Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    რამდენად დაფარულია ზეციური განძი

    სახარებას ხშირად დაფარულს უწოდებენ. და მართლაც, მათთვის, ვინც საკუთარ სიბრძნეს მასზე უფრო მაღლა აყენებს, ვინც ფუჭი სქოლასტიკური ფილოსოფიით არის დატყვევებული, კაცობრიობის გამოსყიდვის ღვთიური გეგმა დაფარული და გაუგებარია. მათ აქვთ თვალები, მაგრამ ვერ ხედავენ; აქვთ ყური, მაგრამ არ ესმით; აქვთ გონება, მაგრამ ჭეშმარიტი განძის შეცნობა არ ძალუძთ.ქი 38.3

    ადამიანმა შეიძლება ფეხი დაადგას ადგილს, სადაც განძია დამარხული. ღარიბმა, გაჭირვებულმა, ამ ცხოვრებისაგან დაღლილდაქანცულმა კაცმა შესაძლოა, იმ ხის ქვეშ შეისვენოს, რომლის ქვეშაც ძვირფასი განძია დამალული, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ასევე იყვნენ ებრაელებიც: სწორედ მათ მიანდო უფალმა თავისი ჭეშმარიტიების ძვირფასი საგანძური. ებრაელთა ცხოვრების წესი, რომელსაც ზეციური ბეჭედი ესვა, ქრისტემ თავად დაუდგინა მათ. იუდეველთათვის დადგენილ პირველსახეებსა და სიმბოლოებში წუთისოფლის გადარჩენის უდიდესი პრინციპები იყო ჩადებული. მაგრამ ბოლოს, როცა მესია მოვიდა, ებრაელებმა ვერ იცნეს ის, ვისზედაც ეს სიმბოლოები მიუთითებდა. მათ ხელთ ჰქონდათ ღვთის სიტყვა, მაგრამ მათ მიერ თაობიდან თაობაში დაკანონებულმა ტრადიციებმა და წმიდა წერილების სულიწმიდის დახმარების გარეშე განმარტებამ დაფარა მათგან ჭეშმარიტება, რომელიც იესო ქრისტეში გაცხადდა. და წმიდა წერილთა სულიერი აზრი მათთვის დაკარგული აღმოჩნდა. ჭეშმარიტი ცოდნის საგანძურის კარი ფართოდ გაეხსნათ, მაგრამ ვერ შეიმეცნეს.ქი 38.4

    უფალი ღმერთი არ უმალავს ადამიანს თავის ჭეშმარიტებას. მაგრამ ადამიანები საკუთარი მოქმედებებით თავად იქმნიან დაბრკოლებებს მისი შემეცნების გზაზე. საკმაო მტკიცებები მისცა მაცხოვარმა ებრაელ ხალხს იმისა, რომ იგი ჭეშმარიტი მესია იყო, მაგრამ მისი მოძღვრება მათი ცხოვრების წესის მკვეთრ შეცვლას ითხოვდა. და იუდეველები მიხვდნენ, რომ, თუკი ქრისტეს მესიად მიიღებდნენ, უარი უნდა ეთქვათ საკუთარ ეგოიზმზე, მათთვის მისაღებ წესებსა და ტრადიციებზე; თავიანთ უწმიდურ ჩვეულებებზე. ნარადიულ ჭეშმარიტებათა მიღება მსხვერპლს ითხოვდა. ამიტომ იუდეველებმა არ მიიღეს ის უაღრესად დამაჯერებელი ღვთიური მოწმობები, რომლებიც ქრისტესადმი რწმენას განუმტკიცებდათ. და, თუმცა აცხადებდნენ, რომ სჯერათ ძველი აღთქმის წერილებისა, უარყვეს მასში მოცემული მოწმობა ქრისტეს ცხოვრებისა და ხასიათის შესახებ. მათ ეშინოდათ, რომ მართლა არ ერწმუნათ და არ მიეღოთ ქრისტე, რადგან ამ შემთხვევაში თავიანთი ძველი მცდარი გზა უნდა მიეტოვებინათ. სახარებისეული საუნჯე - ქრისტე, რომელიც იყო გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მათ შორის იყო, მაგრამ მათ საბოლოოდ, გულგრილად უარყვეს ზეცის ეს უდიდესი საბოძვარი.ქი 38.5

    “თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, - ვკითხულობთ სახარებაში, - მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ” (იოან. 12:42). კრწმუნეს, დაიჯერეს კიდეც, რომ ქრისტე უფლის ძეა, მაგრამ ამის აღიარება საკუთარ პატივმოყვარე სურვილთა უკუგდებას ნიშნავდა; მათ არ გააჩნდათ რწმენა, რომელიც მათ ზეციური საგანძურის მფლობელთ გახდიდა. ისინი მხოლოდ მიწიერ განძს ეძებდნენ.ქი 38.6

    ადამიანები დღესაც ხარბად ისწრაფვიან მიწიერი საგანძურის მოპოვებისაკენ. მათი გონება მხოლოდ ასეთი ეგოისტური სურვილებითა და ამბიციებითაა შეპყრობილი. ამქვეყნიური, ხრწნადი საუნჯის, დიდებისა და ხელმწიფების მოსაპოვებლად ადამიანურ წესებს, ტრადიციებსა და დადგენილებებს უფლის მოთხოვნებზე მაღლა აყენებენ. მათთვის დახშულია უზენაესის სიტყვის უძვირფასესი საგანძურის კარი.ქი 39.1

    “მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი” (1კორ. 2:14).ქი 39.2

    “და თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული, ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღვთის ხატია” (2კორ. 4:3,4).ქი 39.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents