Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო ეჩვენება მოწაფეებს, 17 ოქტომბერი

    „როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის” (ლუკ. 24:30, 31).ქიმ 293.1

    მომზადდა უბრალო ვახშამი - პური. აწვდიან სტუმარს და იგი იწვდის ხელებს, რათა აკურთხოს საჭმელი. გაოცებული მოწაფეები თვალს არ აშორებდნენ მას: მათმა თანამგზავრმა ზუსტად ისე გაიწოდა ხელი, როგორც ამას მათი მოძღვარი აკეთებდა. გაფაციცებით აკვირდებიან და მის ხელებზე ლურსმნის ნაკვალევს ხედავენ! და მაშინ ორივეს ერთხმად აღმოხდება: „ეს ჩვენი უფალი იესოა, მკვდრეთით აღმდგარი!”ქიმ 293.2

    ისინი დგებიან, რათა დაეცნენ მის ფერხთით და თაყვანი სცენ, მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის. ისინი დაჰყურებენ ადგილს, სადაც სულ ახლახანს იჯდა მათი უფალი, ვისი ცხედარიც ცოტა ხნის წინათ სამარხში ესვენა და აღელვებით ეუბნებიან ერთმანეთს: „განა არ ღვიოდა ჩვენი გული ჩვენში, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს გვიხსნიდა!”ქიმ 293.3

    ახლა, ასეთი დიდი ამბის მომსწრე მოწაფეებს აღარ შეუძლიათ მშვიდად ვახშმობა და საუბარი. დაღლილობა და შიმშილი სადღაც გაქრა. გახარებული მოწაფეები მაშინვე ბრუნდებიან უკან იმავე გზით, სადაც ახლახან მიდიოდნენ უფალთან ერთად. ჩქარობენ, ეს დიდებული ამბავი აცნობონ ქალაქში მყოფ მის მოწაფეებს. ამოვიდა მთვარე, მაგრამ მათ ახლა სიმართლის მზე უნათებთ. გული სიხარულით უცემთ. ეჩვენებათ, რომ სხვა სამყაროში არიან. მათი მხსნელი - ქრისტე, ცოცხალია! ისინი აღარ გლოვობენ მკვდარ ქრისტეს, არამედ ზეიმობენ გამომსყიდველის გაცოცხლებას...ქიმ 293.4

    ზოგან გზა სახიფათოა, მაგრამ ისინი ციცაბოზე მიცოცავენ და სიპ ქვებზე ხშირად უცურდებათ ფეხი. მოწაფეები ვერ ხვდებიან, რომ მათ იცავს ის, ვინც ახალხან მათთან ერთად მიაბიჯებდა. კომბლით ხელში ისინი ჯიუტად მიიწევენ წინ, ცდილობენ სწრაფად იარონ. გზა ერევათ, მაგრამ კვლავ პოულობენ. ხან სირბილით, ხან ბორძიკით ჯიუტად მიიწევენ წინ, ხოლო გვერდზე მიჰყვებათ მათი უხილავი მგზავრი.ქიმ 293.5

    იერუსალიმში შესულები მიემართებიან ზემოთვალისაკენ, სადაც იესომ გაატარა საღამო თავისი ჯვარცმის წინ და მოძღვრავდა მოწაფეებს. უკვე გვიანია, მაგრამ მოწაფეებმა იციან, რომ მათ თვალს ძილი არ მიეკარება, სანამ ზუსტად არ შეიტყობენ, რა დაემართა მათი უფლის ცხედარს. ხედავენ, ზედათვალის კარი დაკეტილია. ისინი აკაკუნებენ და შესვლას ითხოვენ, მაგრამ პასუხს არავინ სცემს. მაშინ ისინი ამბობენ თავიანთ სახელებს, კარი ფრთხილად იღება და მათი შესვლისთანავე იკეტება, რათა ჯაშუში არ შემოძვრეს.ქიმ 293.6