Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენი მოწოდება წუთისოფლისგან გამოყოფაა, 4 დეკემბერი

    „რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის რჩეული ხალხი... ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალით. ნურც ნურვინ უგულებელგყოს შენ” (ტიტ. 2:14, 15).ქიმ 341.1

    რა ძლიერი წინააღმდეგობა შეგვხვდა, როცა დავიწყეთ ადამიანებისათვის ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება! რა მონდომებული და გულწრფელი იყო ჭეშმარიტების მოყვარული და მორჩილი ხალხი! ჩვენ, მართლაც, განსაკუთრებული ხალხი შევიქენით. ცოტანი ვიყავით, არ გაგვაჩნდა მიწიერი სიმდიდრე, სიბრძნე და მიწიერი პატივი, მაგრამ გვიყვარდა ღმერთი, ვიყავით ძლიერი, გვქონდა წარმატება და შიშს ვიწვევდით ბოროტის მქნელებში. ჩვენი ურთიერთსიყვარული... ძნელად შესარყევი იყო. ღვთის ძალა მჟღავნდებოდა ჩვენს შორის, სნეულნი იკურნებოდნენ და ჩვენს საზოგადოებაში გამეფებული იყო მშვიდი, სასიამოვნო, წმინდა სიხარული.ქიმ 341.2

    მაგრამ, როცა ნათელი მატულობდა, ეკლესია ვერ ითვისებდა მომეტებულ ნათელს. ბაჯაღლო ოქრო უფერულდებოდა, უღიმღამობა და ფორმალიზმი ძალას აცლიდა ეკლესიას. დიდი უპირატესობის და შესაძლებლობის მქონე ადამიანები არ ისწრაფოდნენ წინ და მაღლა - სიწმინდისაკენ... მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც კეთილსინდისიერად მიიღეს და ღირსეულად შეაფასეს ღვთის მიერ ჩვენთვის ნაბოძები ნათელი, ასევე ისინი, ვისაც თვითაღკვეთისა და თავგანწირვის მხრივ ამაღლებული, კეთილშობილური პოზიცია უკავია, მიიტანენ ნათელს წუთისოფელში...ქიმ 341.3

    არავის აქვს უფლება პასუხისმგებლობა აიღოს და ბიბლიური დოქტრინების ამსახველ პერიოდულ გამოცემებში იქადაგოს და წინ წამოწიოს საკუთარი იდეები, თუ ცნობილია, რომ ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული აზრი და ნებისმიერი თვითშემოქმედება გამოიწვევს პოლემიკას. ასე იქცეოდნენ პირველი დღის ადვენტისტები. ყველა იცავდა საკუთარ დამოუკიდებელ აზრს და ცდილობდა გადმოეცა პირადი ორიგინალური იდეები და ამის შედეგად რაიმე შეთანხმებული მოქმედების უნარიც კი დაკარგეს; გამონაკლისი იყო მხოლოდ მეშვიდე დღის ადვენტისტების წინააღმდეგ გალაშქრება. ჩვენ არ უნდა მივდიოთ მათ მაგალითს...ქიმ 341.4

    ძმებო და დებო, არ შეიძლება წუთისოფლის დინებას მივყვეთ. ჩვენი სამუშაო ისაა, რომ გამოვიდეთ და გამოვეყოთ. მხოლოდ მაშინ ვივლით ღმერთის გვერდით ხანოქის მსგავსად... ჩვენც ხანოქივით ვართ მოწოდებული გვქონდეს ძლიერი, ცოცხალი და მოქმედი რწმენა. მხოლოდ ასე გავხდებით ღმერთის თანამშრომელი... უნდა ვიცოდეთ, რა ზნეობრივი ცვლილებები უნდა განიცადოს ჩვენმა ხასიათმა ქრისტეს მადლის შემწეობით, რომ ღირსნი ვიყოთ ზეციურ სავანეში ცხოვრებისა.ქიმ 341.5