Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ბიბლიაში აღწერილი წარსული დღევანდელობასაც ეკუთვნის, 16 დეკემბერი

    „რომელთაც გამოეცხადათ, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ეხლა გეუწყათ ციდან მოვლინებული სულიწმიდის მიერ, თქვენი მახარებლისგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები” (1 პეტრ. 1:12).ქიმ 353.1

    ღმერთს არასოდეს ვავიწყდებით. იგი ჩვენი სიხარული და ხსნაა. ძველი წინასწარმეტყველები ჩვენს თანამედროვეობაზე მეტს საუბრობდნენ, ვიდრე თავიანთ აწმყოზე, ისე რომ წინასწარმეტყველებანი გვემსახურება ჩვენ (წაიკითხეთ 1 კორ. 10:11 და ზემოთ მითითებული ტექსტი). ბიბლია იყო თქვენი კვლევის საგანი და ეს კარგია, რადგან იქ წერია ღვთის ჭეშმარიტი დარიგებები, იგი წუთისოფელში წმინდა გავლენის შემომტანია სამყაროს შექმნის დღიდან. ჩვენ გვაქვს აღმაფრთოვანებელი მოწმობა, რომ ხანოქი ღმერთთან ერთად დადიოდა. თუ ხანოქი ღმერთთან დადიოდა იმ გახრწნილ საუკუნეში წარღვნის წინ, ჩვენც უნდა აღვივსოთ სიმამაცით და აღვფრთოვანდეთ მისი მაგალითით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გახრწნილ, ბიწიერ წუთისოფელშიც შეგვიძლია ღმერთის გვერდით სიარული და თავდაცვა ყოველგვარი ბიწიერებისაგან. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ქრისტესმიერი გონება.ქიმ 353.2

    ხანოქი, ადამიდან მეშვიდე კაცი, მუდამ წინასწარმეტყველებს უფლის მოსვლას. ეს დიადი მოვლენა მას გამოეცხადა ხილვაში. თუმცა აბელი მკვდარია, იგი გამუდმებით ქადაგებს ქრისტეს სისხლზე, რადგან ესაა ერთადერთი რამ, რაც ჩვენს ძღვენს სრულყოფილს გახდის. ბიბლიამ დააგროვა და გააერთიანა საუნჯენი ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მეორედ მოსვლის წინ. ძველი აღთქმის ყველა დიადი და საზეიმო მოვლენა მეორდებოდა და კვლავ მეორდება ამ ბოლო ჟამს. მოსე ჯერ კიდევ ლაპარაკობს წმინდა წიგნის ფურცლებიდან და გვასწავლის თვითუარყოფას, ვინაიდან მან ისურვა მისი სახელი ამოშლილიყო სიცოცხლის წიგნიდან, ოღონდ კი თავისი ხალხი გადარჩენილიყო. დავითი ხელმძღვანელობს ეკლესიაში აღვლენილ შუამდგომლურ ლოცვებს დედამიწის მცხოვრებთა გადასარჩენად. წინასწარმეტყველნი ჯერ კიდევ მოწმობენ ქრისტეს ტანჯვას და მომავალ დიდებას. ყველა დაგროვილი ჭეშმარიტება დამაჯერებლად ცხადდება წინასწარმეტყველებებში, რათა შევძლოთ მათგან სარგებლობის მიღება. ყოველივე ამის ერთიანობა კეთილ გავლენას ახდენს ჩვენზე.ქიმ 353.3

    როგორნი უნდა ვიყოთ ჩვენ, ასეთი უხვი ნათლის მემკვიდრენი? ნათლის მიმდევრები გააერთიანებენ წინა საუკუნეთა სასიკეთო გავლენას დღევანდელ ახალ, უფრო კაშკაშა ნათელთან და მიიღებენ მომეტებულ ძლიერებას, მათი რწმენა გამრავლდება და გამომჟღავნდება, გააღვიძებს ენერგიას, გაათმაგებულ მონდომებას და დამოკიდებულებას ღმერთზე, რომელსაც შეუძლია მადლი და სიმართლის მზის შუქი კიდითკიდემდე მოჰფინოს წუთისოფელს. ამ ბოლო ჟამს ღმერთი გაამდიდრებს წუთისოფელს მიუხედავად ურწმუნოების მოძალებისა, თუკი მისი ხალხი გაჰყვება მის შეუფასებელ ნიჭს და თავის ინტერესებს მას დაუკავშირებს.ქიმ 353.4