Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყოველდღიური, ცხოვრებისეული მოვალეობები მნიშვნელოვანია, 11 ივნისი

    „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია” (ლუკ. 16:10).ქიმ 165.1

    როდესაც ელისე ელიას გაჰყვა და მასთან ერთად მოგზაურობდა, მას მსახურის როლი დაეკისრა; ის ძალზე მოკრძალებულ საქმეს ასრულებდა: ელიას ხელებზე წყალს უსხამდა. მიუხედავად ამისა, ელისე ბოლომდე თავდადებით ასრულებდა მოკრძალებულ სამუშაოს. უკანასკნელი ერთობლივი მოგზაურობისას ელისეს გამოეცხადა, რომ ელია ცად ამაღლდებოდა. თუმცა ელისეს მოუხმეს, როცა იგი თორმეტი უღელი ხარისა და გუთნის პატრონი იყო, ის უსიტყვოდ გაჰყვა ელიას, დატოვა მდიდარი სახლი, სადაც იგი უყვარდათ და ემსახურებოდა წინასწარმეტყველს, რომელიც მზად იყო მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისათვის. ელისე ხალისით ასრულებდა ყველაზე მოკრძალებულ დავალებებს. ელიასთან მისმა ურთიერთობამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცის ხასიათში გამომუშავდა ფასეული თვისებები, რაც დაეხმარა მას გამოცდისა და შემოწმების დაძლევაში. მის ცხოვრებისეულ გზაზე მრავლად იყო ცდუნება და გამოცდა, მაგრამ რთულ ვითარებაში იგი ღმერთს იყო მინდობილი. მშობლიურ სახლში მდიდრული და კომფორტული ცხოვრება ცდუნებას წარმოადგენდა. მას შესწევდა თავისი სახლის მართვის უნარი, მაგრამ ელიასთან მსახურებისას მას მდიდარი გამოცდილება უნდა შეეძინა. უნდა ესწავლა თავისი ბატონის მორჩილება, რათა შემდგომში ღირსეულად ემსახურა ღმერთისათვის.ქიმ 165.2

    სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მრავალ შეცდომას უშვებენ. ისინი გადაჭარბებით აფასებენ საკუთარ უნარსა და შესაძლებლობებს. წინააღმდეგობები და სიძნელეები მოწმობენ, რომ მათ სხვა გამოცდილება სჭირდებათ, რათა ქრისტეს სამსახურში ჩადგნენ. თუკი ადამიანები ვერ ხვდებიან, როგორ ემსახურონ ღმერთს მცირედში და როგორ შეასრულონ მოკრძალებული სამუშაო, აშკარა ხდება, რომ მზად არ არიან უფრო საპასუხისმგებლო მსახურებისათვის. თვლიან რა, რომ უბრალო მომსახურება მნიშვნელოვანი არ არის, ამით ამტკიცებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საქმის ნდობა არ შეიძლება...ქიმ 165.3

    არ უნდა უარვყოთ ყოველდღიური ცხოვრებისეული მოვალეობები. ღმერთისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება იმ საფუარს ჰგავს, რომელიც შეცვლის ადამიანთა დამოკიდებულებას ყველაზე უბრალო ცხოვრებისეული მოვალეობებისადმი და სხვა ადამიანებთან ურთიერთდამოკიდებულებისადმი. და თუ უფალი ხედავს, რომ ერთგული ვართ მცირედში, რომ ჩვენ გულმოდგინედ და მონდომებით ვიყენებთ საკუთარ ძალებს, ვაკეთებთ ჩვენი ხელებით სასარგებლო საქმეს, ის გვეტყვის: „ადით უფრო მაღლა. თქვენ შეიძლება უფრო სერიოზული სამუშაო მოგანდოთ”.ქიმ 165.4