Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    სულიწმიდის ნიჭები

    ტალანტები, რომელიც ქრისტემ თავის ეკლესიას მიანდო, წარმოადგენს სულიწმიდის ნიჭებსა და კურთხევას, რომელიც ჩვენ მოგვეცა. “ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს” (1კორ. 12:8-11). ყოველ ადამიანს, ღვთის ყოველ მსახურს სხვადასხვა ნიჭი ეძლევა სულიწმიდის მიერ.ქი 137.1

    სანამ თავის მოწაფეთ დატოვებდა, ქრისტემ “სული შეუბერა და ეუბნება: მიიღეთ სულიწმიდა” (იოან. 20:22). და კვლავ უთხრა: “მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს” (ლუკ. 24:49). მაგრამ მხოლოდ მაცხოვრის ცად ამაღლების შემდგომ მიეცათ მათ ეს ნიჭი სრულად. მოწაფეებზე სულიწმიდის გარდმოფენა მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა ისინი გულწრფელი ლოცვებითა და მტკიცე რწმენით მოემზადნენ ქრისტეს საქმეების კეთებისათვის. სწორედ მაშინ მიანდეს განსაკუთრებულად ზეციური სიმდიდრე ქრისტეს მიმდევართ. “ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს” (ეფეს. 4:8). “ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ” (ეფეს. 4:7). “ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს” (1კორ. 12:11). ნიჭები უკვე მოგვეცა ქრისტეში, მაგრამ მათი ჭეშმარიტი შეძენა დამოკიდებულია იმაზე, მივიღებთ თუ არა სულიწმიდას.ქი 137.2

    სულიწმიდის აღთქმას არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც იგი ისე არ სრულდება, როგორც უნდა იყოს. სახარების მსახურების სისუსტის მიზეზიც სულიწმიდის უქონლობაა. ადამიანს, შესაძლოა, ჩინებული განათლება ჰქონდეს მიღებული; მჭევრმეტყველიც იყოს და ნიჭიერიც; ჰქონდეს ბუნებრივი ნიჭიც და გამომუშავებული უნარიც, მაგრამ სულიწმიდის ძალის გარეშე მისი გულის გარდაქმნა შეუძლებელია; უამისოდ კი ვერც ერთი ცოდვილი ქრისტეს მონაპოვრად ვერ იქცევა. მეორე მხრივ კი, ქრისტესთან კავშირისა და სულიწმიდის მიღების შემთხვევაში, ყველაზე სუსტი და გაუნათლებელი ქრისტიანიც კი შეიძენს ძალას, რომელიც ადვილად დაატყვევებს ადამიანთა გულებს. უფალი მას აქცევს არხად, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ზეგავლენის გამტარებელი იქნება.ქი 137.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents