Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    თავი 10 - ბადე მათ.

    მათ.13:47-50

    “კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა” (მათ. 13:47-50).ქი 47.1

    ბადის სროლა სიმბოლოა სახარების ქადაგებისა, რომელსაც ეკლესიაში მოჰყავს ბოროტიც და კეთილიც. როდესაც სახარების ქადაგების მისია დასრულდება, დადგება განკითხვის ჟამიც და მართლებს ბოროტისაგან საბოლოოდ გამოარჩევენ. მაცხოვარმა კარგად იცოდა, რომ ეკლესიაში ცრუ ძმების არსებობა ცუდ სამსახურს უწევდა ჭეშმარიტებას. და მართლაც, წუთისოფელს ხშირად ეჭვი შეაქვს უფლის სახარებაში იმის გამო, რომ ცრუქრისტიანები ჭეშმარიტ ღვთისმოსაურ ცხოვრებას არ ეწევიან. თვით ერთგული ქრისტიანებიც კი ბრკოლდებიან, როცა ხედავენ, რომ ეგრეთ წოდებულ ღვთისმოსავთ თავიანთ საქმეებში ღვთიური ხელმძღვანელობა არა აქვთ. ეკლესიაში ამ ცოდვილთა ყოფნის გამო ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ღმერთი თვალს ხუჭავს მათს დანაშაულზე. მაგრამ ქრისტე ფარდას ხდის ყოველივეს და გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ადამიანის ხასიათი და არა სხვა რამ განსაზღვრავს მის მომავალს.ქი 47.2

    ღვარძლზე იგავის მსგავსად, ეს იგავიც გვასწავლის, რომ წუთისოფელში არასოდეს დადგება ისეთი დრო, როცა ყველა ურჯულო უფლისკენ მოიქცევა. ღვარძლი და ხორბალი მკის დადგომამდე ერთად გაიზრდება. ცუდი და კარგი თევზი ერთად ხვდება ბადეში, რათა ნაპირზე გაიტანონ და საბოლოოდ გადაარჩიონ.ქი 47.3

    ორივე იგავი გვასწავლის, რომ სამსჯავროს დადგომისთანავე მთავრდება ადამიანის გამოცდისა თუ გამოსწორების დრო. როგორც კი წუთისოფელში სახარების ქადაგება დასრულდება, დაუყოვნებლივ მოხდება მართლების ბოროტთაგან გამორჩევა და ორივე მხარის ბედი საბოლოოდ გადაწყდება.ქი 47.4

    არც ერთი ცოდვილის დაღუპვა არ სურს უფალს. “ცოცხალი ვარ მე, - სიტყვა უფალი ღმერთისა, - არ მსურს მე ბოროტმოქმედის სიკვდილი, არამედ ბოროტმოქმედის მოქცევა მისი გზიდან, რომ იცოცხლოს მან. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და რატომღა მოკვდებით?” (ეზეკ. 33:11). სანამ გამოცდის დრო ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ღვთის წმიდა სული სიცოცხლის ძღვენს სთავაზობს ადამიანებს. ამ ძღვნის უარმყოფელნი განწირულნი არიან. უფალმა ბრძანა, რომ ცოდვა სამუდამოდ უნდა მოისპოს, ვინაიდან იგი ბოროტებაა მთელი სამყაროსათვის. და ის, ვინც ცოდვას არ მიატოვებს, მასთან ერთად განადგურდება.ქი 47.5

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents