Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთზე ჩვენი წარმოდგენები ჩვენს გამოცდილებაზეა დაფუძნებული, 26 მაისი

    „გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები. ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ” (ფსალმ. 76:12, 13).ქიმ 149.1

    გამოიჩინეთ სიფრთხილე წმინდა წერილის განმარტებისას. წაიკითხეთ იგი უფლის სიტყვისადმი გახსნილი გულით, მაშინ იგი ზეციურ სინათლეს აირეკლავს და გონიერებას მიუძღვნის უბრალოთ. უბრალონი - ეს არ ნიშნავს გონებაშეზღუდულნი, არამედ ისინი, ვინც არ მიისწრაფვის იმისათვის, რომ იყოს ორიგინალური და დამოუკიდებელი და არ ცდილობს გამოიჩინოს იმაზე მეტი სიბრძნე, ვიდრე ჭეშმარიტი ცოდნაა...ქიმ 149.2

    მეფსალმუნე დავითს ხშირედ ეცვლებოდა სულიერი მდგომარეობა, დროდადრო, როცა ის ასრულებდა უფლის ნებას და მის გზებზე ვიდოდა, ხარობდა მისი სული. მაგრამ, თუკი ის ამჩნევდა ღვთის წყალობისა და უცვლელი სიყვარულის საპირისპიროს, ყველაფერი მოღუშული და წყვდიადით მოცული ეჩვენებოდა... როდესაც დავითი ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და საფრთხეზე ფიქრობდა, ისინი იმდენად მრისხანე ეჩვენებოდა, რომ ეგონა, თითქოს ღმერთმა ცოდვაში დატოვა იგი. ის თავის ცოდვას იმდენად სერიოზულად აღიქვამდა, რომ ამბობდა: „ნუთუ სამუდამოდ მიმატოვა უფალმა? ნუთუ აღარ შემიწყალებს იგი?”ქიმ 149.3

    როცა მეფე ლოცულობდა და ტიროდა, მისთვის უფრო ნათელი ხდებოდა ღმერთის ხასიათი და თვისებები. ზეციური ძალებით განსწავლულმა დავითმა გადაწყვიტა, რომ ღმერთის მართლმსაჯულებასა და სიმკაცრეზე გაზვიადებული წარმოდგენა გააჩნდა... როდესაც ღმერთის მიერ ისრაელისათვის მიცემულ აღთქმასა და გარანტიებზე ფიქრობდა და ხვდებოდა, რომ ისინი განკუთვნილი იყო ყველასათვის, ვისაც ისინი ისევე ძლიერ სჭირდება, როგორც ისრაელს, მან გაითავისა ეს აღთქმები...ქიმ 149.4

    მიითვისა რა კანონიერად ეს აღთქმები და უპირატესობანი, დავითმა გადაწყვიტა, რომ მომავალში აღარ გააკეთებს აჩქარებულ დასკვნებს და არ ჩავარდება უიმედო სასოწარკვეთილებაში. გაამხნევა მისი გული ღმერთის ხასიათის გაცნობიერებამ, რომელიც მის მოძღვრებაში, მიმტევებლობაში, უსაზღვრო დიდებასა და მოწყალებაში ვლინდება.ქიმ 149.5

    მაგრამ კვლავ შეიცვალა დავითის შინაგანი მდგომარეობა. როდესაც ხედავდა, რომ ურჯულოებისა და ცოდვილებისათვის დაშვებულია კურთხევისა და წყალობის მიღება, ხოლო ღმერთის მოყვარულთ იმ სიძნელეებისა და გაუგებრობების დაძლევა უწევთ, რომელიც აშკარა ცოდვილებისათვის არ არსებობს, დავითმა გადაწყვიტა, რომ უსამართლოა ღმერთის გზები... „შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას. რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე... არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად”.ქიმ 149.6

    დავითი ვერ მიხვდა ამას მანამ, ვიდრე არ შევიდა ღვთის საწმიდარში: „ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს. მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე... ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება”.ქიმ 149.7