Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფლის კანონი მარტო ისრაელს როდი მიეცა, 17 აპრილი

    „და ახლა თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად” (გამ. 19:5, 6). ქიმ 110.1

    ღმერთს თავისი კანონის გადაცემა განსაკუთრებულ ვითარებაში სურდა, რათა სადღესასწაულო დიდებულება ამ კანონის ამაღლებული არსის შესატყვისი ყოფილიყო. ბრძანების თანახმად, ჩატარდა შესაბამისი სამზადისი და შემდგომი მითითებების თანახმად მოსემ ბრძანა შემოესაზღვრათ მთა, რათა არც კაცს, არც რომელიმე პირყტყვს არ გადაელახა წმინდა საზღვარი...ქიმ 110.2

    მესამე დღეს, დილით, როდესაც ყველას მზერა მთისკენ იყო მიმართული, ხალხმა დაინახა, რომ მთის წვერზე ღრუბლები ჩამოწვა, რომლებიც სულ უფრო იქუფრებოდა, თანდათანობით ქვემოთ ეშვებოდა, ვიდრე მთელი გორა იდუმალ წყვდიდში არ გაეხვია. მაშინ გაისმა საყვირის მსგავსი ხმა, რომელიც ხალხს ღმერთთან შესახვედრად მოუხმობდა და მოსემ ყველანი მთის ძირთან გამოიყვანა. წყვდიადში დროდადრო ელვა კვეთდა მთის წვერზე კი ქუხილი გრგვინავდა...ქიმ 110.3

    მაგრამ, აი, ჭექაქუხილი მინელდა, საყვირის ხმა აღარ გაისმოდა, მიწა აღარ ირწეოდა. დადგა საზეიმო სიჩუმე, შემდეგ კი ღმერთის ხმა გაისმა. ანგელოზებით გარშემორტყმული იდგა ღმერთი მთაზე, სქელი წყვდიადით დაფარული და თავის კანონს აცხადებდა...ქიმ 110.4

    ღმერთი მოევლინა ხალხს არა მხოლოდ მსაჯულისა და კანონმდებლის სიდიადით, არამედ როგორც გულმოწყალე მფარველი თავისი ხალხისა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან”. ის, ვისაც ისინი უკვე იცნობდნენ, როგორც მათ გზის მაჩვენებელსა და მხსნელს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან, დაიხსნა მტრებისაგან, გაუკვალა მათ გზა ზღვაზე და გაანადგურა ფარაონი და მისი მხედრობა, ვინც თქვა, რომ ის ეგვიპტის ყველა ღმერთზე მაღლა დგას, - ახლა თავის კანონს აცხადებდა.ქიმ 110.5

    მაშინ გამოცხადებული კანონი მხოლოდ ებრაელთათვის იყო დადგენილი. ღმერთმა მათ დასდო პატივი, ყოფილიყვნენ მისი კანონის გუშაგნი და დამცველნი და უნდა შეენახათ იგი, როგორც მთელი მსოფლიოსათვის წმინდა მემკვიდრეობა. მცნებების პრინციპები მთელს კაცობრიობაზე ვრცელდებოდა და მიეცა ყველას, როგორც დარიგება მათი ცხოვრებისათვის. ათი მოკლე, ყოვლისმომცველი და დამაჯერებელი პრინციპი გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას ღმერთისა და მოყვასთა მიმართ და ყველა დაფუძნებულია სიყვარულის ფუძემდებლურ პრინციპებზე.ქიმ 110.6