Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    არავის დაუძალებია ქრისტესთვის ჩვენი წუთისოფლის დანაშაულის ზიდვა, 17 სექტემბერი

    „ამ აგონიაში მყოფი მხურვალედ ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა” (ლუკ. 22:44).ქიმ 263.1

    არავის დაუძალებია ქრისტესთვის განწირული წუთისოფლის დანაშაულის ზიდვა. იგი ნებით დათანხმდა გაეღო სიცოცხლე, რათა ეხსნა წუთისოფელი. ღვთის ტახტის მოთხოვნებს მცდარად ხსნიდნენ სატანის ცრუ სიტყვებისა და საქმეების გამო. აი რად ფიქრობდნენ და გრძნობდნენ მამა და ძე, რომ საჭირო იყო შუამავალი...ქიმ 263.2

    ზეციური სამყარო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ქრისტეს მთელ ცხოვრებას - ყოველ ნაბიჯს: ყრმობიდან საშინელ სცენამდე. გადარჩენილნი უყურებდნენ ამ დაპირისპირებას, რა არაადამიანური ტანჯვით კვდებოდა ღვთის ძე, მათი საყვარელი მბრძანებელი, რათა ეხსნა დაკარგული და განწირული წუთისოფელი...ქიმ 263.3

    სატანა მთელი ძალით ახვევდა მას ცდუნებებს. იგი მიუთითებდა, რომ ამ წუთისოფლის ცოდვა, რომელიც ესოდენ შეურაცხმყოფელია ღმერთისთვის, - ეს ძალზე გაუსაძლისი სასჯელია. ამიერიდან არავისთვის იქნება იგი სუფთა, წმინდა და უცოდველი, ღვთის მხოლოდშობილი ძე.ქიმ 263.4

    ქრისტე უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქამდე იგი სხვებს ესარჩლებოდა; ახლა სხვისი გამოსარჩლება სწყურია, გაუძლებს კი მისი ადამიანური ბუნება ამგვარ დაძაბულობას? დაეკისრება თუ არა მას გზასაცდენილი წუთისოფლის ცოდვები ადამის დანაშაულიდან აქამომდე?..ქიმ 263.5

    უსასტიკესი კრიზისის ჟამს, როცა მაცხოვრის გული და სული ცოდვის გაუსაძლისი ტვირთისაგან იხლიჩებოდა, მხარდასაჭერად მოვლინებულ იქნა გაბრიელი. როდესაც ანგელოზი შეეშველა მის დასუსტებულ სხეულს, ქრისტემ აიღო მწარე სასმისი და დათანხმდა ბოლომდე დაელია. ტანჯულმა იხილა დაკარგული და განწირული წუთისოფლის გოდება და გასისხლიანებული ბაგეებით წარმოთქვა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს”...ქიმ 263.6

    ზეცაში სიჩუმე ისადგურებს; არფები დუმდება. ზეცის ბინადარნი ხედავენ თავიანთ უფალს სატანურ ძალთა ლეგიონების გარემოცვაში; ხედავენ, რომ მისი ადამიანური ბუნება დამძიმებულია იდუმალი საშინელებით, რომლის წინაშეც თრთიან... ზეციდან მოვლენილი ანგელოზის მიერ გაძლიერებული, ოფლიანი, სისხლიანი და გატანჯული იესო დგება და მესამედ ბრუნდება მოწაფეებთან... მაგრამ იმედგაცრუებულია, რადგან ხედავს, რომ მოწაფეებს სძინავთ მისი უსასტიკესი ტანჯვის ჟამს. ანგელოზებიც დაამწუხრა ამ სანახაობამ... ნაწინასწარმეტყველებია, რომ ძალმოსილი უფალი მარტო ეწამება და არც ერთი სულიერი არ იქნება მის გვერდით.ქიმ 263.7