Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    პირადი ღვთისმოსაობის შეთავსება გარშემომყოფთათვის ხარებასთან, 9 თებერვალი

    „დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის (იუდ. 21).ქიმ 42.1

    ჩვენ უფლის ოჯახი ვართ, მისი შვილები და სწორედ მისგან უნდა მივიღოთ დარიგება აწმყოსა და მომავალთან დაკავშირებით. მომავალი სერიოზული მოვლენებისათვის მოსამზადებლად, მუდმივ სიფხიზლესა და მოლოდინში უნდა ვიმყოფებოდეთ. ქრისტეში სრულყოფილნი სულაც არ უძღვნიან მთელ თავის დროს მოლოდინსა და ფიქრს. თუმცა გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ მშვიდ ლოცვასა და ფიქრს, განვერიდოთ წუთისოფლის ამაოებას ღმერთთან ურთიერთობისათვის, რათა გავეცნოთ მის ნებას ჩვენს მიმართ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოწოდებულნი ვართ, რათა ქვეყნიერებას ვამცნოთ უკანასკნელი გაფრთხილება.ქიმ 42.2

    ხანოქი დადიოდა ღმერთთან და ძველი მსოფლიოს მკვიდრთ აფრთხილებდა. მისი სიტყვები და საქციელი, მისი ღირსეული მაგალითი მუდამ მოწმობდა ჭეშმარიტების შესახებ. იმ საუკუნეში, რომელიც არ უწყობდა ხელს სუფთა, წმინდა ხასიათის განვითარებას უფრო მეტად, ვიდრე ახლანდელი, ის ცხოვრობდა ღმერთთან მორჩილებაში. დედამიწა იმდენად გაუწმინდურდა, რომ ღმერთმა იგი წარღვნით გაწმინდა. არსებითად, მან დედამიწა გადააყირავა, რათა გადაეყარა ყველა სიბინძურე და სიბილწე.ქიმ 42.3

    ხანოქი წმინდა იყო, რადგან ღმერთთან დადიოდა მისივე გზებით. მისი სახით მსოფლიოს ეჩვენა, თუ როგორი ადამიანები აღიტაცებიან ღრუბლებზე უფალ ქრისტესთან შესახვედრად, როცა ის მეორედ მოვა. ხანოქის მსგავსი უნდა ვიყოთ. პირადი ღვთისმოსაობა უნდა შეივსოს მონდომებული და ენერგიული გაფრთხილებებითა და მოწოდებებით ირგვლივ მყოფი ადამიანების მისამართით იმის შესახებ, თუ რა არის და რა მოხდება სულ მალე. მოციქული გვასწავლის: „იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღეგზნეთ. ემსახურეთ უფალს”. უნდა გამოვიჩინოთ სერიოზული ძალისხმევა იმისათვის, რათა გავუწმინდოთ გზა მეფეს, მოვამზადოთ ხალხი უფლის მოსვლისათვის. ჩვენ გულანთებული უნდა ვემსახურებოდეთ უფალს. სულის ლამპრები ზეთით სავსე და მუდამ ანთებული უნდა იყოს.ქიმ 42.4

    ღმერთისათვის მსახურება მოითხოვს მთელი არსების - გულის, გონების, სულის და სხეულის ტაძრის - მონაწილეობას. ჩვენ უსიტყვოდ უნდა ვუძღვნათ თავი ღმერთს. უნდა განვავითაროთ თანაგრძნობის უნარი, რათა გავაცნობიეროთ ის სამუშაო, რომელიც სრულდება დედამიწის ყველა მკვიდრისათვის: წარჩინებულთა და მდაბიოთათვის, მდიდართა და ღარიბთათვის, სწავლულთა და უვიცთათვის. უნდა მივბაძოთ დიადი მწყემსის სინაზეს, რომელიც ხელში აიყვანს კრავს, სათუთად იცავს თავის ფარას, როცა უსაფრთხო ბილიკებით გადაჰყავს. ქრისტეს მიმდევრებმა უნდა გამოავლინონ მისი სინაზე და გულმოწყალება, ასევე აჩვენონ ყველას იმ ჭეშმარიტების გადაცემის სურვილი, რომელიც მარადიულ ცხოვრებას ნიშნავს იმათთვის, ვინც მას ჩასწვდება და ყურად იღებს.ქიმ 42.5