Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჭეშმარიტება ტაქტიანად უნდა ვაუწყოთ, 4 მაისი

    „ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ” (იაკ. 1:12).ქიმ 127.1

    ჩვენი მსახურები, აუწყებენ რა წუთისოფელს წყალობასა და გაფრთხილებას, ხშირად მკვეთრ სიტყვებს მიმართავენ, რომლებიც უნდა ავიცილოთ თავიდან. მათ გულმოდგინედ უნდა აწონდაწონონ ყოველი წინადადება. დაუშვებელია ისეთი სიტყვების წარმოთქმა, რომელიც დაეხმარება ჩვენი რწმენის მოწინააღმდეგეებს უპირატესობის მოპოვებაში. არ წარმოთქვათ შურისგების არც ერთი სიტყვა, არაფერი, ბრალდების მსგავსი...ქიმ 127.2

    ჭეშმარიტება ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუძლებს. მტკიცედ აუწყეთ იგი ქრისტეს სულისკვეთებით. დაე, მსახურის ყველა პირადი თავისებურებანი იესოში იქნეს დაფარული. დაე, არ წამოსცდეს მსახურის ბაგეს არც ერთი სიტყვა, რომელიც გააღვივებს შურისძიების გრძნობას ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეთა გულში. დაე, არაფერი გააკეთონ მათ ისეთი, რაც გააღვიძებს გველეშაპის სულს, რადგან ის საკმაოდ მალე გამოავლენს თავს და მთელი თავისი გველეშაპური არსით დაესხმება თავს უფლის მცნებების დამცველთ და იესოს მორწმუნეთ. მქადაგებლები მუდამ განიცდიან პირადი მემკვიდრეობითი მიდრეკილებებისა და ბუნებრივი ზნეობის გამოვლენის ცდუნებას, მაგრამ ჩვენი „მე” აუცილებლად იესოში უნდა დაიფაროს... მიეცით შესაძლებლობა სულიწმიდას, მისაღები ხერხებით ჩამოაყალიბოს იმ გზააბნეულ ადამიანთა ხასიათი, ვინც სიცრუიდან ჭეშმარიტებისაკენ მოექცა, ვინც სიბნელიდან სინათლისაკენ მიიწევს...ქიმ 127.3

    იფხიზლეთ და იფიქრეთ ყველა სიტყვაზე, მოთოკეთ ყველა თქვენი ემოცია და ნუ მისცემთ სატანას სულ მცირე საბაბსაც კი, იზეიმოს მორწმუნეებზე გამარჯვება. დადგება დრო, როცა წარვდგებით მიწიერ მეფეთა და მმართველთა, ხელისუფალთა და მსაჯულთა წინაშე, რათა დავიცვათ ჭეშმარიტება. მაშინ უფლის მოწმენი გაოცებული გაიგებენ, რომ მათი გამოხედვა, მათი სიტყვები და დაუფიქრებელი გამოხდომებიც კი, რომლებიც მათ დაუშვეს, როცა განიკითხავდნენ გზააცდენილთ ან ჭეშმარიტების პროპაგანდას ეწეოდნენ, ზუსტადაა წარმოჩენილი. მათ მტრებს უპირატესობა მიენიჭებათ, როცა მათივე დაუფიქრებელი გამოთქმების ციტირებას მოახდენენ და თანაც არასწორად განმარტავენ კიდეც.ქიმ 127.4

    შენიღბული სატანური ძალები უთვალთვალებენ უფლის თითოეულ ჭეშმარიტ მსახურს. მოდით, ერთი რამ დავიმახსოვროთ: ყველა, ვინც ხელი ჩაჭიდა რწმენას, უნდა ჩაჭიდოს კანონიერად; მაშინ, აღმოჩნდებიან რა შეჭირვებულ მდგომარეობაში, ისინი არ შეცდებიან, არ დაიბნევიან, რადგან ვერავინ დასდებს მათ ბრალს მათივე იმპულსური განცხადებებისა და როყიო სიტყვების გამო.ქიმ 127.5