Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    საგანძურის უარყოფის შედეგები

    სატანა მუდამ ცდილობს, აცდუნოს ადამიანი, დაუბნელოს გონება და შთააგონოს, რომ უმაღლესი განათლების მიღება ღმერთის გარეშეც შეიძლება. ასეთი მზაკვრული მსჯელობით დააეჭვა მან ადამი და ევა ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში და ამბოხების სული ჩაუდგა მათ. სატანის სოფისტიკა დღესაც განაგრძობს მის მიერ ედემის ბაღში დაწყებულ შავ საქმეს. მასწავლებლებს განათლების პროგრამაში ხშირად შეაქვთ უღვთო ავტორთა ის გამონათქვამები, რომელთაც ადამიანები ურწმუნოებისა და ღვთის რჯულის შეუსმენლობისაკენ მიჰყავს. ამ მასწავლებლებმა თავად არ იციან, რას სჩადიან. და ვერც წარმოუდგენიათ, თუ რა სამწუხარო ნაყოფს გამოიღებს მათი ყოველი ასეთი მოქმედება.ქი 40.3

    სტუდენტს შეუძლია, წარმატებით განვლოს განათლების ყველა საფეხური თანამედროვე სკოლებსა და კოლეჯებში; მთელი ძალღონე შეალიოს უმაღლესი განათლების მიღებას. ნაგრამ ღმერთის შეცნობისა და მისი მმართველი კანონების შესმენის გარეშე იგი თავს დაიღუპავს; თავისი მანკიერი ჩვევების ტყვეობაში მყოფი, იგი ადვილად კარგავს სწორი თვითშეფასების, თვითკონტროლისა და მასთან უშუალო კავშირში მყოფ საგნებზე სწორი მსჯელობის უნარს; უგუნურებითა და არასერიოზულობით ეკიდება თავის გონებასა და სხეულს; მანკიერი თვისებები თავის დამღუპველ საქმიანობას განაგრძობს მასში და იგი ვერსად პოულობს შვებასა და ბედნიერებას, ვინაიდან საკუთარ თავში ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების განვითარების შესაძლებლობანი სიმშვიდისა და სულიერი ჰარმონიის დამანგრეველ თვისებებზე გაცვალა. და ბოლოს აღმოჩნდება, რომ მისი ამდენი წლის მძიმე შრომა და გულმოდგინება ცოდნის მიღების მიზნით ფუჭი ყოფილა, რადგან მან არასწორად გამოიყენა თავისი ფიზიკური და გონებრივი ძალები; დაღუპა სულიც და ხორციც. იგი აღარც ამქვეყნიური ცხოვრებისათვის გამოდგება და მომავალი საუკუნო სიცოცხლისათვისაც დაკარგულია. საზოგადოებრივი განათლების მიღებით მან ამქვეყნიური საუნჯის მოპოვება განიზრახა, მაგრამ ბიბლიის უარყოფით იგი იმ ჭეშმარიტ განძს ასცდა, რომელიც ყველა ფასეულობას აღემატება.ქი 40.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents