Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „ღმერთს უნდა ვემორჩილებოდეთ” , 24 ოქტომბერი

    „მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს” (საქმე. 5:29).ქიმ 300.1

    მრავალ რელიგიურ კამათში უმთავრესად უსიამოვნებას იწვევს ის, რომ ვიღაცის „მე”-ს სურს გაბატონება. რაში? საკითხებში, რომლებზეც არაფერია დამოკიდებული და მნიშვნელობას მხოლოდ ადამიანები ანიჭებენ. იხ. მათ. 12:31-37; მარკ. 14:56; ლუკ. 5:21; მათ. 9:3.ქიმ 300.2

    მოდით, ვნახოთ ისტორია ადამიანებისა, რომლებიც იუდეველ მღვდლებსა და გამგებლებს ძალზე საშიშად მიაჩნდათ, რადგან მათ შემოჰქონდათ უცნაური მოძღვრებები ღვთისმეტყველების თითქმის ყველა საკითხზე. მოციქულები დაემორჩილნენ სულიწმიდის განკარგულებას: „წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა”...ქიმ 300.3

    მღვდლები და მთავრები მოციქულებს გრძნობის კარნახით რომ მოქცეოდნენ, მატიანე სხვაგვარი იქნებოდა, რადგან უფლის ანგელოზი ყურადღებით ადევნებდა თვალს მოვლენებს, მზად იყო განედიდებინა უფლის სახელი, თუ მის მსახურებს ძალადობას დაუპირებდნენ.ქიმ 300.4

    „მოიყვანეს სინედრიონის წინაშე და დააყენეს და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა და უთხრა: სასტიკად აგიკრძალეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით... მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს... და მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ. ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა”.ქიმ 300.5

    მაშინ სულიწმიდამ ზემოქმედება მოახდინა ფარისეველ გამალიელზე, რომელსაც ხალხი პატივს სცემდა. მან ასეთი რჩევა მისცა: „ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება, ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ. დაუჯერეს ეს...”ქიმ 300.6

    მაგრამ მღვდლებს და მთავრებს ისე დაეუფლათ სატანური აზროვნება, რომ მიუხედავად სასწაულებისა - სნეულის განკურნებისა და საპყრობილედან ღვთის მონათა გათავისუფლებისა - აღივსნენ ცრუ აზრითა და სიძულვილით და ძლივს იკავებდნენ თავს. „და დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს. ხოლო ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს”.ქიმ 300.7