Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცოდვის შედეგები, 19 იანვარი

    „და დაემალნენ ადამი და მისი დედაკაცი უფალ ღმერთს ბაღის ხეთა შორის” (დაბ. 3:8).ქიმ 21.1

    ადამი არ ითვალისწინებდა თავისი ურჩობის ყველა შედეგს. მან არ გამოიწვია ღმერთი და არც არაფერი უთქვამს მის საწინააღმდეგოდ, უბრალოდ მან გააკეთა იმის საპირისპირო, რაც ღმერთმა ძალიან გასაგებად ბრძანა. დღესაც ძალიან ბევრი სწორედ ასე იქცევა და მათი ცოდვა ბევრად უფრო მძიმეა, რადგან მათ უკვე გააჩნიათ ადამის მაგალითი და მისი ურჩობის საბედისწერო შედეგები, რომლებიც გვაფრთხილებს უფლის კანონის დარღვევის შედეგების შესახებ. ამრიგად, ადამიანებისათვის სრულიად ნათელია ეს საკითხი და არანაირი გამართლება არა აქვთ მათ იმაში, რომ უარყოფენ ღმერთის ხელმწიფებას და არ ემორჩილებიან მას.ადამი დამორჩილდა ცოდვას და ვინაიდან დღეს ნათლად ვხედავთ, რა არის ცოდვა და რა შედეგები მოჰყვება მას, ჩვენ შეგვიძლია მიზეზიდან შედეგამდე მივიდეთ და გავაცნობიეროთ, რომ ცოდვა - ეს რომელიმე კონკრეტული საქციელი კი არ არის, როგორი საზარელიც არ უნდა იყოს იგი, არამედ - ნათლად გამოხატული ღვთიური ნებისადმი ურჩობის გამოვლენა. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს ღმერთის უარყოფას და მისი მმართველობის კანონების უგულებელყოფას.ქიმ 21.2

    ადამიანური ეგოს დამკვიდრებით ადამიანური ნება უმთავრეს პრინციპად იქცევა და როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ საჭიროა ღმერთის უზენაესი და წმინდა ნების პატივისცემა და მორჩილება მისდამი, ადამიანის ნება ეწინააღმდეგება მას, რადგან თავისას ეძებს. ამრიგად, ადამიანი ღვთიურ წარმომადგენელთან წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში იმყოფება.ქიმ 21.3

    ჩვენი პირველი წინაპრების ცოდვით დაცემამ გაწყვიტა ღვთიური ნებისადმი ადამიანის ნების უსიტყვო დამორჩილების ოქროს ჯაჭვი. მორჩილება უკვე აღარ ითვლებოდა აბსოლიტურ აუცილებლობად. ხალხი მოქმედებს საკუთარი შეხედულებებით, რომლებიც ღმერთმა დაახასიათა, როგორც ბოროტება ნებისმიერ ჟამს, როდესაც ლაპარაკობდა წარღვნამდელ მსოფლიოს მკვიდრთა Aშესახებ. უფალი იესო ამბობს, რომ დაიცვა თავისი მამის მცნებები. რა სახით დაიცვა მან ისინი? როგორც ადამიანმა. „მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, უფალო”. იუდეველთა მიერ ბრალდებულმა, მათ თავისი წმინდა, სათნო, სუფთა ხასიათი უჩვენა და გამოიწვია სიტყვებით: „ვინ მამხელს თქვენს შორის ცოდვაში?”ქიმ 21.4

    ჩვენ უფლება არა გვაქვს, ვემსახუროთ ღმერთს ისე, თითქოს აღარაფერი ადამიანური აღარ გვახასიათებს, არამედ უნდა ვემსახუროთ მას ჩვენს ადამიანურ ბუნებაში, რომელიც უფლის ძემ გამოისყიდა. ქრისტეს სიმართლის წყალობით, მიტევებული დავდგებით ღმერთის წინაშე ისე, თითქოს არასოდეს შეგვეცოდოს. ჩვენ ძალა აღარ გვეყოფა, თუ დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რას გავაკეთებდით, ანგელოზები რომ ვყოფილიყავით. რწმენით უნდა მივმართოთ იესო ქრისტეს და დავუმტკიცოთ ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი მისი მცნებებისადმი მორჩილების გზით.ქიმ 21.5