Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    დაბრუნებული ტალანტები

    “კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ”. სოდესაც უფალი თავის მსახურთ ანგარიშს მოსთხოვს, მაშინ იგი გამოცდის მათ და იხილავს მათთვის მიცემული ტალანტების გამოყენების შედეგს. შესრულებული სამუშაო განსაზღვრავს შემსრულებლის ხასიათს.ქი 156.3

    მათ, ვინც ხუთი და ორი ტალანტი მიიღო, სარგებლით დაუბრუნეს უფალს ისინი. ამასთანავე, ამისათვის ისინი არავითარ საზღაურს არ ითხოვენ. ეს ტალანტები მათ ხომ ღმერთმა უბოძა! მართალია, მათ მოგება ნახეს, მაგრამ იმ პირველი ტალანტების გარეშე ხომ ვერ ნახავდნენ სარგებელს! და ისინი სამართლიანად მსჯელობენ, რომ მხოლოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ. თავდაპირველი კაპიტალი უფალს ეკუთვნოდა, მაშასადამე, სარგებელიც მისია. უფლის სიყვარული და მადლი რომ არა, ისინი არასოდეს ივარგებდნენ მარადიული სასუფევლისათვის.ქი 156.4

    მაგრამ ბატონი, იღებს რა დაბრუნებულ ტალანტებს, იწონებს მსახურთა მოქმედებას და ისე აჯილდოებს მათ, თითქოს ეს მათი დამსახურება იყოს. სიხარულითა და კმაყოფილებით უცქერს მათ და ბედნიერია, რომ მათი კურთხევის შესაძლებლობა მიეცა. ნსახურებასა და შესაწირავს, რომელსაც მათგან მოელის, იგი იმიტომ კი არ ითხოვს, რომ ვალი დაიბრუნოს, არამედ იმიტომ, რომ მისი გული სავსეა მათზე მზრუნველობითა და სიყვარულით.ქი 156.5

    “კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ, - მიმართავს იგი მას, - მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში”.ქი 156.6

    უფლის მიმართ ერთგულებასა და სიყვარულით მსახურებას ღვთიური აღიარება მოსდევს. ღვთის წმიდა სულის ყოველი შთაგონება, რომელიც ადამიანებს კეთილი საქმეების კეთებისაკენ უბიძგებს და უფლისკენ მიმავალ გზას უჩვენებს, ზეციურ წიგნებში იწერება და უფლის უკანასკნელი სამსჯავროს დღეს მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი თავის გეგმებს ახორციელებდა, უმაღლეს ჯილდოს მიიღებენ.ქი 156.7

    ისინი შევლენ თავიანთი ბატონის სიხარულში, როცა მის სასუფეველში იხილავენ საკუთარი შრომითა და ძალისხმევით გამოსყიდულ ადამიანებს. და ისინი იქაც მიიღებენ უფლის საქმეებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ვინაიდან წუთისოფელში მსახურებისას საუკუნო სასუფევლისათვის ვარგისნი აღმოჩნდნენ. ის, რაც ზეცაში ვიქნებით, ანარეკლი იქნება ჩვენი ხასიათისა, რომელსაც დღეს ვამჟღავნებთ წმიდა მსახურებისას. მაცხოვარმა თქვა თავის თავზე: “კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს” (მათ. 20:28). მისი მსახურება დედამიწაზე - ეს მისი ზეციური მსახურებაცაა. ქრისტესთან წუთისოფელში თანამშრომლობის საზღაურად მოგვეცემა უფრო დიდი ძალა და უპირატესობა მასთან ერთად მომავალ სასუფეველში მსახურებისა.ქი 156.8

    “მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს”.ქი 157.1

    ასე ცდილობენ ხშირად ადამიანები თავიანთი საქციელის გამართლებას, როდესაც ღვთიურ ნიჭებს უარყოფენ. ისინი ღმერთს თვლიან მკაცრ მეთვალყურედ და სასტიკ ტირანად, რომელიც მუდამ მათს შეცდომებს უთვალთვალებს, რათა დასაჯოს. და თვლიან, რომ ღმერთი ითხოვს იმას, რაც არ გაუცია და იმკის იქ, სადაც არ დაუთესავს.ქი 157.2

    ბევრი გულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ ღმერთი მკაცრი ბატონია, რომელიც, მათი აზრით, მსახურებისათვის მათგან ითხოვს იმას, რაც მხოლოდ მათი საკუთრებაა. ტინამდვილეში კი ჩვენ ღმერთს ვუბრუნებთ იმას, რაც ისედაც მის საკუთრებას წარმოადგენს. “ყოველივე ეს შენგან არის, - ამბობს მეფე დავითი, - ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ” (1ნეშტ. 29:14). ჭეშმარიტად, ყველაფერი უფალს ეკუთვნის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შექმნილია, არამედ იმიტომაც, რომ მისი გამოსყიდულია. ყოველ კურთხევას აწმყოშიც და მომავალ ცხოვრებაშიც გოლგოთის ჯვრის ბეჭედი ადევს. ამიტომ ბრალდება, რომ ღმერთი სასტიკი ბატონია და იმკის იქ, სადაც არ დაუთესავს, სრულიად უსაფუძვლოა.ქი 157.3

    იგავში ბატონი არ იცავს თავს უსამართლო მსახურის ბრალდებისაგან, არამედ გვიჩვენებს, რომ მონის საქციელი სწორედ იმიტომ არის დანაშაული, რომ მან წინასწარ იცოდა, თუ რას ითხოვდა მისი ბატონი. მას ჰქონდა ცოდნა იმის შესახებ, თუ რა გზითა და საშუალებით უნდა მიეღო სარგებელი მიბარებული ტალანტისაგან. “ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა, - ამბობს ბატონი, - და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი”.ქი 157.4

