Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენს სიტყვებსა და ქცევას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, 27 ივნისი

    „მაგრამ ეზრამ გულს იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სიმართლის სწავლება ისრაელში” (ეზრ. 7:10).ქიმ 181.1

    ეზრა აარონის ძეთა შთამომავალი იყო, მღვდელი, რომელიც ღმერთმა აირჩია, რათა ისრაელში სიკეთის იარაღად ქცეულიყო და დაებრუნებინა სამღვდელოებისათვის უწინდელი ღირსება და პატივი, რადგან მისი დიდება ძლიერ გაფერმკრთალდა ტყვეობის ჟამს. ეზრა დიდი ღვთისმოსაობითა და სიბეჯითით გამოირჩეოდა. ის აგრეთვე ნასწავლი ადამიანი იყო, მოსეს რჯულის გადამწერი. ამ თვისებებმა იგი თავისი დროის გამოჩენილ მოღვაწედ აქცია.ქიმ 181.2

    ღვთის სულმა გაუღვიძა ბიბლიის ისტორიული პოეტური წიგნების კვლევის სურვილი. მათ მისცეს უფლის კანონის აზრის სწორი გაგების საშუალება. ტყვეობის დროს უფლის ნების მართებული გააზრება გარკვეულწილად დაიკარგა. ეზრამ შეაგროვა კანონის ყველა ეგზემპლარი, რომელიც კი იპოვა. მან გაამრავლა და გაავრცელა ისინი უფლის შვილებს შორის და გახდა რჯულისა და წინასწარმეტყველების მასწავლებელი წინასწარმეტყველთა სკოლებში. წმინდა სიტყვა, რომელსაც ასეთი გულმოდგინებით ასწავლიდა ეზრა, იმ დროისათვის ფასდაუდებელ ცოდნას აძლევდა...ქიმ 181.3

    ზოგიერთი წინასწარმეტყველება სულ მალე უნდა აღსრულებულიყო. და ეზრა ბეჯითად იკვლევდა ხალხისაგან დაფარულ სინათლეს. ის მიისწრაფვოდა ამ ცოდნისაკენ, რადგან შემდეგ ხალხისათვის პრაქტიკულ ცხოვრებაში უფლის სიტყვის პრინციპების შეტანა ესწავლებინა...ქიმ 181.4

    ეზრას სურდა სხვებისათვის ის ესწავლებინა, რაც მისთვის იყო ცნობილი და ამრიგად იგი უფლის რუპორი გახდა, ასწავლიდა მის ირგვლივ მყოფთ წმინდა პრინციპებს, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ ზეცის მკვიდრნი... ასეთი სახით სწავლებისას, ის გადასცემდა ხალხს მარადიული და ურყევი ჭეშმარიტებების ცოდნას...ქიმ 181.5

    როცა ეზრა წმინდა წერილებიდან ამოკრებილ ცოდნას ხალხს გადასცემდა, შრომისადმი მისი უნარი და ნიჭი მრავლდებოდა და ვითარდებოდა. ის ამქვეყნად ღმერთის მოწმე გახდა და ამცნობდა ადამიანებს იმას, თუ რას წარმოადგენს ბიბლიური ჭეშმარიტება, როცა იგი კაცის ყოველდღიურ ცხოვრებად იქცევა.ქიმ 181.6

    ეზრას სიტყვა და საქმე მის თანამემამულეებზე დიდ გავლენას ახდენდა, რადგან სულიწმიდა იყო მასზე... ის გულმოდგინედ ამზადებდა თავის გულს ამ საქმიანობისათვის, რომელიც, მისი აზრით, ზეცამ დაავალა. ის იკვლევდა წმინდა წერილს, რომელიც ღმერთთან აღთქმადადებული ხალხის მოვალეობაზე ლაპარაკობდა, ხალხისა, რომელმაც იპოვა ღვთის ხალხის საზეიმო დაპირება უფლის სიტყვის შესრულების თაობაზე; იპოვა მან ღვთიური კურთხევის დაპირებაც მორჩილთათვის...ქიმ 181.7

    თითოეულ ჩვენგანს განსაზღვრული დავალება აქვს, რომელიც მხოლოდ კურთხეული ძალისხმევით შესრულდება. შევძლებთ თუ არა ვაქციოთ ეზრას მაგალითი გზის გამკვლევ ვარსკვლავად ჩვენს ცხოვრებაში და ვისწავლით თუ არა წერილების ცოდნის სწორ გამოყენებას?..ქიმ 181.8