Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    დიდსულოვნება და სიკეთისაკენ სწრაფვა

    დიდსულოვნება, სიკეთისაკენ სწრაფვა და სულიერება - ეს მეტად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნიჭებია, რომლებიც მათს მფლობელს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს. ყოველი მათგანი უფლის მსახურებისათვის, მის სადიდებლად უნდა გამოიყენებოდეს. თუმცა აქ ბევრი ცდება. არიან რა კმაყოფილნი იმით, რომ ეს თვისებები გააჩნიათ, ადამიანები არ ცდილობენ მათ სხვების საკეთილდღეოდ აქტიურად გამოყენებას და თავს იმით იმშვიდებენ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში უკეთეს საქმეებს გააკეთებდნენ. მათ სძულთ გაჭირვებულთათვის ძუნწად გამღებნი, ვინაიდან კარგად იციან, რომ ძუნწი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და თავისი გამოუყენებელი ტალანტებისათვის პასუხს აგებს. ისინი უდიდესი კმაყოფილებით აღნიშნავენ განსხვავებას საკუთარ თავსა და ამ უჭკუო, ხარბ ადამიანებს შორის, ფიქრობენ რა, რომ მათი მდგომარეობა ამ სულმდაბალ ადამიანთა მდგომარეობაზე გაცილებით უკეთესია. მაგრამ ამით მხოლოდ თავს იტყუებენ. ის, რომ ეს ტალანტები გააჩნიათ, მაგრამ არ იყენებენ, უფრო ამძიმებს მათს დანაშაულს და ზრდის მათს პასუხისმგებლობას. მან, ვისაც უფალმა კეთილი თვისებები და ნიჭები უხვად უბოძა, აუცილებლად უნდა გამოიყენოს იგი არა მხოლოდ თავის მეგობრებთან და ახლობლებთან, არამედ ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც მისი დახმარება ესაჭიროება. იმავე ტალანტებს მიეკუთვნება სოციალური უპირატესობანი, რომლებიც ყველა იმ ადამიანის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, ვისთანაც ხელი მიგვიწვდება. სიყვარულს, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე ადამიანისათვის იღვწის, არ ჰქვია ჭეშმარიტი სიყვარული. იგი უფრო დაფარული პატივმოყვარეობაა, ვიდრე მსახურება მოყვასის კეთილდღეობისა და უფლის სახელის განდიდებისათვის. მას, ვინც თავის ტალანტს სათანადოდ არ იყენებს, უფრო მეტი დანაშაული მიუძღვის ღვთის წინაშე, ვიდრე იმ ადამიანებს, რომელთაც ისინი ასე კიცხავენ. ბოლო ჟამს მათ ასე ეტყვიან: თქვენ იცოდით უფლის ნება, მაგრამ არ შეასრულეთ იგი.ქი 151.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents