Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ადამიანი პირად რეპუტაციაზე ძვირფასია, 14 ივნისი

    „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი” (იონ. 1:2).ქიმ 168.1

    როდესაც ნინევეს მოსახლეობამ ღმერთის წინაშე მორჩილება გამოავლინა და წყალობის შესახებ შეჰღაღადა ღმერთს, გაიგონა მათი გმინვა: „შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბო—როტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო”.ქიმ 168.2

    მაგრამ იონამ თავისი ქცევით აჩვენა, რომ არ აფასებს ადამიანებს ამ ბიწიერ ქალაქში. ის უფრო თავის რეპუტაციას იცავდა და შიშობდა, ცრუწინასწარმეტყველად არ გამოეცხადებინათ იგი... ახლა, როცა იონა ხედავს ღვთიური გულმოწყალების აშკარა გამოვლენას, რამაც უბიძგა უფალს, დაენდო ქალაქი, იონა აღარ თანამშრომლობს ღმერთთან მისი მოწყალების განხორციელებაში და გულთან ახლოს არ მიაქვს ნინევეს მკვიდრთა ინტერესები. მას არ აწუხებს, რომ მრავალი ადამიანი, ვისაც სიმართლე არ ასწავლეს, დაიღუპება. მოუსმინეთ, როგორ შესჩივლა მან ღმერთს:ქიმ 168.3

    „ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი? გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავს ზემოთ აიზიდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა”.ქიმ 168.4

    მაშინ ღმერთმა თვალსაჩინო მაგალითი მისცა იონას: „მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ ღონემიხდილმა სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი ამ აყიროს გამო? მოუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე. უთხრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოცი ათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისაგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია?”ქიმ 168.5

    ნინევეს ისტორია - ეს ის გაკვეთილია, რომელიც კარგად უნდა შეისწავლოთ... უნდა გააცნობიეროთ თქვენი მოვალეობა გაუნათლებელ ხალხთან მიმართებაში, ხალხისა, რომელიც მანკიერებითაა შებილწული და თქვენს დახმარებას საჭიროებს.ქიმ 168.6