Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტემ სატანასთან კამათზე უარი თქვა, 2 ივლისი

    „როცა ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის” (ლუკ. 11:21).ქიმ 186.1

    ის (სატანა) დასცინოდა იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტე, ზეცის დიდება, განწირულია უდაბნოში შიმშილისაგან ტანჯვისათვის. ნუთუ ღმერთი ამგვარად მოექცევა თავის ძეს? ნუთუ მიატოვებს იგი მას უკაცრიელ ადგილას მხეცებთან ერთად ულუკმაპუროდ, თანამგზავრისა და ნუგეშის გარეშე? ის ჩასჩურჩულებდა მას, რომ ღმერთს არასოდეს სურდა თავისი ძე ამ მდგომარეობამდე მიეყვანა...ქიმ 186.2

    სატანას ყურებში ჯერ კიდევ ესმოდა ზეციდან ჩამოსული სიტყვები: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”. მაგრამ მან მტკიცედ გადაწყვიტა, გადაერწმუნებინა ქრისტე ამ მოწმობაში. უფლის სიტყვა არწმუნებდა ქრისტეს მის ღვთიურ მისიაში... სატანის მიზანს კი წარმოადგენდა, რომ ქრისტეს ეჭვი შეპარვოდა ამ სიტყვაში. სატანას რომ მიეღწია ღმერთის მიმართ ქრისტეს ნდობის შერყევისათვის, მაშინ დიად ბრძოლაში გამარჯვება მას ერგებოდა, მან ეს კარგად იცოდა. ის დაამარცხებდა ქრისტეს და იმედი ჰქონდა, რომ შიმშილის ძლიერი გრძნობა და მჭმუნვარება მამისადმი რწმენას დააკარგვინებდა ქრისტეს და ის მოახდენდა სასწაულს თავის დასაპურებლად. მას რომ ეს გაეკეთებინა, ხსნის გეგმა ჩაიშლებოდა.ქიმ 186.3

    მიუგო მას იესომ: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით”. ქრისტე გაფრთხილებული იყო იმის თაობაზე, რომ არ ეკამათა სატანასთან. და თუმცა თავიდანვე გააზრებული ჰქონდა მტრის სიახლოვე, ვერაფერი უბიძგებდა მასთან პოლემიკის გამართვისაკენ. გაიხსენა ზეციდან მომავალი ხმა და დამშვიდდა თავისი მამის სიყვარულში. მას არ სურდა ცდუნების შესახებ მსჯელობა.ქიმ 186.4

    სატანა აცდუნებდა პირველ ადამს ედემში და ადამი ჩაება საუბარში მტერთან, რითაც მას უპირატესობა მიანიჭა. სატანამ თავისი ჰიპნოზური ძალა გამოავლინა ადამისა და ევას მიმართ და ცდილობდა იგივე ძალით ქრისტეზეც ემოქმედა. მაგრამ წმინდა წერილიდან ციტატის გაგონების შემდეგ მიხვდა, რომ გამარჯვების შანსი აღარ უნდა ჰქონოდა.ქიმ 186.5

    სატანა მიუჩოჩდა ქრისტეს მასზე გამარჯვების იმედით. ეჩვენებოდა, რომ მასთან შედარებით ყველა უპირატესობა გააჩნდა. მაგრამ იგი დამარცხდა მხსნელის მოკრძალებითა და მორჩილებით, აგრეთვე უფლის სიტყვის სასოებით. მოკრძალებული, მორჩილი და ერთი შეხედვით, უძლური ქრისტე ყველაზე ძლიერ, სრულად აღჭურვილ მეომარზე ძლიერი იყო. ო, როგორ ცდილობდა სატანა მის იძულებას, შეეცოდა ღმერთის წინააღმდეგ! მაგრამ მისმა ვერანაირმა ძალისხმევამ ვერ აიძულა ქრისტე, ოდნავ მაინც შერყეულიყო ღმერთისადმი მისი რწმენა.ქიმ 186.6

    ჩვენს მხსნელს შეეძლო მიეღო ზეციური გამოცხადება და ამავე დროს არ გაკადნიერებულიყო... მტერი ვერაგია და თავხედი, მაგრამ მისი დამარცხება მაინც შეიძლება. ის ძლიერი, კარგად შეიარაღებული მეომარია, მაგრამ თუკი ჩვენი ხსნის ბელადის გვერდით ვიქნებით, გამოვიყენებთ იარაღს, რომელიც მან გადმოგვცა, გავიმარჯვებთ.ქიმ 186.7