Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ჯანმრთელობა

    ჯანმრთელობა, რომელიც ჩვენ გვეძლევა - ეს უფლის უდიდესი კურთხევაა, თუმცა ადამიანები მას ჯეროვნად არ აფასებენ. ჯანმრთელობაზე დიდადაა დამოკიდებული ჩვენი გონებრივი და ფიზიკური ძალების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ყოველგვარი იმპულსები და გრძნობები ჩვენს სხეულში ისახება, ამიტომ მათ საუკეთესო ფიზიკური და სულიერი პირობები უნდა შევუქმნათ, რათა ჩვენი ნიჭები და შესაძლებლობანი დანიშნულებისამებრ, უმაღლეს დონეზე იქნას გამოყენებული.ქი 148.2

    ყველაფერი ის, რაც ჩვენს ფიზიკურ ძალებს ასუსტებს, გონებაზეც უარყოფით ზეგავლენას ახდენს და დიდად ამცირებს მის შესაძლებლობებს, განასხვავოს კარგი ცუდისაგან. ჩვენ ვკარგავთ კეთილის შეცნობისა და მიღების უნარს, ძალასა და ნებისყოფას იმის აღსასრულებლად, რაც ჭეშმარიტებად მიგვაჩნია.ქი 148.3

    ჩვენი ფიზიკური ძალების არასწორად გამოყენება ამოკლებს ცხოვრების იმ წუთებსა და საათებს, რომლებიც ღვთის სადიდებლად უნდა გამოგვეყენებინა. ამის გამო ხშირად სრულიად უძლურნი ვართ და უფლის დავალებებს ვერ ვასრულებთ. საკუთარი მავნე ჩვევების მიმართ შემწყნარებლობის გამო, რაც ხშირად გვიანი ღამის საათების უმიზნოდ გატარებასა და მადის არაჯანსაღ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში გამოიხატება, ჩვენ ხშირად თავად ვუწყობთ ხელს საკუთარი ჯანმრთელობის შერყევას. ფიზიკურ ვარჯიშთა უგულებელყოფითა და გონებისა და სხეულის გადატვირთვით ვარღვევთ ჩვენი ნერვული სისტემის წონასწორობას. ის, ვინც ბუნების კანონების უარყოფით ამგვარად იმოკლებს საკუთარი სიცოცხლის დღეებს, რის შედეგადაც ღვთის მსახურებისათვისაც არასრულფასოვანი ხდება, დანაშაულს სჩადის, რადგან უფალს ძარცვავს. ასეთი ადამიანები არა მხოლოდ უფალს ძარცვავენ, არამედ მოყვასსაც, ვინაიდან თავად იმოკლებენ სიცოცხლის დღეებსა და წუთებს, რომლებიც შეეძლოთ, იმ სასარგებლო საქმიანობისათვის გამოეყენებინათ, უფალმა რომ დაავალათ. უფალი ღმერთი დანაშაულად გვითვლის იმას, რომ თავად ვაზიანებთ ჩვენს ჯანმრთელობას ჩვენივე მანკიერი ჩვევებით, რითაც წუთისოფელსაც ვართმევთ იმ კურთხევას, რომლის მიღებაც მას ჩვენი მეშვეობით შეეძლო.ქი 148.4

    ამგვარად, ფიზიკური კანონების უარყოფით ზნეობის კანონებსაც ვარღვევთ, ვინაიდან ღმერთი არის ავტორი როგორც ფიზიკური, ასევე ზნეობრივი კანონებისა. მისი კანონი მისივე ხელითაა დაწერილი ყოველ ნერვზე, ყოველ კუნთზე და ადამიანისათვის ბოძებულ ყოველ ნიჭსა თუ უნარზე, ამიტომ ჩვენი სხეულის ნებისმიერი ნაწილის შრომისუნარიანობის არასწორად გამოყენებით უფლის კანონს ვარღვევთ.ქი 148.5

    ყოველი ადამიანი ვალდებულია, კარგად იცნობდეს საკუთარ სხეულს, მის თავისებურებებს, რათა სათანადოდ იზრუნოს მასზე და უფლის საქმის შესრულება შეძლოს. თავად უნდა დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა, რათა ადამიანის არსში სრულად გაცხადდეს ღვთიური ბუნება. ადამიანის ფიზიკური სიცოცხლის უნარიანობისა და მისი სულიერი ცხოვრების ურთიერთდამოკიდებულება ადამიანის აღზრდის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს როგორც ოჯახში, ასევე სკოლაშიც. ყველას უნდა ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა საკუთარი სხეულის ფიზიკურ აგებულებაზე და ადამიანის სიცოცხლის მმართველ კანონებზე. ის, ვისაც შეგნებულად არ სურს ამ კანონების ცოდნა და თავისი უმეცრების გამო არღვევს მათ, სცოდავს ღვთის წინაშე. ყველამ სათანადოდ უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. ჩვენი ჩვევები ჩვენმა გონებამ უნდა გააკონტროლოს, გონება კი უფლის ხელმძღვანელობას უნდა დავუქვემდებაროთ.ქი 148.6

    “ნუთუ არ იცით, - ამბობს პავლე მოციქული, - რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა” (1კორ. 6:19,20).ქი 149.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents