მტრის მოხერხებული ხრიკების მსხვერპლი შეიქნა. როცა ქრისტეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი თანადგომა, მტრის მხარეს გადავიდა და ყველას დასანახად უარყო უფალი.ქიმ 272.2

    მაგრამ პეტრესაგან უარყოფის ჟამსაც ქრისტემ აჩვენა, რომ უწინდებურად უყვარს იგი. სამსჯავროზე, მისი სიკვდილის მოსურნეთა გარემოცვაში, იესო ფიქრობდა თავის გატანჯულ, შეცდომილ მოწაფეზე. იგი მოტრიალდა და შეხედა მას. ამ მზერაში პეტრემ ამოიკითხა ქრისტეს სიყვარული და სიბრალული და მოაწყდა მოგონებები... იგი მიხვდა, რომ, ტრაბახის მიუხედავად, სწორედ ქრისტეს გაფრთხილების საპირისპიროდ იქცევა. მან ერთხელ კიდევ შეხედა მოძღვარს და დაინახა გასარტყმელად აღმართული მკრეხელური ხელი. პეტრემ ეს სანახაობა ვერ აიტანა და გულმოკლულმა საჩქაროდ დასტოვა სამსჯავრო.ქიმ 272.3

    ეულად დარჩენილი პეტრე უმიზნოდ დაეხეტებოდა სიბნელეში. ბოლოს გეთსიმანიაში აღმოჩნდა. მან ცხადად წარმოიდგინა ყოველივე, რაც აქ მოხდა რამდენიმე საათის წინ. გაიხსენა, თუ როგორ მოვიდა მაცხოვარი საკუთარ თავთან ბრძოლის ჟამს ბაღში მოწაფეებთან, ვისთანაც ერთად ბევრი უშრომია და სწყუროდა მათი თანაგრძნობა და ნუგეში...ქიმ 272.4

    იმ ადგილას, სადაც ქრისტე საკუთარ თავს ებრძოდა, პეტრე სახით დაეცა მიწაზე და სიკვდილი მოუნდა... პეტრე მარტოდმარტო რომ ყოფილიყო მიტოვებული, მტერი დასჯაბნიდა. მაგრამ ის, ვინც თქვა: მამაო, ვიცი, ყოველთვის მისმენ; ის, ვინც ყოველთვის იხსნის მასთან მისულთ, გამოესარჩლა პეტრეს. ქრისტე იხსნის მასთან მისულთ.ქიმ 272.5

    დღეს ბევრნი არიან პეტრეს მდგომარეობაში - მან ხომ თავდაჯერებით განაცხადა, რომ არასოდეს უარყოფდა უფალს. თავდაჯერებულობის გამო იოლად ხდებიან ისინი სატანის ნადავლი, მისი ხრიკების მსხვერპლი. ვინც საკუთარ სისუსტეს გრძნობს, იმედი აქვს ზეადამიანური ძალისა. და სანამ ისინი ღმერთს უყურებენ, სატანა უძლურია მათ წინაშე...ქიმ 272.6

    ზოგიერთ გაკვეთილს ადამიანი წარუმატებლობისა და იმედგაცრუების შედეგად ითვისებს. დაცემის შემდეგ პეტრე გარდაიქმნა... როგორც ცეცხლი ასუფთავებს ოქროს, ისე ასუფთავებს ქრისტე თავის ხალხს განსაცდელით.ქიმ 272.7