Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესომ გაუხსნა გონება თავის მიმდევრებს, 19 ოქტომბერი

    „მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად” (ლუკ. 24:45).ქიმ 295.1

    ქრისტეს გამოთქმები არ უნდა შეფასდეს მარტო მსმენელის შეთვისების უნარით. უნდა შევიცნოთ ის აზრი, რაც თვით ქრისტემ მიანიჭა მათ. მან მოიხმო ოდესღაც წინასწარმეტყველთა მეშვეობით აღმოჩენილი ძველი ჭეშმარიტებანი და მიაწოდა მსმენელს სრულიად ახალი, ზეციური გააზრებით. რა განსხვავებული იყო მათი ქრისტესეული განმარტება! ღრმა აზრის, სინათლის, სულიერების რა ნაკადები ეფინებოდა მსმენელთ მისი განმარტების წყალობით!ქიმ 295.2

    აღდგომის შემდგომ ქრისტემ გაუხსნა გონება თავის მიმდევრებს წერილების შესცნობად. ყოველივე დამახინჯებული იყო სატანის ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით. ჭეშმარიტებას შეცდომების ხარახურა ფარავდა და ვიწრო გონებით მისი დანახვა შეუძლებელი იყო. როცა ქრისტე ამბობდა, რომ ელის დამცირება, უარყოფა და ჯვარცმა, მოწაფეებს არ ესმოდათ, რას გულისხმობდა. მათ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ, რომ ქრისტემ უნდა შექმნას მიწიერი სამეფო, და როცა ის ლაპარაკობდა ტანჯვაზე, მოწაფეებს არ ესმოდათ მისი...ქიმ 295.3

    ქრისტეს სურდა მოწაფეებისათვის განემარტა მრავალი ჭეშმარიტება, მაგრამ არ შეეძლო, რადგან მოწაფეები ვერ დაიტევდნენ ნათელს, რომელშიც განმარტავდა ლევიანთა კანონებსა და მსხვერპლშეწირვებს. მათ არ შეეძლოთ, მიეღოთ და შეეთვისებინათ მთელი ეს ნათელი და, ღვთიური განგების მითითებით, უფრო დიდ ნათელში შესულიყვნენ.ქიმ 295.4

    იმავე მიზეზით ვერ ითვისებენ ქრისტეს დღევანდელი მოწაფეები ჭეშმარიტებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. მასწავლებლებიც კი, ვინც სხვებს ასწავლიან ჭეშმარიტებას, დახშული აღქმის გამო, ვერ ითვისებენ ბევრ რამეს, სანამ ცაში არ მოხვდებიან. ასე არ უნდა იყოს. მაგრამ როდესაც ადამიანები შეზღუდულად აზროვნებენ, ჰგონიათ ყველაფერი იციან და იცავენ ჭეშმარიტების ზერელედ შეთვისებულ პუნქტებს. ადამიანები იხშობენ გონებას, თითქოს მეტი არაფერი აქვთ შესათვისებელი. და უფალ ღმერთს რომ ეცადა მათი წინსვლა, ისინი ვერ დაიტევდნენ მომძლავრებულ ნათელს. ისინი ეჭიდებიან იმ ადგილს, სადაც, როგორც მათ ჰგონიათ, სინათლის სხივს ხედავენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი რგოლია იმ ჭეშმარიტებათა და აღთქმათა ჯაჭვისა, რომლებიც მათ უნდა შეისწავლონ...ქიმ 295.5

    ჭეშმარიტების ღრმად გამოკვლევა ჯილდო იქნება მორჩილი გულის მქონე მაძიებლისთვის, რომელიც ღვთისმოშიშია და უფალთან დადის. გონებით შეთვისებული ჭეშმარიტება მუდამჟამ ფართოვდება და ახალ წახნაგებს წარმოაჩენს... როცა გონება იაზრებს მის ფასეულ სიღრმეებს, კეთილშობილდება, მაღლდება და კურთხეული ხდება.ქიმ 295.6