Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გაუძლებს თუ არა ჩვენი რწმენა გამოცდას?, 20 თებერვალი

    „და გააკეთა ნოემ ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა” (დაბ. 7:5).ქიმ 53.1

    და უთხრა ღმერთმა ნოეს, რომ ის, მისი ცოლი, ვაჟები და მათი ცოლები უნდა შევიდნენ კიდობანში. თქვენ ხედავთ, რა ცოტა ადამიანმა ირწმუნა ზეციური უწყება, უფლის სიტყვა და გადაურჩა წარღვნის წყლებს. ღვთის კანონის დარღვევის შედეგები მსოფლიოს მოსახლეობასა და მთელს დედამიწაზე ვრცელდებოდა. ყველგან ადგილი ჰქონდა ძალადობას და გარყვნილებას.ქიმ 53.2

    მაგრამ დადგა დრო, როდესაც ნოეს დროინდელი წუთისოფლის მცხოვრებნი უნიკალური სანახაობის მოწმენი გახდნენ. მათ, ვინც დასცინოდნენ ნოეს, დაინახეს, რომ ხდებოდა რაღაც საოცრება. ტყიდან და ყოველი მხრიდან კიდობნისაკენ წყვილწყვილად მოედინებოდნენ ცხოველები. ისინიც კი უფლის მცნებების დამცველნი იყვნენ, მაშინ როცა, ადამიანებმა ურჩობა გამოიჩინეს. შემდეგ ცაზე მათ მუქი ღრუბლები დაინახეს. ეს ფრინველები მოფრინავდნენ კიდობნისაკენ ურიცხვი რაოდენობით. მათმა გამოჩენამ უწმინდურ ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგრამ, თავის მსგავთა შორის დროის ფუჭად მატარებელთ მალე დაავიწყდათ ეს საოცარი სცენა და კვლავაც ურწმუნოებისა და გარყვნილების გარემოცვაში დარჩნენ.ქიმ 53.3

    შემდეგ ნოესა და მის ოჯახს ებრძანა კიდობანში შესვლა. ნოეს დროინდელი წუთისოფლის მკვიდრთათვის გამოსაცდელი ვადა უკვე დასრულდა. ნოე შევიდა კიდობანში, რის შემდეგაც მკვეთრად განათდა - ეს ზეცის ანგელოზი მოვიდა და მიხურა დიდი კარები. ნოე და მისი ოჯახი ჩაიკეტა კიდობანში, ხოლო ურწმუნო ხალხი გარეთ დარჩა. უფლის წყალობამ დატოვა ეს მანკიერი და გახრწნილი მოდგმა...ქიმ 53.4

    ნოესა და მისი ოჯახის საშინელი გამოცდა დაიწყო: შვიდი დღე ისხდნენ ისინი კიდობანში ჩაკეტილები, წვიმა კი არ ჩანდა. მათი მტრების დაცინვას, გმობას, ქილიკსა და საზეიმო შეძახილებს თითქოს ბოლო არ უჩანდა. მაგრამ შვიდი დღე მიიწურა და ცაზე აქამდე უხილავმა ღრუბლებმა დაიწყო შეკრება. ისინი ავისმომასწავლებლად შავდებოდა და ადამიანებს წვიმის პირველი წვეთები დაეცა.ქიმ 53.5

    აქამდე ადამიანებს წვიმა არ ენახა, მხოლოდ ნისლი ადიოდა დედამიწიდან და ნამავდა მიწას. ამიტომ უწმინდურნი კვლავაც იცინოდნენ და მხიარულობდნენ, დიდ ყურადღებას არ ანიჭებდნენ წვიმის პირველ წვეთებს. მაგრამ წვიმა გაძლიერდა და მხოლოდ მაშინ შეიპყრო ისინი მოუსვენარმა აზრებმა. მაგრამ, მძიმე წინათგრძნობის გასაფანტავად, ისინი კიდევ უფრო ეფლობოდნენ ურჯულოებაში და იმედით იცქირებოდნენ ზეცისაკენ, რათა გაეგოთ, ხომ არ გაიფანტა ღრუბლები. მაგრამ ღრუბლები სულ უფრო იკრებდნენ ძალას და წვიმაც განუწყვეტლივ მოდიოდა, ვიდრე უძლიერეს თავსხმად არ გადაიქცა.ქიმ 53.6