Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სიკვდილზე გამარჯვების პირველი ნაყოფი, 6 ოქტომბერი

    „სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა. გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ” (მათ. 27:52, 53).ქიმ 282.1

    თავისი მსახურების დროს ქრისტე მკვდრებს აღადგენდა. მან აღადგინა ნაინელი ქვრივის ვაჟი, ლაზარე და იაიროსის ასული. მაგრამ მათ უკვდავება არ მიენიჭათ. საკვირველი აღდგენის შემდეგ ისინი მაინც მოკვდებოდნენ და გაიხრწნებოდნენ. მაგრამ ვინც ქრისტეს აღდგომის შემდეგ გამოვიდნენ სამარხებიდან, ქრისტემ აღადგინა მარადიული სიცოცხლისათვის. ეს იყო ტყვეთა სიმრავლე, მასთან ერთად ამაღლებული, როგორც სიკვდილსა და საფლავებზე მისი გამარჯვების მონაპოვარი...ქიმ 282.2

    ისინი შევიდნენ ქალაქში და გამოეცხადნენ მრავალთ იმის ნიშნად, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით და თავადაც მასთან ერთად აღდგნენ. ზოგნი მათი ნახვით დაშინდნენ. ისინი უცილობლად მოწმობდნენ არა მარტო თავიანთ აღდგენას, არამედ ჯვარცმული გამომსყიდვლის აღდგენასაც. აღდგომის შემდეგ ქრისტე არავის არ სჩვენებია, გარდა თავისი მიმდევრებისა, მაგრამ დამოწმება მისი აღდგომისა მრავლად იყო. ეს დამოწმებები სხვადასხვა წყაროებიდან მოდიოდა, მათ შორის იყო ხუთასი კაცი, რომელიც გალილეაში შეიკრიბა აღმდგარი უფლის სანახავად. მათ დამოწმებას ვერავინ უარყოფდა. ქრისტეს აღდგომის წმინდა ფაქტები უკვდავყოფილია.ქიმ 282.3

    აღდგენილნი ზეციურ სამყაროს წარუდგინეს, როგორც მონაპოვარი - პირველსახე იმათი აღდგენისა, ვინც მიიღებს იესო ქრისტეს პირად მხსნელად და ირწმუნებს მას. ისინი სიმბოლურად გამოხატავდნენ მართალთა უკანასკნელ აღდგომას. ის ძალა, რომელმაც აღადგინა ქრისტე, აღადგენს მის ეკლესიასაც, როგორც მის პატარძალს, განადიდებს ქრისტესთან ერთად და აღამაღლებს ყველა მთავრობასა და ხელისუფლებაზე, ყოველგვარ სახელზე წუთისოფელშიც და ზეციურ სასახლეებშიც...ქიმ 282.4

    ქრისტე იყო პირმშო მკვდართაგან. იგივე სცენას, ქრისტეს აღდგომას, იუდეველები თვალს ადევნებდნენ ერთერთ წმინდა დღესასწაულზე. ისინი მოდიოდნენ ტაძარში პირველი მოსავლის აღების შემდეგ და აწყობდნენ სამადლობელ დღესასწაულს. პირველ სამკალს ისინი უძღვნიდნენ უფალს...ქიმ 282.5

    როდესაც ქრისტემ მოწაფეები აკურთხა, ცად ამაღლდა და ანგელოზთა მხედრობა გარს შემოერტყა ღრუბლის სახით. ქრისტემ აღადგინა და თან წაიყვანა, როგორც მონაპოვარი, სამარხებში მყოფი მკვდრები. იგი თავად მიუტანს მამა ღმერთს პირველმოწეულ ნაყოფს - აღმდგარ მიძინებულებს, მის მიერ სიკვდილისა და საფლავების დამარცხების უცილობელ დამოწმებას.ქიმ 282.6