Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    გონებრივი შესაძლებლობანი

    უფალი ღმერთი ჩვენგან ჩვენს გონებრივ შესაძლებლობათა განვითარებისაკენ სწრაფვას ითხოვს. მას სურს, რომ მის მსახურთ უფრო ძლიერი გონება და შორსმჭვრეტელობის უნარი გააჩნდეთ, ვიდრე წუთისოფლის ურწმუნო მკვიდრთ. იგი დიდად წუხს, როცა მისი მსახურნი უზრუნველად, უქმად ყოფნას არჩევენ ნაცვლად იმისა, რომ გახდნენ აქტიურნი, მოქმედნი და განათლებულნი ღვთიურ საქმეთა შესასრულებლად. უფალს სურს, რომ გულწრფელად, მთელი სულითა და გულით, მთელი ძალითა და გონებით გვიყვარდეს იგი. ეს კი გვავალებს, მუდმივად განვავითაროთ საკუთარი ინტელექტი მის სრულყოფამდე, რათა უკეთ შევიცნოთ და უფრო ღრმად გვიყვარდეს ჩვენი შემოქმედი.ქი 140.3

    რაც უფრო მეტად ვემორჩილებით სულიწმიდის ხელმძღვანელობას, მით უფრო სრულყოფილად ვითარდება ჩვენი ინტელექტი, რომელსაც უფრო ეფექტურად ვიყენებთ უფლის სამსახურში. უფალმა მსახურებისათვის შეიძლება გამოიყენოს სრულიად გაუნათლებელი, მაგრამ მისთვის თავდადებული ადამიანები, რომელთაც სურთ, ღვთიური კურთხევა მიუტანონ სხვებს. მაგრამ მათ, ვისაც იგივე სული ამოძრავებს და, ამასთან ერთად, განათლებაც გააჩნიათ, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეუძლიათ ქრისტესათვის, ვინაიდან უფრო მეტი შესაძლებლობანი გააჩნიათ.ქი 140.4

    მაცხოვარს სურს, მრავალმხრივ განათლებულნი ვიყოთ, რათა შევძლოთ მიღებული ცოდნის სხვებისათვის გაზიარება. არავინ იცის, სად და როგორ გამოიყენებს მას უფალი თავისი საქმის შესასრულებლად ან ღმერთის შესახებ სასაუბროდ. მხოლოდ ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის, თუ როგორ და სად გამოიყენოს ადამიანის შესაძლებლობანი. ჩვენ წინაშე იშლება ახალახალი შესაძლებლობანი, რომელთაც ჩვენი სუსტი რწმენის გამო ვერ ვამჩნევთ. ჩვენი გონება იმდენად უნდა იყოს განვითარებული და გაწვრთნილი, რომ საჭიროების შემთხვევაში იმგვარად შევძლოთ ქრისტეს სიტყვის ჭეშმარიტების ამა ქვეყნის მაღალ ავტორიტეტთა წინაშე წარდგენა, რომ მისი სახელი განდიდებულ იქნას. ხელიდან არ უნდა გავუშვათ არც ერთი, სულ მცირე შესაძლებლობაც კი ჩვენი ინტელექტუალური ზრდისათვის, რათა უფრო წარმატებით ვემსახუროთ უფალს.ქი 140.5

    დაე ახალგაზრდობამ, ვისაც განათლება ესაჭიროება, გულდაგულ, შეუპოვრად იღვაწოს თავისი ჩანაფიქრის განხორციელებისათვის. ნუ დაელოდებით რაიმე ხელსაყრელი ვითარების შექმნას გარედან; თავად შექმენით შესაძლებლობანი. გამოიყენეთ თქვენთვის მოცემული ყველაზე მცირე შესაძლებლობანიც კი. იყავით მომჭირნენი. ნუ გაფლანგავთ თქვენს სახსრებს თქვენს ფუჭ სურვილთა დასაკმაყოფილებლად ან სხვადასხვა გართობების ძებნაში. გამოიჩინეთ სიმტკიცე თქვენს გადაწყვეტილებებში, იყოთ ვარგისნი და მცოდნენი უფლის მსახურებისათვის, როგორც ეს თავად მაცხოვარს სურს. იყავით საფუძვლიანნი და ერთგულნი ნებისმიერ თქვენს წამოწყებაში. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა თქვენი ინტელექტის განვითარებისათვის. შეუთავსეთ წიგნების კითხვა სასარგებლო ფიზიკურ შრომას და მთელი მონდომებითა და რწმენით, გულმოდგინებითა და ლოცვით დაეწაფეთ სიბრძნეს, რომელიც ზეციდან გეძლევათ. ამგვარად მიიღებთ მრავალმხრივ განვითარებას, რაც უეჭველად დაგეხმარებათ საკუთარი ხასიათის სრულყოფაში, რის შედეგადაც ადვილად შეძლებთ იმ ადამიანთა გონებაზე ზეგავლენის მოხდენას, რომელთაც პატიოსნებისა და სიწმიდის გზისკენ უნდა გაუძღვეთ.ქი 140.6

    თვითგანათლებისათვის შრომას უფრო მეტი წარმატება ექნებოდა შემოძლეულ შესაძლებლობათა და უპირატესობათა უკეთ შეცნობის შემთხვევაში. ჭეშმარიტი განათლება ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე კოლეჯი იძლევა. რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა მეცნიერებათა შესწავლა, მაგრამ არსებობს ჭეშმარიტი უმაღლესი განათლება, რომლის მიღებაც მხოლოდ უფალ ღმერთთან ცოცხალი კავშირით მიიღწევა. დაე განათლების მიღების ყოველმა მსურველმა გადაშალოს ბიბლია, შეისწავლოს იგი, ფართოდ გაუხსნას გული მის ჭეშმარიტებას და თვით ზეციურ მოძღვარს უსმინოს მისი ფურცლებიდან. მოამზადეთ თქვენი გონება იმისათვის, რომ ებრძოლოთ პრობლემებს, რომელიც მრავლად შეგხვდებათ ღვთიური ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე.ქი 141.1

    ის, ვისაც ცოდნის შეძენა იმისათვის სწყურია, რომ სხვებისათვის კურთხევად იქცეს, თავადაც კურთხეული იქნება ღვთისაგან. ღვთის სიტყვის შესწავლა კიდევ უფრო განავითარებს ასეთ ადამიანთა გონებრივ შესაძლებლობებს, განამტკიცებს გონებას და ნაყოფიერს გახდის მათს შრომას.ქი 141.2

    ადამიანმა, რომელმაც უფლის სამსახურში ჩადგომა მოისურვა, თვითდისციპლინას დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მისი ასეთი ცხოვრება უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე მისი მჭევრმეტყველება ან ყველაზე ბრწყინვალე ნიჭი. ჩვეულებრივი გონების მქონე ადამიანი, მოწესრიგებული და თვითდისციპლინით განმტკიცებული, უკეთესად შეასრულებს თავის საქმეს, ვიდრე ის, ვისაც უმაღლესი განათლება და ბრწყინვალე ნიჭი გააჩნია, მაგრამ მოუწესრიგებელი და უდისციპლინოა.ქი 141.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents