Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უილიამ მილერის მოწმობა, 26 ნოემბერი

    „ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არ ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი” (2 კორ. 2:8, 9).ქიმ 333.1

    უილიამ მილერმა შეაშფოთა სატანის სამეფო და მთავარი მტერი შეეცადა შეესუსტებინა მისი უწყების გავლენა და გაენადგურებინა თვით მაცნე. მამა მილერს წერილების ჭეშმარიტება მსმენელთა გულებამდე მიჰქონდა და პრაქტიკულ დასკვნებსაც აკეთებდა, ამიტომ ფორმალურ ქრისტიანთა რისხვა დაატყდა თავს, როგორც თავის დროზე იუდეველთა რისხვა დაატყდა ქრისტესა და მის მოციქულებს. ოფიციალური ეკლესიის მეთაურები აქეზებდნენ ბრბოს და მტრებმა რამდენჯერმე მოაწყვეს შეთქმულბა უილიამ მილერის მოსაკლავად, როცა კრებიდან უნდა გამოსულიყო. მაგრამ ურწმუნო ბრბოშიც იყვნენ წმინდა ანგელოზები და ერთერთმა მათგანმა, ადამიანის სახე რომ ჰქონდა მიღებული, ხელი მოჰკიდა ღვთის მორჩილს და გაიყვანა გამხეცებული ბრბოდან უშიშარ ადგილზე. უილიამ მილერს ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული მინდობილი სამუშაო და სატანა დამქაშებითურთ იმედგაცრუებული დარჩა - განზრახვა ვერ განახორციელა.ქიმ 333.2

    როდესაც მილერმა თავის ქადაგებათა სავარაუდო გავლენა შეადარა იმას, თუ როგორ იქნა ისინი მიღებული რელიგიური სამყაროს მიერ, მან თქვა: „ეს სიმართლეა, რომელიც არ გაგვაკვირვებს, თუ გავეცნობით ამჟამინდელი გახრწნილი საუკუნის მდგომარეობას... მე ნამდვილად გამოვცადე ძლიერი წინააღმდეგობა კათედრიდანაც და ეგრეთ წოდებული რელიგიური პრესის მხრიდანაც; ადვენტისტური უწყების ქადაგების დროს უნებურად გამოვამზეურე ის, რომ მრავალი ჩვენი რელიგიური მოძღვარი შენიღბული უღმერთოა...ქიმ 333.3

    ჭეშმარიტად, ჩვენ ვცხოვრობთ უცნაურ დროში. დიახ, მოველოდი, რომ ქრისტეს მალე მოსვლის სწავლება უღმერთოთა, ღვთისმგმობელთა, ლოთთა, აზარტულ მოთამაშეთა და მსგავსთა წინააღმდეგობას წააწყდებოდა; მაგრამ არ მეგონა, რომ სახარების მსახურნი და გარეგნულად რელიგიური ადამიანები ამ დაცემულ ხალხთან ერთად დაიწყებენ მეორედ მოსვლის შესახებ საზეიმო სწავლების გამასხარავებას მაღაზიებში და საზოგადოებრივ ადგილებში”...ქიმ 333.4

    ვით მაცხოვრის დროს, დღესაც აგებენ სამარხებს გარდაცვლილ წინასწარმეტყველთათვის, რათა განადიდონ და თან უფლის მაცნეთ დევნიან. ურწმუნო და ურჯულო ხალხს ეზიზღება და სძულს უილიამ მილერი, მაგრამ მისი შრომები სამყაროსათვის კურთხევად იქცა. მისი ქადაგებების გავლენით ათასობით ცოდვილი მოიქცა, განდგომილნი დაბრუნდნენ ეკლესიაში, მრავალთ გაეღვიძათ წერილთა კვლევის სურვილი. მათ ბიბლიაში ჰპოვეს აქამდე უცნობი სილამაზე და დიდება.ქიმ 333.5