Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ტიმოთე, სანიმუშო ჭაბუკი, 30 ოქტომბერი

    „თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში” (1 ტიმ. 4:12).ქიმ 306.1

    ტიმოთე სწორი აღზრდის წყალობით ისე მტკიცედ იცავდა პრინციპებს, რომ მზად იყო თანამებრძოლად წაჰყოლოდა პავლეს, წარმართთა დიდ მოციქულს და დაეკავებინა რელიგიური მოღვაწის ადგილი. იგი ჯერ ჭაბუკი იყო, მაგრამ ქრისტიანული მორჩილებით ასრულებდა მნიშვნელოვან მოვალეობებს. იგი იყო ერთგული, მტკიცე, ჭეშმარიტების მიმდევარი და პავლემ აირჩია თავის თანამგზავრად შრომასა და მოგზაურობაში, რათა გამოეყენებინა სახარების ქადაგებისა და ეკლესიების ორგანიზაციის მისეული გამოცდილება.ქიმ 306.2

    პავლეს უყვარდა ტიმოთე, რადგან ტიმოთეს ღმერთი უყვარდა. ღრმა ცოდნამ პრაქტიკული ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების დარგში იგი აქცია პატივსაცემ და გავლენიან მოძღვრად. ოჯახი ახდენდა მუდმივ, საფუძვლიან და მყარ ზნეობრივ გავლენას. ღვთის სიტყვა იყო ტიმოთესთვის ცხოვრების წესი...ქიმ 306.3

    ბევრი ადამიანი გამოცდილებით და საღი აზროვნებით კი არ მოქმედებს, არამედ წუთიერი აღტყინების გავლენით, მაგრამ ტიმოთე წინდახედულებას და ფხიზელი განსჯის უნარს იჩენდა და ყოველ ნაბიჯზე კითხულობდა: „არის თუ არა ეს უფლის გზა?”.. მას არ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, მაგრამ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს, რადგან იყენებდა ღვთით მონიჭებულ უნარს როგორც ღვთისმსახურებისათვის მიძღვნილ საჩუქარს. სულიწმიდამ ტიმოთეში აღმოაჩინა გონება; სწორი ჩამოყალიბებაგანვითარების წყალობით ტიმოთეს შეეძლო მასში დავანებული ღვთიური სულის ტაძარი ყოფილიყო, რადგან ემორჩილებოდა მის ზემოქმედებას...ქიმ 306.4

    ჩვენ ვხედავთ, რა უპირატესობებს ფლობდა ტიმოთე. მას თავლწინ ედგა ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისა და ღვთისმოშიშობის მაგალითები... მის ოჯახში გამომჟღავნებული ღვთისმოსაობის სულიერი ძალა ეხმარებოდა, შეენარჩუნებინა მეტყველების სიწმინდე და თავისუფალი ყოფილიყო ყოველგვარი გამხრწნელი აზრებისა და გავლენებისაგან. ტიმოთემ ბავშვობიდანვე იცოდა წმინდა წერილები. იგი ბევრს სწავლობდა ძველი აღთქმის წერილებს და ჰქონდა ახალი აღთქმის ზოგიერთი ხელნაწერი, სწავლობდა ქრისტეს რჯულს და გაკვეთილებს...ქიმ 306.5

    კეთილშობილი ხასიათი შემთხვევითობა კი არ არის, არამედ ბავშვობის წლებში ხასიათის ჩამოყალიბებისა და განვითარების, აგრეთვე ოჯახში ღვთის რჯულის შესრულების შედეგია.ქიმ 306.6