Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ისრაელის გამოცდილება შაბათის დიდ მნიშვნელობას შეგვახსენებს, 13 აპრილი

    „იცოდეთ, რადგან უფალმა მოგცათ თქვენ შაბათი, ამიტომ გაძლევთ მეექვსე დღეს პურს ორი დღისათვის. იჯდეს თითოეული თავისთან, ნუღარავინ გამოვა თავისი ადგილიდან მეშვიდე დღეს. და უქმობდეს ხალხი მეშვიდე დღეს” (გამ. 16:29, 30).ქიმ 106.1

    ვიდრე სინაის მთაზე კანონს გადასცემდა, ღმერთი ყოველ კვირას ახდენდა სასწაულებს, რათა ხალხის შეგნებაში ჩაბეჭდილიყო შაბათის სიწმინდე. ის მანანას აფრქვევდა წვიმად ებრაელთა გამოსაკვებად და ისინიც ყოველდღე აგროვებდნენ ამ მანანას. მაგრამ მეექვსე დღეს ისინი აგროვებდნენ ჩვეულებრივზე ორჯერ მეტს მოსეს მითითების თანახმად...ქიმ 106.2

    „და ჭამდნენ ისრაელის ძენი მანანას ორმოცი წელი, დასახლებულ ქვეყანაში მათ მისვლამდე. მანანას ჭამდნენ ისინი, ვიდრე მივიდოდნენ ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე”. ამრიგად, ორმოცი წლის განმავლობაში ღმერთი ყოველ კვირას ახდენდა სასწაულს თავისი ხალხის წინაშე, რათა ეჩვენებინა, რომ შაბათი - ეს წმინდა დღეა.ქიმ 106.3

    ღმერთმა ბრძანა საწმიდრის აგება, სადაც მათ შეეძლოთ მისი თაყვანისცემა უდაბნოში მოგზაურობისას. ზეცამ მიიღო გადაწყვეტილება საწმიდრის გადაუდებლად აგების შესახებ. ვინაიდან ეს იყო წმინდა საქმე და იუდეველებს უნდა ეჩქარათ, ზოგიერთმა მათგანმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ საწმიდრის აქ ასაგებად უნდა ეშრომათ არა მხოლოდ კვირის ჩვეულებრივ დღეებში, არამედ შაბათსაც. ქრისტემ გაიგონა ეს წინადადება და მიხვდა, რომ ხალხს ემუქრება ხაფანგში მოხვედრის სერიოზული საფრთხე, რომ თითქოსდა საწმიდრის დროულად აგებისათვის შეიძლება მუშაობა შაბათსაც.ქიმ 106.4

    ებრაელებთან მიაღწია სიტყვამ: „ჩემი შაბათები დაიცავით”. თუმცა საწმიდრის აგების სამუშაო აჩქარებული ტემპებით უნდა შესრულდეს, შაბათის სამუშაო დღედ გადაქცევა არ შეიძლება. უფლის სახლის მშენებლობამაც კი არ უნდა შებღალოს ღვთის სიმშვიდის დღის წმინდა დაცვა. ასე ძლიერ ზრუნავს ღმერთი იმაზე, რომ მიეგოს სათანადო პატივი მისი ქმნილების ხელთუქმნელ ძეგლს.ქიმ 106.5

    შაბათი - ეს არის ნიშანი ღმერთსა და მის ხალხს შორის. ეს წმინდა დღეა, რომელიც ღმერთმა მოგვცა, დღე დასვენებისა და წმინდა ჭეშმარიტებებზე ფიქრისათვის. ღმერთის ჩანაფიქრით მისი დაცვა უნდა მოხდეს ყველა საუკუნეში, როგორც მარადიული მცნებისა...ქიმ 106.6

    როდესაც თავს ვიკავებთ მუშაობისაგან მეშვიდე დღეს, ჩვენ ვამოწმებთ წუთისოფლისათვის, რომ ღმერთის მხარეზე ვდგავართ და ვისწრაფვით მის მცნებებთან თანხმობაში ცხოვრებისაკენ. ამასთანავე ვაღიარებთ ჩვენს მბრძანებლად ღმერთს, რომელმაც შექმნა სამყარო ექვს დღეში და მეშვიდე დღეს დაისვენა... ჭეშმარიტმა შაბათმა უნდა დაიკავოს სათანადო ადგილი, როგორც დასვენების ღვთიურმა დღემ.ქიმ 106.7