Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ეძიეთ ბიბლიური ჭეშმარიტება ნებისმიერ ფასად, 12 მარტი

    „ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია” (1 იოან. 5:3).ქიმ 74.1

    ქრისტემ გაიღო უდიდესი მსხვერპლი, როდესაც საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის გაწირა ჯვარზე. ჩვენ რის გაცემას ვაპირებთ მისი სიყვარულისთვის? იესო ითხოვს: „თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები” - არა ერთი ან ცხრა, საკუთარი შეხედულებებისამებრ, არამედ ათივე. აუცილებელია ყველა მისი მცნების შესრულება. იოანე მოგვითხრობს მათ შესახებ, ვინც ისე იქცევა, თითქოს უყვარს ღმერთი, მაგრამ არ ასრულებს მის მოთხოვნებს. „ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება”. „ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია”.ქიმ 74.2

    თქვენ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: ე. ი. თქვენ გჯერათ, რომ მთელი განათლებული სამყარო ცდება, ხოლო ერთი მუჭა საცოდავი ხალხი, რომლებსაც ყველა გაუნათლებელ პლებეებად თვლის, გადარჩება? მე გიპასუხებთ: იესო უმეტესწილად უბრალო ხალხთან ურთიერთობდა. ის არ იჭერდა სწავლული რაბინების ან უფროსების მხარეს. მას ვერ ნახავდით ამა ქვეყნის მბრძანებელთა შორის. მისი ადგილი უბრალო და მოკრძალებულ მშრომელებთან იყო. ჭეშმარიტებას არასოდეს აღიარებდა უმრავლესობა, როგორც წესი, ამას უმცირესობა აკეთებდა.ქიმ 74.3

    ზეციური ანგელოზები არ ეწვივნენ წინასწარმეტყველთა სკოლებს და არ გალობდნენ ტაძრებისა და სინაგოგების თავზე, არამედ გაეშურნენ უბრალო მწყემსებისაკენ, რომლებიც საკმაოდ მორჩილნი იყვნენ, რათა მიეღოთ მათი ცნობა. ისინი სიხარულით გალობდნენ და ამცნობდნენ მხსნელის შესახებ ბეთლემის ველებზე, მაშინ, როცა წუთისოფლის დიდებულნი, მეთაურნი და პატივცემული ადამიანები დარჩნენ წყვდიადში, რადგან სავსებით აწყობდათ საკუთარი მდგომარეობა და სულაც არ საჭიროებდნენ იმაზე მეტი ღვთისმოსაობის შეძენას, რასაც ფლობდნენ. წინასწარმეტყველთა სკოლების მასწავლებლები, მწიგნობრები, მღვდლები და მმართველები ქრისტეს სასტიკად დევნიდნენ. სწორედ მათ, ვისაც ყველაზე მეტად გააჩნდა პრეტენზია საკუთარ მაღალ სულიერებაზე, შეიძულეს, უარყვეს და ჯვარს აცვეს ქრისტე.ქიმ 74.4

    გარეგნულად ძალიან კარგმა, დიდებულმა კაცებმა და ქალებმა თავისი ფანატიზმისა და თვითგანდიდების გამო შეიძლება ჩაიდინონ საშინელი საქციელი და ამავე დროს თავი მოიწონონ იმით, რომ თითქოს ღმერთს ემსახურებიან. ამიტომ არ შეიძლება მათ აზრზე დაყრდნობა. ჭეშმარიტება, ბიბლიური ჭეშმარიტება - აი, რა უნდა შევიძინოთ ნებისმიერ ფასად. კეთილშობილ მორწმუნეთა მსგავსად, ყოველდღიურად უნდა გამოვიკვლიოთ წმინდა წერილი გულწრფელი ლოცვით, ჭეშმარიტების შემეცნებით, ხოლო შემდეგ დავემორჩილოთ მას, რაც არ უნდა დაგვიჯდეს და არ უნდა ვუცქიროთ გამოჩენილ, კარგ ან რესპექტაბელურ ადამიანებს. თუკი ჭეშმარიტება ბიბლიაშია, ჩვენ მას იქ ვიპოვით. ძლიერნი ამა ქვეყნისანი აგრეთვე იპოვიან მას იქ. ჩემი ლოცვაც იმას შეეხება, რომ ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე გადასარჩენად.ქიმ 74.5