Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    არასოდეს დადგება დრო ჩვენი უწყების შეცვლისა, 21 დეკემბერი

    „ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან” (მათ. 15:9).ქიმ 358.1

    მიმძიმს საუბარი, რადგან ვიცი, რაც მოგველის. ყოველგვარი ცდუნება დაატყდება თავს მას, ვისაც ცოცხალ ღმერთთან ყოველდღიური კავშირი არა აქვს. სატანის ანგელოზებს ბოროტი საქმეების ჩადენის დიდი გამოცდილება გააჩნიათ, ისინი რაღაც საოცრებას მოიგონებენ, რომელსაც დაერქმევა მოწინავე ნათელი და იქადაგებენ მას როგორც სიახლესა და ზებუნებრივ ძალას. მართალია, მათი უწყება შეიცავს რაღაც ჭეშმარიტებას, ოღონდ მასში შერეულია ადამიანის ნააზრევი და ადამიანური მცნებები... ერთი შეხედვით ჭეშმარიტი უწყება ღრმად უნდა გავიაზროთ და გაძლიერებულად ვილოცოთ, რადგან მტრის მზაკვრობა ძალიან ჰგავს სიმართლეს და ადამიანები გადაჰყავს მცდარ გზაზე, რომელიც ძალიან ჰგავს ჭეშმარიტებას...ქიმ 358.2

    მსახურთა ბანაკში ახალმა სიომ დაჰბერა. ბევრს სურს მიბაძოს სხვა ეკლესიებს, უბრალოება და მორჩილება მათთვის უცხოა. ახალგაზრდა მსახურებს ორიგინალობა სურთ და შემოაქვთ ახალი იდეები და გეგმები. ზოგი მათგანი ატარებს სულიერი აღორძინებისადმი მიძღვნილ კრებებს და ამით ეკლესიაში იზიდავს მრავალ ადამიანს. მაგრამ როცა აღგზნება გაივლის, სად აღმოჩნდება ეს მოქცეული ხალხი? სადაა ჭეშმარიტი მონანიება და ცოდვათა აღიარება? ცოდვილთ ევედრებიან იწამონ და მიიღონ ქრისტე, მაგრამ არ ითვალისწინებენ მათ წარსულ ცხოვრებას ცოდვასა და ურჩობაში. მათი გულები არ სწუხან, სულებს მონანიება არ მიჰკარებია. ცრუ მოქცეულნი არ ეცემიან კლდეზე, ქრისტე იესოზე...ქიმ 358.3

    უფალს სურს მისმა მსახურებმა იქადაგონ ძველი სახარება, ცოდვის გამო სინანული, მონანიება და აღსარება... ცოდვილთ უნდა იშრომონ გულმოდგინედ, სერიოზულად და ბრძნულად, სანამ ღმერთის რჯულის დარღვევაში დამნაშავედ არ იგრძნობენ თავს, არ მოინანიებენ ღვთის წინაშე და არ იწამებენ უფალ იესო ქრისტეს...ქიმ 358.4

    მსახურები არ უნდა თვლიდნენ სათნოებად თანამოძმეთაგან მოწყვეტას მეორეხარისხოვან საკითხებში უთანხმოების საბაბით. თუ ძმები იზიარებენ ძირითად ჭეშმარიტებებს, არ გამოედევნონ განსხვავებებს და არ იკამათონ უმნიშვნელო საკითხებზე. რთულ, მაგრამ ცხოვრებისეულად უმნიშვნელო საკითხებზე ფიქრი ხელს უშლის ძირითადი ჭეშმარიტების გააზრებას.ქიმ 358.5

    ურწმუნონი კრიტიკულად არიან განწყობილნი, ისინი მხოლოდ მიზეზს ეძებენ, რათა ქრისტესმიერი ჭეშმარიტება არ აღიარონ. როცა მათ შორის უთანხმოება წარმოიშვება, განზე გამდგარი მაყურებელი იტყვის: „სანამ თქვენ ჭეშმარიტების არსს გაარკვევთ, თქვენი რწმენის მისაღებად საკმაო დრო გვექნება”. ამრიგად, ქრისტიანთა კამათი და უთანხმოება უკეთურთ უპირატესობის მოპოვების საშუალებას აძლევს.ქიმ 358.6