Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყველანი მოწოდებულნი არიან, იყვნენ ღვთის შვილნი, 21 ივლისი

    „საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით, ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორც არის” (1 იოან. 3:2).ქიმ 205.1

    წაიკითხეთ იოან. 3:1-3. აქ იოანე ჭვრეტს უსაზღვრო ღმერთის უკიდეგანო სიყვარულს. იოანეს არ შეუძლია მის აღსაწერად საჭირო სიტყვების პოვნა და მოუწოდებს წუთისოფელს მის საჭვრეტლად. ძველი აღთქმის სახეები და ჩრდილები ქრისტეზე წინასწარმეტყველებდნენ. ადამიანებმა, რომლებიც ქრისტეს თან დაჰყვებოდნენ მისი მიწიერი ცხოვრების დროს, მისი საქმეები ახალ აღთქმაში აღწერეს. სამნახევარი წელი ეუფლებოდენ მოწაფეები ქრისტეს ბაგეთაგან მოწოდებულ გაკვეთილებს. ის იყო ყველაზე დიდებული მასწავლებელი, რომელსაც კი ოდესმე იცნობდა კაცობრიობა... რამ მიიყვანა იგი იქ? ადამმა და ევამ დაარღვიეს უფლის კანონი ედემში...ქიმ 205.2

    ვიდრე ჩვენს წუთისოფელში მოვიდოდა, ქრისტე აკვირდებოდა მას და ხედავდა, რომ სატანურმა ძალამ დაიპყრო ადამიანთა ოჯახი. რადგანაც ადამმა შესცოდა, სატანამ თავისი უფლებები ახლა მთელს კაცობრიობაზე განაცხადა. ის მიუთითებდა უბედურებასა და სნეულებაზე და ამაში ღმერთს ადანაშაულებდა. სატანამ განაცხადა, რომ ღმერთი არ გაიღებს მოწყალებას და მათ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ მას ემსახურონ. იესო დათანხმდა, საკუთარი სიცოცხლე გაეღო ჩვენი ხსნისათვის. მან გაიხადა მეფური სამოსელი და ჩამოიხსნა გვირგვინი, რათა კაცობრიობა ღმერთთან შეერწყა...ქიმ 205.3

    რადგან დაირღვა უფლის კანონი, გაჩნდა აზრი, თითქოს ადამიანებს მისი შესრულების ძალა არ შესწევთ... იესო ქრისტეში ადამიანური ღვთიურს შეერწყა. ის მოვიდა წუთისოფელში, რათა აეყვანა კაცობრიობა ღმერთთან ერთ ზნეობრივ დონეზე. მან გაუძლო იმ გამოცდას, რომელიც ვერ დაძლია ადამმა. მან წინააღმდეგობა გაუწია და გაიმარჯვა სატანის ცდუნებებზე. სატანა უფლის ძეს მიუახლოვდა, როგორც სინათლის ანგელოზი და სწორედ ასევე შეუძლია მას ჩვენი ცდუნება.ქიმ 205.4

    იესო ქრისტემ გაიმარჯვა ცდუნების უდაბნოში. იორდანეს ნაპირებზე მან აღავლინა ისეთი ლოცვა, როგორიც არასოდეს სმენია ზეცას. მისმა ლოცვამ გაარღვია ბნელეთი და უმაღლეს ზეცას მიაღწია. ზეცა გაიხსნა და სულიწმიდა ოქროსფერი მტრედის სახით დაეშვა მასზე, ხოლო ზეციდან გაისმა უფლის ბაგეთაგან გამოსული სიტყვები: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”. ძალიან ბევრს არ ესმის, რაოდენ დიდია ჩვენთვის ამ სიტყვების მნიშვნელობა. მან „მოგვმადლა თავის საყვარელში”...ქიმ 205.5

    ქრისტე მოვიდა ჩვენს დედამიწაზე, სამყაროს სულ მცირე ნაწილზე და პატივი მიაგო იმით, რომ მიიღო ადამიანის ბუნება. მან განადიდა ადამიანი ყველა შექმნილ არსებათა თვალში.ქიმ 205.6