Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გამარჯვებას ჩვენი კი არა, უფლის ძალით ვაღწევთ, 7 მაისი

    „და როგორც კი ხალხმა საყვირის ხმა გაიგო, დასცა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცა კედელი, და ავიდა ხალხი ქალაქში... და აიღეს ქალაქი” (იესო 6:20).ქიმ 130.1

    უფლის ბრძანების თანახმად, იესო ნავეს ძე წინ უნდა გასძღოლოდა ისრაელიანთა ლაშქარს. იერიშით არ უნდა აეღოთ ქალაქი, არამედ წრე უნდა დაერტყათ მის ირგვლივ, ღვთის კიდობანს კი მღვდლები უნდა წასძღოლოდნენ წინ ბუკით ხელში. მთელ პროცესიას კი სათავეში რჩეული, იარაღასხმული მეომრები უნდა ჩასდგომოდნენ. მაგრამ ახლა თავიანთი მამაცობითა და საბრძოლო ხელოვნებით კი არ უნდა გაემარჯვათ, არამედ, უფლის მითითებების მორჩილად შესრულებით. მათ მიჰყვებოდათ შვიდი მღვდელი შვიდი საყვირით ხელში; შემდეგ კი - თავიანთ სამოსში გახვეული მღვდლები, რომელთაც ღვთიური შუქის დიდებული ბრწყინვალე შარავანდედით მოსილი უფლის კიდობანი მიჰქონდათ. მათ მიჰყვებოდათ ისრაელიანთა ლაშქარი, - ყოველი შტო საკუთარი დროშით... ირგვლივ გამეფებულ მდუმარებაში ადამიანთა მძიმე ნაბიჯებისა და საყვირთა საზეიმო ხმები ისმოდა, რომელიც მთებში ექოდ მეორდებოდა და კვლავ იერიხონის ქუჩებს უბრუნდებოდა...ქიმ 130.2

    ექვსი დღის განმავლობაში არტყამდნენ წრეს ქალაქს ისრაელიანნი. დადგა მეშვიდე დღე და, ირიჟრაჟა თუ არა, იესო კვლავ წაუძღვა უფლის მხედრობას. ახლა მათ შვიდჯერ უნდა შემოევლოთ ქალაქისათვის, მეშვიდე შემოვლაზე კი, ბუკის ძლიერ ხმასთან ერთად ძლიერი ყიჟინა უნდა დაეცათ, რადგან „ხელში ჩაუგდო უფალმა ქალაქი” მათ...ქიმ 130.3

    როგორც კი უკანასკნელი წრე დაარტყეს, პროცესია შეჩერდა. მცირე ხნით დადუმებულმა საყვირმა უჩვეულო, საოცრად ძლიერი ხმა გამოსცა, რისგანაც, თითქოსდა, მიწა შეინძრა. და თლილი ქვებისაგან აგებული კედლები, მისი მასიური ციხეკოშკებით ძირიანად შეირყა და ხმაურით ჩამოიქცა. შიშმა გააქვავა იერიხონის მცხოვრებნი. ისრაელიანთა მხედრობა კი შევიდა ქალაქში და დაისაკუთრა იგი.ქიმ 130.4

    გაიმარჯვეს ისრაელიანებმა, მაგრამ არა საკუთარი ძალისხმევით; ეს გამარჯვება უფალს ეკუთვნოდა; როგორც ყოველი პირველი ნაყოფი მიწისა, ეს ქალაქი და ყოველივე, რაც მასში იყო, უფლის შესაწირავი უნდა ყოფილიყო... მზვერავთა დაპირების თანახმად, გადარჩა მხოლოდ ერთგული რახაბი თავისი სახლეულითურთ...ქიმ 130.5

    იერიხონის მკვიდრთა სრული განადგურება იმ მითითების აღსრულება იყო, რომელიც ოდესღაც ქანაანის მცხოვრებთან დაკავშირებით მიეცა მოსეს: „და დაამარცხებ მათ... და არც დაინდო”... ბევრს ეს ბრძანება იმ სიყვარულისა და მოწყალების სულის საპირისპირო მიაჩნია, რომლითაც ბიბლიის სხვა ადგილებია გამსჭვალული. მაგრამ, ჭეშმარიტად უფლის უსაზღვრო სიბრძნითა და სიყვარულით იყო ნაკარნახევი იგი... ქანაანის მოსახლეობა კი წარწყმედილი იყო საშინელი, ბილწი კერპთაყვანისმცემლობით, ამიტომ საჭირო იყო მისგან დედამიწის განწმენდა, რადგან უფლის კეთილ განზრახვათა ასრულებას ხელს შეუშლიდა იგი.ქიმ 130.6