Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთიური ძალის დაპირება, 14 ოქტომბერი

    „და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ” (ლუკ. 24:49).ქიმ 290.1

    ქრისტემ განადიდა რჯული მისი პირობების მიღების გზით, რაც წუთისოფლის ხსნას გულისხმობდა და ესწრაფოდა ზეცას, რათა მოწაფეებისათვის სულიწმიდის გამოგზავნით დაესრულებინა თავისი საქმე და მისია. ამგვარად სურდა მისი მორწმუნე ხალხის დარწმუნება, რომ არ დავიწყებია ისინი, თუმცა ახლა იმყოფება ღვთის გვერდით, სადაც მარად სიხარულის სისავსე სუფევს.ქიმ 290.2

    სულიწმიდა უნდა გადმოსულიყო მათზე, ვინც შეიყვარა ქრისტე წუთისოფელში. ამით ისინი წინამძღოლის განდიდების გზით მიიღებდნენ ყველა საჭირო ძღვენსა და უფლებამოსილებას დავალებული მისიის შესასრულებლად. სიცოცხლის მიმნიჭებელს ხელთ ეპყრა არა მარტო ჯოჯოხეთისა და სიკვდილის გასაღები, არამედ უხვი კურთხევის მთელი ზეცა. მას მინიჭებული ჰქონდა მთელი ძალაუფლება ცაში და დედამიწაზე. მან დაიჭირა თავისი ადგილი ზეციურ ეზოებში და ახლა შეეძლო, ებოძა ეს კურთხევა მათთვის, ვინც აღიარა იგი...ქიმ 290.3

    სულიწმიდა გამოიგზავნა როგორც ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე, რომლის მიღებაც წუთისოფელს შეეძლო. ეკლესია მოინათლა სულიწმიდის ძალით. მოწაფეები მზად იყვნენ, გასულიყვნენ წუთისოფელში და ექადაგათ ქრისტე ჯერ იერუსალიმში, სადაც სიმართლის მეუფე ასე სამარცხვინოდ დაამცირეს, შემდეგ კი დედამიწის კიდემდე. ეს იყო დამოწმება, რომ ქრისტე დაჯდა დიადი მღვდელმთავრის და შუამავლის ტახტზე ღვთის სამეფოში...ქიმ 290.4

    მამამ თავის ძეს ყოველგვარი პატივი მიაგო, დასვა რა თავის მარჯვნივ, ყველა მთავრობასა და ხელმწიფებაზე ბევრად მაღლა. მან უდიდესი სიხარულითა და აღტაცებით მიიღო ჯვარცმული, დაადგა დიდებისა და პატივის გვირგვინი. და ის მადლი და მოწყალება, რომელიც თავის ძეს უბოძა მისი დიადი გამოსყიდვის მიღებით, შეიძლება ებოძოს მის ხალხსაც. ვინც სიყვარულით უთმობს სიცოცხლეს ქრისტეს, მას მადლი მიეგება საყვარელ ძეში. ეს ადამიანები იზიარებენ ქრისტეს უდიდეს დამცირებას და მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ მის განდიდებაში, რამეთუ იმყოფებიან მასში. ღმერთს ისინი თავის ძესავით უყვარს. ქრისტე, ემანუელი დგას ღმერთსა და მორწმუნეთა შორის, ღვთიურ დიდებას ჰფენს რჩეულთ და მათ ნაკლსა და ურჯულოებას ფარავს შეუბღალავი სიმართლის სამოსით...ქიმ 290.5

    თუ ღვთის შვილები განიწმიდებიან მისი მცნებების მორჩილებით, ღმერთი მათ შორის იმოქმედებს. იგი განაახლებს მორჩილ, მომნანიებელ ადამიანებს, სიწმინდეს შესძენს მათ ხასიათს.ქიმ 290.6