Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    წყლის ღვინოდ გადაქცევა, 11 აგვისტო

    „ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა” (იოან. 2:11).ქიმ 226.1

    იესო ქრისტე ყველა მისიონერული საქმიანობის ინიციატორია ჩვენს წუთისოფელში. ის სასწაულებს ახდენდა, კურნავდა სნეულებს, მაგრამ არასდროს ახდენდა სასწაულებს საკუთარი თავის გამო. პირველი აღწერილი სასწაული მან მოახდინა საქორწინო ნადიმზე კანაში, როცა წყალი ღვინოდ აქცია...ქიმ 226.2

    ამ სასწაულით მას სურდა გადაეცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ დაუდუღარი ღვინო ბევრად უპირატესია დადუღებულ ღვინოზე. ქრისტეს დადუღებულ ღვინოდ არ გადაუქცევია წყალი. ამ შემთხვევისათვის გაკეთებული ღვინო შეესაბამებოდა ისეთ ღვინოს, როგორსაც ახლადდაკრეფილი ყურძნის მტევნებიდან გამოწურავენ ხოლმე. ქრისტემ იცოდა გონებაზე დადუღებული ღვინის ზემოქმედების შესახებ და როდესაც ხალხს სუფთა, დაუდუღარი ღვინო მისცა, მიუთითა ყურძნის წვენის გამოყენების უსაფრთხო ხერხზე.ქიმ 226.3

    ქრისტემ ამას ესოდენ დიდი ყურადღება მიაქცია არა იმიტომ, რომ მისკენ აღტაცებული მზერა და ქება გამოეწვია, არამედ მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომ გადაეცა. ის არ ამზადებდა და არც იყენებდა დადუღებულ ღვინოს... ქრისტემ წყალი ღვინოდ კი არა ახალდაწურულ ყურძნის წვნად გადააქცია. ისაა ჩვენთვის სამაგალითო ყველაფერში და სიკვდილის წინ თავისი ეკლესიისათვის მან უკანასკნელი მემკვიდრეობის სახით დატოვა პური, როგორც სიმბოლო თავისი სხეულისა, რომელიც წუთისოფლის ცოდვების გამო იქნა გაღებული და ღვინო, როგორც სიმბოლო მისი დაღვრილი სისხლისა. სერობის დროს მას არ შეეძლო არაფრის გამოყენება, გარდა უფუარი პურისა და დაუდუღარი ღვინისა, რადგან დადუღებული ღვინო სათანადოდ ვერ განასახიერებდა ქრისტეს სისხლს. ჩვენ შეგვიძლია ეს საკითხი სამუდამოდ გადაწყვეტილად ჩავთვალოთ.ქიმ 226.4

    ქრისტემ ეს სასწაული კიდევ ერთი გაკვეთილის გადასაცემად მოახდინა. მან არ დაუთმო მტერს, როცა იგი აცდუნებდა, სასწაული მოეხდინა და ქვა პურად გადაექცია. მაგრამ საქორწინო ნადიმზე მან მოისურვა შეკრებილთათვის თავის თანაგრძნობა და კეთილგანწყობა ეჩვენებინა. ქრისტე წუთისოფელში იმისათვის კი არ მოვიდა, რომ აეკრძალა ქორწინება ან დაერღვია ოჯახური კავშირები და ოჯახური კერის გავლენა. ის მოვიდა, რათა აღედგინა, აღემაღლებინა, გაეკეთილშობილებინა და გაესპეტაკებინა წმინდა სიყვარულის ყველა ნაკადი, რათა მიწიერი ოჯახი ზეციური ოჯახის სიმბოლოდ ქცეულიყო. ქრისტიანულ ოჯახში ღვთის მადლმა უნდა გარდაქმნას და მორჩილი გახადოს ადამიანის ხასიათი. მაშინ ეკლესია ქმედითუნარიანი გახდება.ქიმ 226.5