Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტეს მიმდევართა ორი კატეგორია, 10 ნოემბერი

    „მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი” (მათ. 25:1, 2).ქიმ 317.1

    ქრისტეს მიმდევრები ყოველთვის ორ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთნი, ვისთვისაც მაცხოვრის ცხოვრება მაგალითი იყო, ხელმძღვანელობდნენ ამ დიდებული მაგალითით და გულწრფელად ცდილობდნენ თავიანთი ნაკლის გამოსწორებას, მეორენი ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჭეშმარიტებანი, რადგან იგი ამხელდა მათ ცოდვებს. ეკლესია არასოდეს შედგებოდა მხოლოდ გულწრფელი, წმინდა და ღვთისმოშიში ადამიანებისაგან თავის საუკეთესო წლებშიც კი. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომ ეკლესიაში არ უნდა მივიღოთ ადამიანები, რომელნიც შეგნებულად სცოდავენ. მაცხოვარი თავად იახლოვებდა არასრულყოფილ ადამიანებს და თავისი მოძღვრებით და საკუთარი მაგალითებით შესაძლებლობას აძლევდა, დაენახათ და გამოესწორებინათ თავიანთი შეცდომები.ქიმ 317.2

    თორმეტ მოციქულში ერთერთი მოღალატე იყო. იუდა, თავისი ნაკლოვანებების მიუხედავად, მიიღეს მოწაფეთა რიგებში, მოციქულთა საზოგადოებაში. ქრისტესთან და მის მოძღვრებასთან ახლო ურთიერთობაში მას შესაძლებლობა მიეცა, შეეცნო ქრისტიანული ხასიათი, დაენახა თავისი შეცდომები, მოენანიებინა და უფლის მადლით გაეწმინდა სული „ჭეშმარიტების მორჩილებით”.ქიმ 317.3

    მაგრამ იუდა არ დადიოდა ნათელში, რომელიც მის გარშემო უხვად იყო. იგი თავად, საკუთარი სურვილით დანებდა სატანის ცდუნებას. მასში უარყოფითმა თვისებებმა იმძლავრა. მან ნება მისცა ბნელეთის ძალებს, ებატონათ მასზე, სწყინდა, როდესაც მიუთითებდნენ შეცდომებზე და თანდათანობით იქამდე დაეცა, ვიდრე საშინელი დანაშაული არ ჩაიდინა - გაყიდა თავისი უფალი. ასე მოსდის ყველას, ვინც ცოდვას ღვთისმოსაობის ნიღბის ქვეშ მალავს, ვისაც სძულს მამხილებელი, მისი სიმშვიდის დამრღვევი. ასეთი ადამიანები, იუდას მსგავსად, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაყიდიან მათ, ვინც მათ გადარჩენას ცდილობს.ქიმ 317.4

    მოციქულები ეკლესიაში ხედავდნენ მათ, ვინც თავს ღვთისმოსავს უწოდებდა, გულში კი ურჯულოებას ინახავდა. ანანიამ და საფირამ გადაწყვიტეს თანამოძმეთა მოტყუება, თავი მოაჩვენეს, თითქოს ღმერთს ყველაფერი შესწირეს, ნამდვილად კი დაიტოვეს ქონების ნაწილი ანგარების გამო... როდესაც ქრისტეს მიმდევრებს განსაცდელი და დევნა ეწიათ, უფლის ერთგულნი მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც არაფერს იშურებდა ჭეშმარიტებისათვის. ამრიგად, სანამ დევნა გრძელდებოდა, ეკლესია შედარებით წმინდა იყო. მაგრამ როდესაც დევნა შეწყდა, ქრისტიანობა მიიღეს ნაკლებ გულწრფელმა და ერთგულმა ადამიანებმა და სატანას ეკლესიაში დამკვიდრების საშუალება მიეცა.ქიმ 317.5