Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    შრომის საზღაური

    ნურავინ მოიტყუებს თავს იმით, რომ შეუცნობელი აღარაფერი დარჩა. ადამიანის ყოველგვარი ინტელექტის გაზომვა შეიძლება; წუთისოფლის ავტორთა ნაშრომების სრულად შესწავლაც ადვილი შესაძლებელია; მაგრამ ვერც ერთი გონება, რაგინდ ღრმა და მაღალიც არ უნდა იყოს იგი, ვერც ერთი გაბედული და ვრცელი ფანტაზია ბოლომდე ვერ ჩასწვდება უფლის სიღრმეებს. ჩვენ მიერ ოდესმე შეცნობილ საგანთა მიღმა ყოველთვის რჩება შეუცნობელი უსასრულობა. ჩვენ უსასრულო ღვთიური დიდების მხოლოდ სულ მცირე ანარეკლის დანახვა და მისი უსასრულო სიბრძნისა და შემეცნების მხოლოდ უმცირესი საწყისის შეცნობა შეგვიძლია; ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ საბადოს ზედაპირს, მის სიღრმეში კი ინახება ოქროს მადანი, რომელსაც უსასრულოდ შეუძლია, საზღაური მიაგოს მას, ვინც უფრო ღრმად დაიწყებს თხრას. მაღარო სულ უფრო ღრმად უნდა ითხრებოდეს, რათა მასში ღრმად ჩამარხულ განძს მიაკვლიონ. ჭეშმარიტი რწმენის წყალობით ადამიანი ღვთიური ცოდნის შეძენას შეძლებს.ქი 43.1

    არც ერთი ადამიანი არ დარჩება საზღაურის გარეშე, თუკი იგი წმიდა წერილებს ქრისტეს სულის შეწევნით იკვლევს. თუკი ჭეშმარიტების მკვლევარი დაემსგავსება რჩევადარიგების მძებნელ ბავშვს და ღვთის ნებას სრულად დაემორჩილება, აუცილებლად იპოვის მას. ადამიანები რომ ღვთისმორჩილნი ყოფილიყვნენ, მათთვის გასაგები იქნებოდა უფლის მმართველობის გეგმა. ზეცა თავად გაუხსნიდა მათ ღვთიური მადლისა და დიდების საგანძურის კარს. მაშინ ადამიანები არ იქნებოდნენ ისეთები, როგორიც ახლა არიან, ვინაიდან ნაპოვნი ჭეშმარიტება კეთილშობილებას შესძენდა მათ. მაშინ მათთვის უფრო გასაგები გახდებოდა ქრისტეს განკაცება და მისი გამომსყიდველი მსხვერპლი. და, არა მხოლოდ უკეთესად შეიცნობდნენ, არამედ სულ სხვაგვარად შეაფასებდნენ მას.ქი 43.2

    ლოცვა, რომლითაც ქრისტემ მამას მიმართა, მაგალითია მთელი კაცობრიობისათვის და იგი გონებასა და გულში უნდა გვქონდეს ჩაბეჭდილი. “ესაა საუკუნო სიცოცხლე, - თქვა მან, - რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს” (იოან. 17:3). სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ცოდნა, ადამიანს რომ აძლიერებს. უფალი ღმერთისა და მის მიერ წუთისოფელში მოვლენილი იესო ქრისტეს ჭეშმარიტი არსის ცოდნა, რომელიც ღვთის მსგავსად და ხატად გარდაქმნის ადამიანს. იგი ეხმარება მას საკუთარ თავზე გამარჯვებაში და დაცემული კაცის ვნებებისა და სურვილების განწმენდილი გონების ძალებისადმი დამორჩილებაში. უფლის შეცნობა ადამიანს ღვთის შვილად და ზეციური სამეფოს მემკვიდრედ აქცევს. იგი ერწყმის უზენაესის გონიერებას და მისთვის იხსნება სამყაროს უსასრულო საუნჯის კარი.ქი 43.3

    ასეთია ღვთის სიტყვის გამოკვლევით მიღებული ჭეშმარიტი განათლება. და ამ განძის პოვნა შეუძლია ყოველს, ვინც მის შესაძენად მიწიერს გაიმეტებს.ქი 43.4

    “თუ გონებას მოუხმობ, საზრიანობას მისცემ შენს ხმას; თუ მოძებნი მას, როგორც ვერცხლს და მონახავ მას, როგორც საუნჯეს, მაშინ გაიგებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას ჰპოვებ” (იგავ. 2:3-5).ქი 43.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents