Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო აფასებს ძღვენს, მისთვის სიყვარულით მირთმეულს, 2 სექტემბერი

    „როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა” (მათ. 26:6, 7).ქიმ 248.1

    ამ მაგალითში ბევრია ჭკუის სასწავლებელი. იესო, წუთისოფლის გამომსყიდველი, უახლოვდება ჟამს, როცა სიცოცხლე უნდა შესწიროს ცოდვილ წუთისოფელს. მაგრამ მის მოწაფეებსაც კი არ ესმოდათ, ვის კარგავდნენ! მარიამი ვერ ბედავდა ამაზე საუბარს. მისი გული აღსავსე იყო წმინდა სიყვარულით. მის გულში მოზღვავებული გრძნობები შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით: „რით გადავუხადო უფალს ყოველივესათვის, რაც მე მომიზღო?” მისი ნელსაცხებელი, რაგინდ ძვირფასი, მხოლოდ სუსტი გამოხატულება იყო მისი სიყვარულისა უფლისადმი. მაგრამ ქრისტემ შეძლო მარიამის ძღვენის მიჩნევა სიყვარულის გამოხატულებად და მარიამის სული აღივსო სიმშვიდითა და ბედნიერებით.ქიმ 248.2

    ქრისტე აღტაცებულია მარიამის სურვილით - შეასრულოს უფლის ნება. იგი იღებს მის წმინდა, ღრმა გრძნობას, რომელიც გაუგებარია მისი მოწაფეებისთვის... მარიამმა სურნელოვანი ნელსაცხებელი სიყვარულით უძღვნა და ამით დაფასდა იგი ქრისტეს თვალში... იესომ დაინახა მარიამის შეცბუნება გაკიცხვის მოლოდინში მის წინაშე, ვინც უყვარდა და ვისაც ეთაყვანებოდა. მაგრამ ნაცვლად მოესმა საქებარი სიტყვები. „რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა? ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად.” სხვა ცხება აღარ ეღირსა იესოს, რადგან ახლოვდებოდა შაბათი, რომელსაც იცავდნენ მცნების თანახმად... მარიამის სურვილი - აღესრულებინა სწორედ ეს მსახურება ქრისტესთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე მთელი ნარდი და უძვირფასესი კეთილსურნელებანი, რადგან მასში გამოიხატა წუთისოფლის გამომსყიდველის მარიამისეული მაღალი შეფასება. ეს საქციელი მარიამს ჩაადენინა ქრისტეს სიყვარულმა...ქიმ 248.3

    მარიამმა სულიწმიდის ძალით დაინახა იესოში იგი, ვინც მოვიდა, რათა მოძებნოს და იხსნას დაღუპვის პირას მდგომი ადამიანები. ყოველი მოწაფე უნდა ყოფილიყო ანთებული ამგვარი ერთგულებით.ქიმ 248.4