Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    წყვდიადში მუდამ კიაფობს შუქი, 3 ოქტომბერი

    „და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა” (მათ. 28:2).ქიმ 279.1

    ქრისტეს ჯვარცმისა და დაკრძალვის შემდეგ მოწაფეები დარდს არ უნდა გადაჰყოლოდნენ, ჯობდა გაეხსენებინათ ყოველივე, რაც ქრისტემ უთხრა, რათა მოემზადებინა ამ მოვლენისათვის. მაშინ წყვდიადში სინათლეს დაინახავდნენ და ასეთი საშინელი იმედგაცრუებაც ასცდებოდათ.ქიმ 279.2

    სანამ სამარხთან ვინმე მივიდოდა, მოხდა ძლიერი მიწისძვრა. ყოვლისშემძლე უფლის ანგელოზმა, ვისაც სატანის ადგილი ეჭირა, მამა ღმერთისგან მიიღო დავალება, შეიმოსა ზეციური სამოსელით და თავის გზაზე წყვდიადი გაფანტა. სახე ელვას ჩამოჰგავდა, თოვლივით სპეტაკი სამოსი ეცვა. როგორც კი ტერფები მიწას შეახო, შეზანზარდა იგი მისი ნაბიჯების ქვეშ. რომაელი ჯარისკაცები სამარხთან მორიგეობდნენ, როცა ეს საკვირველება მოხდა და მათ გული გაიმაგრეს, რათა გაეძლოთ სანახაობისათვის, რადგან მათ უნდა ეუწყებინათ ქრისტეს აღდგომა.ქიმ 279.3

    ანგელოზი სამარხს მიუახლოვდა, კენჭივით გადააგორა უზარმაზარი ლოდი და ზედ დაჯდა. ზეციურმა სინათლემ გააცისკროვნა სამარხი და ცა განათდა ანგელოზთა დიდებით. შემდეგ გაისმა მისი ხმა: „შენი მამა გეძახის, გამოდი” და იესო გამოვიდა სამარხიდან ძლევამოსილი გამარჯვებულის ნაბიჯით. აუწერელი აღტაცება დაეუფლა უფლის მომლოდინე ზეციურ ოჯახს და ძლევამოსილი ანგელოზი, რომელსაც ახლდა ზეციური მხედრობა, აღტაცებით დაიხარა ცის მეუფის, ქრისტეს წინაშე, როდესაც მან გამოაცხადა იოსების გახსნილ სამარხთან: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე”.ქიმ 279.4

    როცა ქრისტემ ჯვარზე წამოიძახა: „აღსრულდა”, მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც გახსნა ღვთის ერთგულ ადამიანთა მრავალი სამარხი. ისინი თავის დროზე ამოწმებდნენ ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ და ადიდებდნენ ცაბაოთ უფალს. ახლა, როცა სიცოცხლის მიმნიჭებელი გამოვიდა სამარხიდან და განაცხადა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე”, მოუწოდა წმინდანებს გამოსულიყვნენ სამარხებიდან. ოდესღაც ისინი გაბედულად, სიცოცხლის ფასად ამოწმებდნენ ჭეშმარიტებას. ახლა მათ უნდა დაემოწმებინათ, ვინ აღადგინა მკვდრეთით. „ეს ადამიანები, - თქვა ქრისტემ, - აღარ არიან სატანის ტყვეები. მე გამოვისყიდე და გამოვიყვანე ისინი საფლავებიდან, როგორც ჩემი ძალის ნაყოფი, რათა ისინი იქ იყვნენ, სადაც - მე, და აღარასოდეს იხილონ სიკვდილი და მწუხარება”.ქიმ 279.5