    ჩვენი ზეციერი მამა ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რის გაკეთებასაც მისგან ბოძებული ნიჭითა და უნარით შევძლებთ. უფალი ღმერთი თავის მსახურს მხოლოდ იმას ავალებს, რის ზიდვასაც იგი შეძლებს. “ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ” (ფსალმ. 102:14). მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი ყოველივე იმის დაბრუნება, რასაც იგი ჩვენგან ითხოვს.ქი 157.5

    “ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ” (ლუკ. 12:48). თითოეული ჩვენგანი პირადად აგებს პასუხს იმაზე, თუ ერთი იოტით ნაკლები გააკეთა, ვიდრე შეეძლო. უფალს ზუსტად აქვს გამოთვლილი ყოველი შესაძლებლობა და ნიჭი, რომელიც მსახურებისათვის მოგვეცა. გამოუყენებელი ნიჭები ისევე მოწმობს ჩვენ წინააღმდეგ, როგორც ნიჭები, რომლებიც მოგვეცა, მაგრამ ვერ განვავითარეთ. უფალი პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველაფრისათვის, რაც შეგვეძლო, გავმხდარიყავით, მაგრამ ვერ გავხდით იმის გამო, რომ მოცემული ტალანტები სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ განვისჯებით იმის მიხედვით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ, ვინაიდან არც კი ვცდილვართ, რაიმე გაგვეკეთებინა უფლის განდიდებისათვის. და, თუკი საბოლოოდ არ დავიღუპებით, საუკუნო სასუფეველში შევიცნობთ ჩვენი გამოუყენებელი ტალანტების შედეგს. ყოველგვარი ცოდნა და ნიჭი, რომელიც შეგვეძლო, მიგვეღო და გაგვემრავლებინა, მაგრამ არ მოვინდომეთ, სამუდამო დანაკარგის ტოლფასი იქნება.ქი 157.6

    მაგრამ როდესაც მთელ ჩვენს ცხოვრებას ღმერთს ვუძღვნით და მის ყოველ მითითებას ვასრულებთ, უფალი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას ჩვენთვის მოცემული დავალების აღსრულებისათვის. მას არ სურს, რომ ჩვენ ეჭვი გვღრღნიდეს საკუთარი ძალისხმევისა და მოშურნეობის შედეგად მოპოვებულ წარმატებასა თუ წარუმატებლობასთან დაკავშირებით. პირიქით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ საკუთარ წარმატებაში, როცა ვთანამშრომლობთ მასთან, ვინც არასოდეს მარცხდება.ქი 157.7

    ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ საკუთარ სისუსტეებსა და უსუსურობაზე. ეს ჩვენს ურწმუნოებასა და ღვთის სიტყვის მიმართ უნდობლობაზე მეტყველებს. როდესაც ვჩივით, თუ რა მძიმეა ჩვენი ტვირთი ან უფლის რაიმე დავალებას გავურბივართ, ეს იგივეა, როცა ვამბობთ, რომ უფალი სასტიკი ბატონია, რომელიც ჩვენგან ითხოვს იმას, რის შესასრულებლადაც ძალა არ მოუცია.ქი 158.1

    ზარმაცი მსახურის მდგომარეობას ხშირად მორჩილებას ვუწოდებთ. მაგრამ ჭეშმარიტი მორჩილება - ეს სულ სხვა რამაა. იყო მორჩილი, არ ნიშნავს, დარჩე ინტელექტუალურ ჯუჯად, უარი თქვა სრულყოფილებისაკენ სწრაფვაზე, იყო მხდალი და უარი თქვა შენი ტვირთის ტარებაზე შენივე უძლურების გამო. პირიქით, ჭეშმარიტი მორჩილება ნიშნავს, მუდამ მზად იყო უფლის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მისივე ძალაზე დაყრდნობით.ქი 158.2

    უფალი მოქმედებს, ვისი მეშვეობითაც სურს. ზოგჯერ იგი ირჩევს ყველაზე თავმდაბალ მსახურს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად, რათა მისი ღვთიური ძალა უძლური ადამიანის მეშვეობით გაცხადდეს. ჩვენ, ადამიანები, ადამიანთათვის დამახასიათებელი საზომებით ვცხოვრობთ და, აქედან გამომდინარე, ზოგ საქმეს მნიშვნელოვანს ვუწოდებთ, ზოგს - უმნიშვნელოს; მაგრამ უფალი ჩვენი საზომით არ ზომავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დიდი საქმე, შესაძლოა, მისთვის სრულიად უმნიშვნელო და მცირე იყოს და პირიქით. ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი, განვსაჯოთ ჩვენი ტალანტები ან თავად შევარჩიოთ ჩვენი სამოღვაწეო სფერო. ჩვენ მხოლოდ ის უნდა ვიტვირთოთ, რაზეც უფალი მიგვითითებს; ეს ტვირთი მისი გულისთვის უნდა ვზიდოთ და შესვენებისთვისაც მას უნდა მივმართოთ. ნებისმიერი დავალება გულწრფელად, სიხარულით უნდა შევასრულოთ, რაც უფლისადმი პატივისცემაზე მიუთითებს. შემოქმედს მოსწონს, როდესაც ჩვენს მოვალეობას მადლიერების გრძნობით ვასრულებთ, როცა სიხარული გვიპყრობს იმის გამო, რომ უზენაესთან თანამშრომლობის ღირსნი გავხდით.ქი 158.3

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents