Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე, ჭეშმარიტი პასექი, შეეწირა ჩვენს ცოდვებს, 11 სექტემბერი

    „დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ” (ლუკ. 22:7, 8).ქიმ 257.1

    ქრისტემ აირჩია პეტრე და იოანე, რომელთაც გვერდიგვერდ უნდა ეშრომათ და მოემზადებინათ სერობა... „მან უთხრა მათ: აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა, და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გვეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამოო პასექი?”ქიმ 257.2

    ქრისტეს სურდა თავი დაეზღვია სერობაზე მოსულ მოღალატეთა ნებისმიერი ნაადრევი მოქმედებისაგან. მათ შეეძლოთ იუდას გეგმების მოყოლა. იუდეის მცხოვრებთ ჩვეულებად ჰქონდათ პასექის დღესასწაულზე მოსულ ყარიბთა შეფარება. ქრისტეს უწყება ბრძანებას ჰგავდა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამ ორ გალილეველს არ შეჰფეროდა უცნობთან ამგვარი კილოთი საუბარი, მაგრამ ყოველივე მოეწყო ქრისტეს წინასწარმეტყველების მიხედვით. მოწაფეები შეხვდნენ კოკიან კაცს, მიჰყვნენ მას, შეჰყვნენ სახლში, გადასცეს უფლის დანაბარები და პატრონი სიამოვნებით დაეთანხმა ქრისტეს დახმარებას...ქიმ 257.3

    ეს იყო მოწაფეებთან გატარებული ქრისტეს უკანასკნელი სერობა. მან იცოდა, რომ დადგა მისი ჟამი; იგი თავად იყო ჭეშმარიტი საპასექო კრავი და პასექის დღეს მსხვერპლად უნდა შეეწირათ. ქრისტემ იცოდა, რომ მოწაფეები არასოდეს დაივიწყებდნენ ამ საზეიმო მოვლენის გარემოებებს. მაგიდასთან მისხდომისთანავე ქრისტემ უთხრა მოწაფეებს: „სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ შევჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში”...ქიმ 257.4

    მოწაფეებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესოს ბევრის თქმა სურდა მათთვის. მოწაფენი მზად რომ ყოფილიყვნენ მისი სათქმელის მისაღებად, ასცდებოდნენ სულისშემძვრელ ტანჯვას, იმედგაცრუებასა და ურწმუნოებას. მაგრამ ქრისტე ხედავდა, რომ მოწაფენი ვერ დაიტევდნენ სათქმელს. დააკვირდა მათ სახეებს და გაფრთხილებისა და ნუგეშის სიტყვები შეეყინა ბაგეზე. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ქრისტე თითქოს რაღაცას უცდიდა. მოწაფენი უხერხულად იყვნენ. ერთმანეთს მიპყრობილი მზერა მოწმობდა მათ შორის შურსა და შუღლს... მათ სწამდათ, რომ ქრისტე განიმტკიცებს ძალაუფლებას და ავა დავითის ტახტზე. გულის სიღრმეში ყველას უნდოდა ამ სამეფოში უმაღლესი საფეხურის დაკავება.ქიმ 257.5